G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

მზე ჭადარის ხესთან მყავდა დამბული,
იქ, ბაგრატზე, ვარსკვლავები მელაგა,
სამი ათასწლეულია ქართული
და დავითი კვლავ ცოცხლად დგას გელათთან.

გქონდა სიბძნე, სიტყვა გქონდა საწყისი,
შენ მზის ღმერთი გინათებდა აისებს,
ელინებმა გიპოვნეს და საწმისი
მოტყუებით ევროპისკენ წაიღეს.

ღალატისგან აღდგენილი ლაზარე,
თმაჭაღარა - თეთრი ქვების ფერებად,
წლებით დაღლილს, უძინარს და ნამგზავრებს
იმერულად, გულით მომეფერება.

მყოფადისკენ იმზირება წარსულით
უძველესი, როგორც თვითონ ქვეყანა,
მზე ჭადარის ხესთან გვყავდა დამბული და ..
წყალში ქვიშად ოქროები გვეყარა.


კარგი დედა , ნუ ტირიხარ ,

ნუ ტირიხარ რა !
ღიმილი და სიხარული
რატომ ჩაგიქრა.

რა მოხდა რომ პატიმარი
შვილი გყოლია ,
პატიმრობა ბავშობიდან
არ დამყოლია.

ეს ხომ ავი ტრიალია
ჩემი ბედისა.
დედა , შენი ჩახუტება ,
აღარ მეღირსა.

ნუ ტირიხარ , გეხვეწები ,
ნუ მისერავ გულს.
შენზე უფრო , შენი ნახვა ,
შენ შვილს უფრო სურს.

ეს ოხერი დრო გაირბენს ,
მალე გნახავ მე.
ნუ ტირიხარ , შემოგევლე ,
შენი ჭირიმე.

მოიშორე გულზე დარდი ,
ყურს ნუ უგდებ სხვას ,
ჩემზე დარდით გევედრები
ნუ ითეთრებ თმას.

ნუ ტირიხარ , ჩემო დედა ,
გეყო ფიქრები.
ძაან მალე , გეფიცები ,
ერთად ვიქნებით.

ახლა მივხვდი შენი ფასი ,
თუ რა ყოფილა.
დედა-შვილის სიყვარული ,
სად გაყოფილა ?!

ამიტომაც გამიმაგრდი ,
არ მოხუცდე რა ?!
რომ გამოვალ ყურში ჩუმად
მინდა რომ გითხრა:

მე შენს მეტი ჩემო დედა ,
არვინ…


შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.


ვიდრე წავალ,შემაგებე შენთან დილას,
დედის ხელი მანძინარებ თვალებს დაგბანს,
დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს,
ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.
ვიდრე წავალ, გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს,
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,
ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე,
თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.
ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,
ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,
ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.
ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ,
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,
ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,
ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.
ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ,
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,
თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმრთელებ,
თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის.
არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს,
ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა,
უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს
რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა.
როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ,
ამ…


შენი სევდიანი თვალები მიყვარს.
შენი მიბნედილი გაღიმება.
შენი გულიანი სიცილი მიყვარს,
თვალებში სიცილის ჩაბინდება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე.
შენი ვნებიანი ალერსი მიყვარს,
გამომწვევად რომ დახრი თვალებს.
შენი უთქმელი სევდა მიყვარს,
შენი უცნაური გაგიჟება,
შენი ცრემლნარევი სიცილიც მიყვარს,
შენი საოცარი ჩაფიქრება.
მე შენი მზით გამთბარი გული მიყვარს,
შენი სულ პატარა, ციცქნა ფიქრიც,
ამ ქვეყნად შენს გარდა რომ არვინ მიყვარს,
ჩემო ანგელოზო, ეს თუ იცი?''..


ერთმანეთს ისე შემოვეყარეთ
ჩემი ცხოვრების გზაზე,
რომ უნებურად შემომეყვარე,
მიხარიხარ და მავსებ...
ჩემი გახდი და აღარ დამტოვო...
ამ სიყვარულის ხათრით
შენი სხეული უნდა მათხოვო
ჩვენი შვილისთვის - ცხრა თვით.
მინდა შენ გგავდეს ჩემი ასული -
დედის ალი და კვალი...
გაივლის მერე კიდევ ცხრა თვე და
კიდევ ცხრა თვე და ცხრა თვე...
მინდა სულ ასე გვერდით მყავდე და
მინდა სულ შენით გავთბე.
ერთმანეთს ისე შემოვეყარეთ,
აზრი აღარ აქვს მალვას,
გნახე თუ არა, შემომეყვარე
და დაგიჩემე ქალავ...


ისეთი ლამაზი თვალები გაქვს,
ისეთი თბილი და უძირო,
ისეთი ჭკვიანი გამოხედვა,
მინდა რომ დღედაღამ ვუცქირო.
ისეთი საამოა შენი მზერა,
ისე სათნოა და უმწიკვლო,
სასწაულებსაც კი დამაჯერებს,
სათქმელს გამაგონებს უსიტყვოდ.
ისეთი საოცარი თვალები გაკქვს,
ისეთი მდაბალი და უბიწო,
ისეთი სიყვარულით მომზირალი,
აბა როგორ გავძლო უმისოდ...


მინდა რომ იყო ჩემი,
და იფერებდე მორცხვად.
თვალს გემჩნეოდეს ცრემლი,
შორს ვიქნებოდი როცა.
მინდა იწყენდე მაშინ,
თუ შემნიშნავდი წყენას.
როგორც პატარა ბავშვი
ჩემთან იჩლექდე ენას.
ყველგან ამბობდე -,,მიყვარს,"
გყავდე გულში და გულთან.
მიძღვინიდე ლამაზ სიტყვას
და ყოველ ამოსუნთქვას.
რომ მიფიცებდე, გწამდე -
მინდა გიყვარდე ასე...
მინდა სულ გვერდით მყავდე,
სულ ჩემით იყო სავსე...
მინდა, რომ იყო ჩემი.


26.05.2014

იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე...რამდენი
ვარსკვლავია მე კი
მენატრება ერთი! იცი?
უშენობა რა ძნელია?! ამ დროს ლექსის წერა
მშველის ირგვლივ იმდენის
თვალებია, მე კი მენატრება
ერთის! იცი? კარგად ყოფნა
რა ძნელია? ალბათ
უშენობა შემშლის, ირგვლივ იმდენის
ღიმილია... მე კი მენატრება
შენი! იცი? სიყვარული რა
ძნელია?! როცა გულში
იკლავ შენთვის, ფუჭი
ოცნებებიც დამღლელია როცა ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ? ეს გული რა
წრფელია?! როცა შენზე
წერს და გეტყვი... ირგვლივ
იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება ერთის...


საით მივექანებით

უსუსური აზრები
თითის ხშირი ქანებით
პიარ მამათმავლები,

დემო დემოკრატია,
ბიო გადაგვარება,
ძმობა უკვე ყალბია,
ქალის გადაყვარება.

კაცი კაცის კალთაში

ქალი ქალის კოცნაში

მე იმ საქართველოში
წარსულში და აწმყოში
ყველა კუთხის ქართველში
მეგობარში საძმოში,

სადაც შიმშირს ებრძვიან
სადაც არის უპურო,
სადაც მავანს გეტყვიან
ამათ როგორ ვუყურო?

ტელე კოალიცია
ფსიქო ვნება მასაჟი
სულთა რევოლუცია,
გონებრივი მარაზმი.

ვერა საქართველოში
არ დაიდგამს უნაგირს
სადაც კაცი ქალისთვის
შობს სიყვარულს გულახდილს.

სადაც დედა გმირია,
ცხრა ძმის გამომზრდელია,
სადაც რწმენა ბევრია
გული ნაქართველია,

ვერა ვერა ვერაფერს
ცოდვა ვერას დააკლებს,
იმ მადლიან მიწა წყალს
ხელს ვერავინ ვერ ახლებს.

სადაც ცხოვრობს იცხოვრებს
სული გულის სიღრმემდე
წინაპარი აწმყოში
დედამიწის სივრცემდე.

ქალი კაცს შეიყვარებს,
კაცს ფიქრი აქვს კაცური.
დაეს არის სამშობლო
ფესვიანად ქართული.


← önceki 1 2 3 4 5 ... 37 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor