G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

შენით გადაღლილი, ჩემი მოგონება...
ლექსში ჩავტიე და
რითმა შევარჩიე...
ისევ,
ამირია ფიქრმა მე გონება...
ისევ,
ჩემს ფიქრებში შეგამჩნიე...
ჩვენი მოგონება წვიმად გადაიქცა...
გთხოვ, რომ მაპატიო
ჩემი აპათია...
თვალი ისევ,
შენსკენ გამოიქცა...
გულმა ყველაფერი გაპატია...
შენმა მოგონებამ, სად არ მომატარა...
დღემდე, ისევ შენით ვივსები...
იცი, ხან წვეთი ვარ,
უხმო და პატარა...
ხან კიდევ, ზვირთი და
ხან კიდევ, ნისლები...
ისევ ქართან მინდა,
დავითვალო წამი...
დროში მოვაქციო, დავივიწყო დარდი...
გახსოვს, ქარს მოვყევი
მთვარიან ღამით...
გახსოვს, გიყვარდი და
უზომოდ გწამდი...
და ქარს გავატანოთ ჩვენი შეპირება...
ვიცი, გაწვიმდება
და მომიღებს ბოლოს...
მე, შენს დანახვაზე ისევ მეტირება...
წვიმის წვეთივით
ავღელდი მხოლოდ...
მინდა გრძნობებისგან მალე დავიცალო...
რადგან, უშენობამ
გული გამისივა...
იქნებ ერთი წამით, მაინც მოიცალო
ვიცი ზაფხულია,
და უშენოდ მცივა...


მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე… და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.


ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....


19 წლის ვაჟი მოუკლეს ცოტა ხნით გავიდა სახლიდან,მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა,ჩემი თვალით ვნახე..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა..მშიაო შვილო..მე ბოლო 2 ლარი მივეცი..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ქსნის კოლონიის ალაყაფთან შაოსან ქალს მძიმე ტვირთი მოაქვს,მისმა შვილმა საკუთარი ძმა მოჰკლა..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
მარტოხელა პაციენტტან წავედი ვიზიტზე..გარდაცვლილი დამხვდა..ერთი კვირის მერე უპოვნიათ მეზობლებს..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში,ნაძვის ხესთან წერილი დევს: თომლის პაპა ისეთი წამალი მომიტანე რომ მოვრჩე..
ეს იმაზე მეტია ვიდრეე ჩვენი ყველასი..
.........
მრცხვენია უფალო!!


08.04.2014

სვანი მეკობრეობას გადაწყვეტს და თვალს ამოითხრის. :DDD


გურული გაიჩითება ვაკეში, ბარში და მიმტან გოგონას თხოვს მომიტანე ერთი ყავაო, გოგო ახედ-დახედავს, გავეკაიფებიო იფიქრებს და ეუბნება: რად გინდა შენ ყავა, ცხელ წყალს დაგისხამ, გაიკეთე ყავისფერი სათვალე და ისე დალიეო, თან იქვე მჯდარ ,,სასტავს,, გადახედავს რა ვეკაიფეო.
-გურული არ დააყოვნებს და კითხავს:
- ბიძია კიტრი გიყვარს შენ???
-კი - უპასუხებს მიმტანი.
-ხოდა დეიბნიე მწვანე სათვალე და მიკბინე აგერ


მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან..


შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი,
გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,
მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი
და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.
ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი
შენი წვივის და მუხლების სითბოს
და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,
გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს.
მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,
ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,
სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,
ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.
სიზმარეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,
ცხელი ენით დავითვლიდი მალებს,
შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი
და სიცელქით აგივსებდი თვალებს



მთვარის მკრთალი შუქი
მოსავს არე-მარეს,
ძირს, მიწაზე ვზივარ
და შევცქერი მთვარეს.
დავფიქრდები ჩემთვის,
წარმოვთქვავ ვით ლოცვა
რად ღირს ასე ძვირი
ქალიშვილის კოცნა...
ვინც შენ გიყვარს სძულხარ...
შენ კი თითქოს ყრუ ხარ
შენ კი თითოს ბრმა ხარ
მის სარკმელთან დგახარ
და შესცქერი მთვარეს
და ოცნებობ გულში
გულით გსურს დარწმუნდე
გოგოს სიყვარულში,
მაგრამ უცებ მთვარე
ეფარება ღრუბელს
და შენ ამჩნევ სულ სხვა
მას სიყვარულს უმხელს
შენ კი თითქოს ყრუ ხარ,
შენ კი თითქოს ბრმა ხარ...
შენ ამჩნევ ამ ამბავს,
მაგრამ...
მაინც დგახარ........


მერე რა მოხდა დღეს თუ მატკინა ცხოვრებამ გული.. მიჩვეული ვარ მე ამ ქვეყნად აუტანლობას,ბევრი ვიწვალე,მარტოობით და მონატრებით,მაგრამ, არასდროს დამიშვია გაუტანლობა! ბედნიერება? ალბათ სადღაც ჩემი წილიც დევს,მე არ მივდივარ არ მოვძებნი არც მენაღვლება,თუ კი ღირსი ვარ მე ამ ქვეყნად რომ , რამე მერგოს თვითონ მიპოვოს ,ლოდინი კი არ მენანება


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor