G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

ვალენტინობა" ეს სიყვარულის დღეა წმინდანი,
შეყვარებულნო თქვენი დღეა მარადისობის,
და განუწყვეტლივ პატივი სცეთ თქვენს მალულ გრძნობებს
რომ სიყვარული არ გაგიხდეთ მოსაძებნელი.
ვალენტინეს ინტერამელის ხსოვნას შეჰფიცეთ
რომ თქვენი სისხლი შეერწყმება მარადისობის,
და ეს დღე მოგაგონებთ ლამაზ ოცნებას
ვით ქალღმერთ იუნონას,შეყვარებულ წყვილთა ფერებით


მოდით, იმ სიყვარულს გაუმარჯოს
როდესაც გულს ტკივილი შეუგრძნია...
ბევრჯერ ღამეებს რომ გაათენებ,
და ბევრჯერ ცრემლებიც რომ დაგიღვრია.

მოდით, იმ გრძნობას გაუმარჯოს
უჩუმრად გულს რომ შეპარვია,
გულის აჩქარება რომ შეიგრძენ...
და მიზეზი ვერ გაგიგია.

მოდით, ჩვენს ცხოვრებას გაუმარჯოს,
გზას..., რომელიც ჩვენ გაგვივლია
ლამაზი ცხოვრებით რომ ვიცხოვრეთ და
უკან მოხედვისა არ გვრცხვენია.


შენი მინდვრიდან ნისლიანი გავედი მხარით,
შენი მინდვრიდან მწუხარების ჟამზე გავედი...
შენი მინდვრიდან, გავიტანე ნათელი მთვარის,
ეს ერთადერთი,თეთრი ლანდი შენი პლანეტის.
შენ ვერ გაიგე...
უჩემობა - შენ ვერ გიგრძვნია,
ესეც ერთგვარი ნიჭია და ყალბი სიბრძნეა


მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა,…


თბილი ლოგინი
-ზამთრის სავანე;
თეთრი ზეწარი
-ქალი ლამაზი;
ზღვიური თვალები


ირხევა მწვანე ჭადარი,
ეალერსება ქარია,
თუ სიყვარული გეწვევა,
ლამაზი ქალიას ბრალია.
წუთისოფელი ტანჯვაში
გაქრება, როგორც ალია,
სიცოცხლე, რომ ღირს იცოდე,
ლამაზი ქალის, ბრალია.
ქვეყნად, სიმდიდრის მძებნელებს,
განდიდებულებს ძალიან,
თუ შურდათ სიცარიელე
ლამაზი ქალის, ბრალია.
ყველაზე ცოდო ის არის,
სიყვარული, რომ არ ესმის,
აბა, რომელ ბნელს არ უყვარს
ლამაზი ქალის, ალერსი?!
ნუ დაიშურებ ნურაფერს,
თორემ გაკლდება ძალია,
სიცოცხლის გახანგრძლივებაც,
ლამაზი ქალის, ბრალია.
აი, რისთვის ღირს სიცოცხლე,
რომ გაახილო თვალია,
თუ მრავალი ვართ ესეც, ხომ
ლამაზი ქალის ბრალია.
ძმობით ვაშენოთ ქვეყანა
თითეულისა ვალია,
რაც კი რამ კარგი არსებობს,
ლამაზი ქალის ბრალია"!


მე მინდა ვიყო სუსტი ჰაერი,
შენი ტუჩების ვიგრძნო შეხება.
მე მინდა ვიყო თოვლის ფანტელი,
შენს წამწამებზე ჩუმად რომ დნება.

მე მინდა ვიყო კაშკაშა სხივი,
და გაგინათო ცხოვრების გზები.
მე მინდა ვიყო ცრემლები წმინდა,
შენი თვალიდან გადმოვარდნილი.

მე მინდა ვიყო მაგ გულის ფეთქვა,
რომ შენი განცდა ვიგრძნო ყოველი.
მე მინდა ვიყო წვიმის წვეთები,
შენს ლამაზ სახეს რომ შევეხები.

მე მინდა ვიყო შენი აჩრდილი,
რომ მუდამ,ყველგან თან გდიო მარად.
სადაც არ უნდა იყო,ყოველთვის
დაგელოდები სამოთხის კართან.


დანა უნდა იყოს მჭრელი
სუფრა კიდევ გაწყობილი
ხალხი უნდა იყოს ჭრელი
გიტარა კი აწყობილი
ხორცი უნდა იყოს რბილი
რუსი კორუმპირებული
სამშობლო კი ჩემი ტკბილი
არაოკუპირებულ


ვის რაში სჭირდება სიტყვების თამაში,
უშენოდ სამყაროც ნამცეცის ტოლია,
ღამე კვლავ ჩაიწვა ფიქრების ღადარში,
გარეთ კი ქარი და გულცივი თოვლია.

ოცნებაც შენს გარდა არავის არ იცნობს,
თუ ვინმე მიშველის, ეს მხოლოდ ღმერთია,
მე თვითონ არ ვიცი, საიდან დავიწყო,
მიყვარხარ? – ო, არა, ეს უფრო მეტია..


შენ ჩემი იდეალი ხარ,
ხარ ჩემი წუთისოფელი,
ის ერთადერთი ქალი ხარ,
ჩემს გულში მუდამ მყოფელი.

შენ რომ გიყურებიგვიძებს,
ჩემში გრძნობები მალული,
მე ფიქრებს უფრო მიმძიმებს,
წლები უშენოდ გასული.

არ ვიცი ქვეყნად რა მინდა,
არ ვიცი მინდა ყოველი,
თუკი უშენოდ გაწვიმდა,
მზეს შენთან ერთად მოველი,

ცას გაცქერ ვარსკვლავს დავეძებ,
მასზე კი მხოლოდ მთვარეა,
წლები გადის და ვრწმუნდები
რომ მარტოობა მწარეა.

ან რას დავეძებ არ ვიცი,
ამ ქვეყნად რის მეშინია,
მე ამ ყველაფერს განვიცდი,
ღიმილი მხოლოდ გრიმია.

ვდიქრობ არსებობს ამ ქვეყნად,
გრძნობის ადგილი მალული,
მიწაზე იყოს ან ღმერთთაან


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor