G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

თოვლის ასულო, გადმომხედე ღრუბლის გემიდან,
შესვი უმანკო სიველურე, ჩამაცვი კვართი,
ჩემს პოეზიას უმფარველე, ვით არტემიდა,
ნუ მიგულგრილებ, გაიხსენე, როგორ მიყვარდი

სული და ხორცი შემირყიე, მომტაცე მზერა,
მიწა აკუწე სტრიქონებად, მუსიკა ჩადე,
ლურჯ მწვერვალებზე ააფრინე რძისფერი ძერა,
ვერცხლის სიზმრებში დამაფარე ბაჯაღლოს ბადე,

სირინოზების ხმით მიმღერე, მომგვარე ძილი,
შეშლილს ლოცვები წამიკითხე, შემარგე ღამე,
მძინარე სულში ამიცეკვე თითები გრილი,
ფიფქები ღვარე, მასმენინე ყინულის გამებს,

ხორბლის ნათესში აჯირითე ჩემი ტაიჭი,
სტუმრად მეწვიე... როგორ მიყვარს, როცა მნახულობ...
თვალი წამართვი და კელაპტრად მთვარე დაიჭი,
ბნელი რას გიზამს, გაზაფხულის მზით ჩასახულო,

უფლის ვენახი მაკრეფინე, ზეცა დამხურე,
ჩემში ერთმანეთს შეაბრძოლე რწმენა და შიში,
ნება მომეცი, გეამბორო და მიმსახურე,
ჩემი მუზა ხარ უსასრულო, სულის ჰაშიში


მ სტატიაში წარმოგიდგენთ პაპაჩემის და მისი სამეგობროს გამონათქვამებს რომელზეც სულ ნერვები მეშლება თქვენც ეგრე ხართ ალბათ.

1) რა ქვეყანა დაანგრიეს!!!

2)რატო არაა სტალინი ცოცხალი!?

3)სტალინისნაირი კაცი 100 წელიწადში ერთხელ იბადება და მგონი ეს ჩემი შვილიშვილი იქნება ისეთი ჭკვიანია... (ჩემს ძმას გულისხმობს და მე ამ დროს ვიძახი ჯვარი მწერია თქო)

4)ერთხელ "ტიშიტი ძევიტსოტ სოროკ პიატ წელია და რუსეთში ვააარ" და ასე გძელდება თუ როგორ მიაძინა ვიგაც ლენას ქმარი პაპაჩემმა ლენინგრადში და შემდეგ მის ცოლთან ვნებიანი ღამე გაატარა.

5)პაპაჩემი ეუბნება ბებიაჩემს როცა სერიალს უყურებენ და უხერხული სცენებია: ნუ უურებ წახდები ქალო...

6)ფეხზე რა სუნი გაქვს ბიჭო არ იბაან?! (არადა იმ წუთის გამოსული ვარ აბაზანიდან)

აიი ასეთ მძიმე ვითარებაში ვარ…


და ქარი ქროდა,


მზე მიცინოდა,


სულში ციოდა...


და დრო გადიოდა.


გავედი გარეთ,


და შევცდი მწარედ


მთაზე გამოჩნდი


ჩემთან აღმოჩნდი...


ჩაშავდა გული...


და გათბა სული


და მე ვიგრძენი


ეს სიყვარული.


მოხვედი ჩემთან


რაღაც მითხარი


მე ვერ გავიგე


მაგრამ გითხარი.


შენ მომანათე


შავი თვალები


მე კი გაგიღე


გულის კარები...


გულში იჯექი


და სულს მწირავდი


ჩემი გუილსთვის


წყალში ფრინავდი.


ტკბილი წარსულის


ხმა მაგონდება


მაგრამ ტკივილით


გული ღონდება.


დაღვრილი სევდა


ღამეს ათევდა


გამომეღვიძა


მორჩა გათენდა...!


ვიწექი.თვალზე


მომადგა ცრემლი


დავფიქრდი იმ წამს


დამკარგე ფერი.


წყალში ჩავიხედე...


თვალი მოგკარი,


შენ კი სიცილით


გული მოკალი.


იმ წამს მიყვარდი


ეხხლაც მიყვარხარ


თუმცა გულისთვის


არავინ არ ხარ!


გინდა გაიგო


ჩემ თვალში ვინ ხარ?


ერთი საწყალი, პატარა ვირთხა.


რადგან შენ ჩემი


სულის მშვენებას


ერთი ლამაზი


გოგო არჩიე,


მე კი ამის თქმას


შენთან ვერ ვბედავ...


მაგრამ ტკივილი-ცრემლი ვარჩიე.


დიდი სანთლის წინ


ახლა მე ვდგავარ,


მე შენ მიყვარდი


მე შენ მიყვარხარ.


ვეღარც გავიგე


ნეტავი ვინ ხარ?


მე შენ ვერასდროს


ვერ…


ასე უთქვამთ: მამაკაცი ავხორცი და ხარბია,

თუნდაც ათი ცოლი ყავდეს, მეთერთმეტეს დარდი აქვს,

სახლში ანგელოზი ყავდეს გარეთ მახინჯს მოძებნის,

თავის ცოლთან იბღვირება, სხვა ქალს ტუჩებს უკოცნის.

ქალი? ქალი კიდევ უფრო არასანდო მგონია,

თვით ეშმაკის ეშმაკობაც მასთან მონაგონია,

ერთს თვალებში შესციცინებს, სხვასაც ეკეკლუცება,

ერთს სიყვარულს ეფიცება და მეორეს მიყვება,

მისთვის თავიც რომ გაწირო. იხრჩობოდე წყალშია,

თუნდ კისერი გიტეხია, ქვა იხალე თავშია,

რა გგონია, სეგიცოდებს? არა, არა, გაგწირავს,

ხელსაც კიარ შეგაშველებს, კიდევ უფრო ჩაგძირავს...


ვარდის რტოსავით მშვენიერო მანდილოსანო,

სინაზით სპეტაკ თოვლის ფიფქზე აღმატებულო.

ცით მოფრენილო, სიყვარულის მტრედო ფრთოსანო!

ოქროს ბეჭედში ჩასასმელო ძვირფასო თვალო.

შენი ღიმილი მე მაგონებს უკვდავ ყვავილებს,

ციურ ვარსკვლავებს მოცქრიალე შენი თვალები.


ზამთარს გაუვიდა ყავლი,
სითბოს ზეიმია გულში,
თოვლშიც ენძელები ყვავის,
მზის სხივს საგალობელს უთვლის.
უკვე გადაშლილა იაც,
თოვლი შეუღებავს ლურჯად,
ხიდან კვირტი ყვირის ღია,
შიგნით გაზაფხული უჩანს...
მე კი ვეღარ ვთოკავ ფიქრებს,
გრძნობა გულის კარებს მინგრევს,
თოვლის უკანასკნელ ფიფქებს,
სევდა მობუზული მისდევს...
ნატვრის ლაბირინთში გხედავ,
პირველ იებისკენ დახრილს,
მერე... როგორც იქნა ბედავ,
მჩუქნი,ოცნებებით დაღლილს...
ღმერთო, რა იქნება ახდეს,
ნატვრა არ გადატყდეს წელში,
კარი გავაღო და დამხვდე,
იის ლურჯი კონით ხელში


ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.


მაღლიდან გადმოვიხედე, დაგხედე მწოლიარესა,
ფერი მიგიგავ ლალ-ღვინოს, ჭიქაში მდგომიარესა.
სიცილი ელვას მიგიგავ, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს გევხარ, დილით რო მოეფინება.
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ-წარბის წერათა,
ან სად დაგხატა ეგეთი, ან სად შეგამკო ხელათა.
ციდან წამოვა ტოროლა, ჩამოსთვლის გალობასაო,
წიგნი, ჭრა-კერვა გცოდნია, ნეტავ შენ ქალობასაო


წავალ,ერთხელ კიდევ წავალ,
საზრდო შემოაკლდა ფესვებს.
თუნდაც ასკინკილით ავალ,
მთიდან ჩამოვიტან ლექსებს.
წავალ,ერთხელ კიდევ ვიგრძნო,
გულ-ღვიძლს მოვაძოვებ მთაში,
თორემ გამიჭირდა ვინძლო,
მუზებს ვანიავებ ქარში.
თითქოს ამაგლიჯეს სული,
წამლად დამიწერეს ლოცვა,
მიწას შეუხორცდა ხნული,
ასე მიგატოვეთ როცა.
წავალ,უსათუოდ კიდევ,
ცვარზე გავიგრილებ მყესებს
სული დამეცალა ვიდრე,
მთიდან ჩამოვიტან ლექსებს.


ეს სირცხვილია, ერის სირცხვილი
გული ვერ შესძლებს ამის ატანას,
წუხელ უფალიც ტიროდა ალბათ
სული მიჰყიდეთ ეშმაკს, სატანას.
ჯალათად ქცეულ ქართველებს ვხედავ,
დროა გაისმეს განგაშის ზარი,
სოდომს, გომორას ვუახლოვდებით,
ნუთუ ქვეყანას გაუჩნდა ბზარი.
ჩემს ქვეყანაზე შემტკივა გული
მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას,
ეკლესიაში ავანთებ სანთლებს
ვენდობი მხოლოდ, უფალს, პატრიარქს.
ქართველი ქართველს რომ დააჩოქებს
რომ ჩააფურთხებს სულში დაჩაგრულს,
ამდენი ზამთრის შემდეგ მითხარით
როგორ ველოდო მე აქ გაზაფხულს.
ყველა ჯალათი დასაჯეთ მწარედ
სანამ გვიანი აღარ იქნება,
საით მივდივართ, რა გვემართება,
კვლავ გამიტაცეს მძიმე ფიქრებმა.
ეს სირცხვილია, ერის სირცხვილი
გული ვერ შესძლებს ამის ატანას,
წუხელ უფალიც ტიროდა ალბათ


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor