18.08.2013
******
39, Tbilisi, Gürcistan

სახე გექნება გაბრწყინებული,
თუკი შეგცივდა მზეზე გაგათბობ,
სხივებს დაგიწნავ გაზაფხულებად,
და თუ როდისმე დაგცხა,მოგწყურდა,
მოგევლინები ნაკადულებად.
თუ დაგატყვევეს,როგორც ბულბული,
მტრებს დაგიხოცავ ყველას უკლებლად,
ფართოდ გაგიღებ გალიის კარებს ,
და დაგიბრუნებ თავისუფლებას.
თუ დამივიწყებ მე მაინც მოვალ,
რათა ჩამოგხსნა მძიმე ლოდები
მოვალ დღითაც და მოვალ ღამითაც,
მაშინაც,როცა არ მელოდები.
თუ დამივიწყებ,მე მაინც მოვალ,
თუნდაც ვიცოდე,რომ არ მიცდიან
რადგან მიყვარხარ ისეთი ძალით,
შენ არასოდეს არ განგიცდია
თუ დამივიწყებ,არ გებუტები,
სიბრაზე გულს არ გამკარებია
რადგან,იცოდე,მიყვარხარ ისე,
ჯერ რომ არავის არ ჰყვარებია
მაგრამ თუ მაინც გადაგავიწყდი,
ეს მე ვარ მაინც,თავიც და ბოლოც
კვლავ ძველებურად ვზრუნავ და ვფიქრობ,
რადგან მიყვარხარ,მიყვარდი როგორც...
გემუდარები ნუ დამივიწყებ,
გამიღე გული,მოხსენი კლიტე

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor