G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

ბევრი საიდუმლო ერთად აღებული,
ბევრი სიწმინდე მოქნილი ერთად,
მზის საგანძურში დავმარხე გული,
როგორც მარანი ტყვექმნილი ქვევრთა.

უკიდეგანო სად მოჩანს ზეცა,
უკიდეგანო დარდი სად მოჩანს,
დღეს ხელისგულზე წვეთი დამეცა,
თითქოს გვალვისას წვიმა გამომრჩა.

სიცოცხლისა და სიკვდილის შემდეგ
სახლში ღირსებით მინდა დავბრუნდე,
მონატრებანი მეწვივნენ მეკვლედ
ძნელად დამთმობენ, მგმობენ თავბრუმდე.

ბევრი საიდუმლო ერთად აღებული,
ერთად მოქნილი ბევრი სიწმინდე,
მოსიყვარულე მოვნახე გული,
შენთვის რომ მაინც შვებას ვიქმნიდე.

სინამდვილეში ასე არ არის
ანდა რაღაა ეგ სინამდვილეც,
თუ გარდაცვლილთა ვისმენ ღაღადისს
და იმ ნაპირზეც ვიღაცა მისმენს..


ახლა ამწუთას, როცა მე აქ ვარ,
როცა წისქვილებს ვაბრუნებ პირქვე,
ნეტავ სიტყვებმა სიმართლე დაფქვან,
ნეტავ სიმართლეს გაუძლოს ვინმემ,

ახლა ამწუთას, როცა განვიცდი,
ნეტავ აქ იყო, შენც განიცდიდე,
მარხვა დამწურავს, ლოცვა არ ვიცი,
ლოცვა ცეცხლივით მაინც ლიცლიცებს,

ვითვინიერებ ყვავებს და ყორნებს,
სამყაროს ბზარი გაივლის ჩემში,
შენამდე მოვა, თან გაგიყოლებს,
თან გაგიყოლებს, ჭკუიდან შეგშლის,

დაბეჯითებით და სიტყვა-სიტყვით,
ისე გულდასმით, ისე არასდროს,
ნაბეჭდი მთებით, მარხვისას ვიტყვი,-
შეკრულმა თასმით, ხსნილი მანახოს,

გზები მანახოს, სამყარო შეცდა,
ნეტავ სუნთქვებმა ლოცვანი დაფქვან,
ახლა ამწუთას, მათ შორის შენც და
ახლა ამწუთას, როცა მე აქ ვარ,

როცა წისქვილებს ვაბრუნებ პირქვე
და ბევრი ვნახე ზეიმი, გლოვა,
ლოცვა ყვავების მიპნიოს ვინმემ
და ის სიმართლეც თავისით მოვა,

ის ერთადერთი, ის უშორესი.
თანაც ჩემს თვალწინ როცა ლიცლიცებს,
დანაც დაჟანგდა უშნოდ ნალესი
ნეტავ აქ იყო, შენც განიცდიდე,

ზუსტად იგივეს,…


რაღაც ფრანგული იერი დაგკრავს,
თითქოს წელიწადს ზოგჯერ წამს მოწყვეტ,
მაძღარის დუმილს, მშიერის ნათქვამს,
როგორც წნელი წალდს იქნებ წამოჰყვე,

სიჩუმეს, ჰაერს, სიტყვა სულიდან
ამომაქვს, გალობის ვისმენ მუდამ ხმას,
ნიავს ალუბლის მიაქვს სუნი და
თუ კი თვალს მოკრავ, გაგხდის უნახავს,

ახლა ისე ვარ, შხამიც არა მწყენს,
ჟან ვალ ჟანს ცრემლიც განკიცხვის წასკდა,
როგორც ჭალაში მწყერი გაჰყვა მწყერს
ჟამი მრავალ ჟამს, წამებიც წამს და

ნაბიჯებს გზები, გზებს კი მთელი დრო
გადაჰყვა, მორჩა, რაღაცის მწამდა,
მაგრამ არ მახსოვს, ან რამ ააღზნო
მინდვრის ღრუბელი, ან ვინღა დაწნა,

ან როდის უთქვამთ – აი, მოდისო,
როდის მივლია ვინმესთან ერთად,
სანამ მოვკვდები მინდა მოგისწრო
კოცნა, კოცონის გვირგვინი ფერფლთა,

ალუბლის ტოტზეც – ოქროს საწმისი,
ჯანდაბას მწყერიც თუ არა შეჯდა
და არა იყო გინდ გვარი მისი
ან რა გაიყო, ოდეს შეერთდა

და ისევ წამი…


ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია,
ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია,
აფეთქდება? ტყვიასავით მალია,
მინელდება? ჩაგებული ხმალია.

ქალი ღმერთის უცნაური ქნარია,
ხან ნისლია, ხან ხილული ქარია,
თუ გაუღე მას ბოლომდე კარია
წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია.

ქალმა თუკი განდო გულის ნამალი,
ვერ გაგკურნავს შენ ვერცერთი წამალი,
გადალახო....ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ტრამალი,
ტყუილ სძებნო შენ იქ სხვა სამალავი.

ქალი? ქალი ტკბილი და ცხარეა,
ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ დილის ცვარია.
ერთ დღეს ხედავ მისხლტის ვერცხლის წყალია,
მეორე დღეს გელოდება წყნარია....
რადგან ქალი ბოლოს მაინც ქალია


ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,


ვარ ილუზია, შთაგონება, გულისხმა შენი
ვარ სიხარული, მწუხარება, მტანჯველი სენი...
ვარ გაზაფხული, შემოდგომა, ათასი ფერი...
ფიქრი, სიკეთე, ბოროტება, მზრუნველი ხელი...
მე ვარ სიცოცხლე, ვარ სიკვდილი, ვარ გარინდება...
ვარ წვიმა, თოვლი, დღის სინათლე და დაბინდება...
გამოძახილი შენი სულის, დროთა დინება...
ვარ აღტაცება, ძირს დაცემა და განდიდება...
ვარ სიბილწე, სისპეტაკე, შეცდომა შენი...
ვარ მონატრება, ვარ ოცნება, სურვილი მწველი...
ვარ გამოცანა, მოლოდინია, თასი წელი
და მაშინ წავალ, როცა ამას ნაკლებად ელი.


ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.


15.12.2015

tango cekvaa,gulis vnebebis
da siyvarulis,dzaldzed dzlieris,
am dros tirian,tavad verxvebi
am dros sulia,shengan mshieri.
me shen,xels giwvdi,aq modi axlos
da chven am cekvit,davantot cecxli,
kari shevagot,grdznobebis fartod
tumca me vici,es cekva shemshlis.
ise lamazad,modixar chemsken
gulis fetqvebi,cherdeba titqos,
xeli damade,dzvirfaso,mxrebze
da me shens mzeras,chems sulshi vipyrob.
modi vicekvot,rogorc arasdros
ar,ucekvia qveynad ,aravis,
ukanaskneli rom iyos, es dge
memaxsovreba,mainc maradis.
tandatan nela ,cherdeba cekva
dasasrulisken,mivdivart cekvis,
rac me cekvashi,ver gamovxate
im yvela satqmels,tvalebit getyvi.


პირველად მხოლოდ მზერა გაჩუქე... მახსოვს, იჩუქე დაუფიქრებლად,
დასაბრუნებლად ვერ გაიმეტე, გაქრი და...ურცხვად დამრჩი ფიქრებად...
მერე მოხვედი... მოხვედი სიტყვად, წვიმად მოხვედი, როცა მწყუროდა,
როცა მციოდა, მოხვედი სითბოდ, ღიმილად – როცა სევდა მსტუმრობდა,
მარტოობისას მოხვედი ქალად, გაჭირვებისას – ერთგულ მეგობრად,
გამარჯვებისას მოხვედი მარცხად, ცხოვრება წამში მიქციე ბოდვად,
და ამ ბოდვაში მოხვედი სიზმრად, სიზმრად, რომლითაც ძილი იწყება,
რომელშიც თავს გრძნობ დაცულად, მშვიდად და აღარ გინდა გამოღვიძება...
მაგრამ ყველაზე გრძელი სიზმარი, როგორც ამბობენ, ათი წამია,
და იმ ათ წამში რაც შენ მითხარი, მოვისმინე და – არ მინანია...
დავიწყე დროის ნულიდან ათვლა და უყოყმანოდ გაჩუქე გული,
ყველანაირი: დაცლილი, სავსე, ხან მშვიდი, ხანაც გადარეული,
გაჩუქე ჩემი ყოველი წამი, ემოციების კორიანტელი,
ცრემლი, ღიმილი, ტკივილი, შვება, –დამგროვებია თურმე რამდენი...
შენ კი სანაცვლოდ…


28.08.2013

შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი,
გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,
მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი
და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.
ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი
შენი წვივის და მუხლების სითბოს
და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,
გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს.
მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,
ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,
სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,
ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.
სიზმარეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,
ცხელი ენით დავითვლიდი მალებს,
შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი
და სიცელქით აგივსებდი თვალებს


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor