G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

არ გინდა ყოველ გაღვიძებაზე ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს,
და მზის საოცარ გაღიმებაზე, რომ დაგეწაფო, ისე დაგლიო,...
ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს, ბავშვივით ოდნავ მაინც მორცხვობდე,
სადღაც შორს ქარი გიჟივით ქროდეს და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...

რომ ერთი გვქონდეს დღეცა და ღამეც... და ერთმანეთის უხმოდ გვესმოდეს,
რომ აღარაფრად გვიღირდეს წამი, ყოველი წუთი, ჩვენ რომ შევცოდეთ...
კვლავ გამაგიჟოს შენმა სურნელმა, შენი სხეულის ცეცხლით ვიწვოდე,
რომ მომიაროს აზრმა სულელმა... და რას ვაკეთებ რომ არ ვიცოდე...
რომ აღთქმა დავდოთ ძალიან მოკლე, რომ ჩვენი გრძნობა იქნება წმინდა,
რომ არ შემეძლოს უშენოდ მოვკვდე... და შენც უჩემოდ არ მოკვდე მინდა..


ვეძახი სიკვდილს, დაქანცულმა როგორ ვუმზირო

მათხოვრად შობილს და დათრგუნვილს ქვეყნად ღირსებას,
როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი, უძირო,
სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება!

უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად
და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება,
და უბიწობა გათელილა უხეშად, მკაცრად,
და ძლიერება უძლურებას ემორჩილება;

და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა,
და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი;
და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას
და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი;

დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით,
მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.


25.10.2012

ბალდახინების მოყვარული სულაც არა ვარ,
გარეგან პატივს ვერ მივიჩნევ ღირსად პატივის,
უკვდავებისთვის ოსტატურად არ ვყრი ბალავარს, -
ის უკვდავებაც მოკვდავია თვით ოსტატივით.
გაკოტრებულა განდიდებისს ყველა მსურველი,
არ შერგებია ნეტარება დაფნის მაძებარს,
დამტკბარ წუმპეზე ვინც გაცვალა მიწის სურნელი,
ის უძვირფასეს ატლასებსაც დაფლეთს ზაზებად.
მე კი შენს გულში დამაყენე მორჩილ მსახურად,
არ იცოტავო ჩემი მცირე შემონაწირი,
ალალი გულით სიყვარულის ფრთებს მოგახურავ,
რომ მუდამ დარჩე განუყოფლად ჩემი ნაწილი.
განვედ მაცდურო! თუმც არვის აქვს ძალა შენდენი,
სულს ამბოხებულს გალიაში ვეღარ შედენი!


04.07.2012

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლი


თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.


მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში.


18.08.2013

სახე გექნება გაბრწყინებული,
თუკი შეგცივდა მზეზე გაგათბობ,
სხივებს დაგიწნავ გაზაფხულებად,
და თუ როდისმე დაგცხა,მოგწყურდა,
მოგევლინები ნაკადულებად.
თუ დაგატყვევეს,როგორც ბულბული,
მტრებს დაგიხოცავ ყველას უკლებლად,
ფართოდ გაგიღებ გალიის კარებს ,
და დაგიბრუნებ თავისუფლებას.
თუ დამივიწყებ მე მაინც მოვალ,
რათა ჩამოგხსნა მძიმე ლოდები
მოვალ დღითაც და მოვალ ღამითაც,
მაშინაც,როცა არ მელოდები.
თუ დამივიწყებ,მე მაინც მოვალ,
თუნდაც ვიცოდე,რომ არ მიცდიან
რადგან მიყვარხარ ისეთი ძალით,
შენ არასოდეს არ განგიცდია
თუ დამივიწყებ,არ გებუტები,
სიბრაზე გულს არ გამკარებია
რადგან,იცოდე,მიყვარხარ ისე,
ჯერ რომ არავის არ ჰყვარებია
მაგრამ თუ მაინც გადაგავიწყდი,
ეს მე ვარ მაინც,თავიც და ბოლოც
კვლავ ძველებურად ვზრუნავ და ვფიქრობ,
რადგან მიყვარხარ,მიყვარდი როგორც...
გემუდარები ნუ დამივიწყებ,
გამიღე გული,მოხსენი კლიტე


18.08.2013

მინდვრად წაგიყვან, ძვირფასო,
გვირილის ფოთლებს დაგიწნავ,
იებს დაგიკრეფ, ენძელებს,
სათუთად თმებში ჩაგიწნავ,
ციცინათელას დაგიჭერ,
მოგიყვან მკერდზე დაგასვამ,
სულის გზას გამინათებს და
გულში სიყვარულს ჩაგაწნავ,
გაგიფერადებ სამყაროს
და მოგანატრებ სიყვარულს,
გრძნობით თაიგულს შეგიკრავ
და შეგაყვარებ ამ ჩემ გულს.
შენ ჩემო ციცინათელა,
ოცნების თბილო ნათებავ




* თუ ყვითელ კანარის ჩიტს წითელი პილპილით გამოვკვებავთ, ბუმბულები ღაჟღაჟა ნარინჯისფერი გაუხდება.

* ოქრო იმდენად იშვიათი მეტალია, რომ ერთ საათში მოპოვებული რკინა უფრო მეტია, ვიდრე კაცობრიობის მიერ მოპოვებული ოქრო მთლიანად.

* სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისას ადამიანის თმა 725 კილომეტრის სიგრძის იზრდება.

* პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთებიან.

* ფენ-შუი თავიდან ნიშნავდა საფლავების მორთვის ხელოვნებას.

* დაცემინებისას ყველა ორგანოს ფუნქციონირება ჩერდება - გულისაც კი.

* იხვის ყიყინი ექოს არ იძლევა.

* აზიდვების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯერზე არის 46001.

* გველს შეუძლია იძინოს სამი წლის განმავლობაში.

* თეთრი ვეშაპის გული ფოლკსვაგენ ჟუკის ოდენაა.

* მსოფლიოში ყოველდღიურად 100000000 სქესობრივი აქტია, თუმცა მხოლოდ 910000 მთავრდება განაყოფიერებით.

* ერთი მილიარდი წამი დაახლოებით 37 წელიწადია.

* ქამელეონის ენა მის სხეულზე…


önceki 1 ... 33 34 35 36 37 sonraki →
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor