ბევრი საიდუმლო
39, Tbilisi, Gürcistan

ბევრი საიდუმლო ერთად აღებული,
ბევრი სიწმინდე მოქნილი ერთად,
მზის საგანძურში დავმარხე გული,
როგორც მარანი ტყვექმნილი ქვევრთა.

უკიდეგანო სად მოჩანს ზეცა,
უკიდეგანო დარდი სად მოჩანს,
დღეს ხელისგულზე წვეთი დამეცა,
თითქოს გვალვისას წვიმა გამომრჩა.

სიცოცხლისა და სიკვდილის შემდეგ
სახლში ღირსებით მინდა დავბრუნდე,
მონატრებანი მეწვივნენ მეკვლედ
ძნელად დამთმობენ, მგმობენ თავბრუმდე.

ბევრი საიდუმლო ერთად აღებული,
ერთად მოქნილი ბევრი სიწმინდე,
მოსიყვარულე მოვნახე გული,
შენთვის რომ მაინც შვებას ვიქმნიდე.

სინამდვილეში ასე არ არის
ანდა რაღაა ეგ სინამდვილეც,
თუ გარდაცვლილთა ვისმენ ღაღადისს
და იმ ნაპირზეც ვიღაცა მისმენს..

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor