დედის სათხოვარი (...შვილებს)
39, Tbilisi, Gürcistan

ვიდრე წავალ,შემაგებე შენთან დილას,
დედის ხელი მანძინარებ თვალებს დაგბანს,
დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს,
ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.
ვიდრე წავალ, გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს,
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,
ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე,
თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.
ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,
ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,
ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.
ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ,
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,
ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,
ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.
ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ,
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,
თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმრთელებ,
თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის.
არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს,
ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა,
უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს
რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა.
როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ,
ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე,
ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ,
ამიყვანე და უცრემოდ გამაცილე.
ვიდრე წავალ,ვიდრე მიხმობს მადლიანი,
როცა ვიცი მონატრება გამამწარებს,
ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი
თორემ მერე სინანული გაგაწვალებს.

6 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor