G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

ლოდინით დაღლილი....
ჩურჩულით ახსნილი....
თვალები დახრილი....
მაშორებს მანძილი,
ოცნება ლამაზი,
წადილი ნამდვილი,
მეც მინდა შენს გულში
პატარა ადგილი.*


აფხაზეთის მიწაზე
გულის ძგერა ქრებოდა,
შიშის გრძნობა არ ჰქონია ქართველს...
ეხ ,რამდენი ვაჟკაცი ,
სიკვდილს ეგებებოდა,
უკან არ დაუხევია არც ერთს..
სულ ყველანი გმირულად
ბრძოლის ველზე დაეცნენ,
ცივ სხეულზე უბერავდა ქარი.
საფლავიდან გაისმის,
დაღუპულთა ძახილი,
აფხაზეთი-საქართველო არის!!!


"არის მომენტები, როდესაც საოცარი სიჩუმეა. განსაკუთრებით ღამით, მაგრამ შენ უბრალოდ იცი, რომ ამ სიჩუმეში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება..."


22.09.2013

"არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!"


ხეებს დატყობიათ ფოთოლცვენა,
ფოთლებს შეპარვიათ სიყვითლე...
შემოდგომაა და... ისევ ჩვენ ვართ,
მე გამოგარჩიე სიყრმითვე...
მალე ზამთარია... გათოვდება...
მზეც გამოაჭყიტებს ჟამ და ჟამ...
ბრალი მისი, ვინაც მარტო ხვდება
ზამთარს, ვისი ვნებაც დაჟანგდა...
დილით დაგინახე, მომეჩვენა -
გულში გაზაფხულად იკვირტე.
და კვლავ გავაკეთე აღმოჩენა -
როდემდე უნდა მიკვირდე?


უშენოდ წყარო დამიშრა,
უშენოდ ფერი გამცვდა,
უშენოდ უდაბნო გამიხდა
ქვეყანა ჩემი და სხვათა...

უშენოდ წვიმები დამეწყო,
სეზონი ქარების დადგა,
უშენოდ ო,როგორ გაჭირდა,
ცხოვრება სამოთხის კართან...

უშენოდ გზადაგზა ვიბნევი,
ვიბნევი ლექსად და საგზლად
უშენოდ მამცივნებს ზაფხულიც
ამკინძე,გამათბე სად ხარ?!.....


ჩამოიარა ღრუბელმა,
ჩამოასხივა მძივები,
შენკენ რო თვალი გამექცეს,
მზერას ნუ შემეცილები.
გულში ნუ შემომეჭრები -
შენგან უვალი გზებია,
არც როდის მითქვამს, ვისგანაც
“ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.
გადმოფენილა ფერდობზე
აჭრელებული ყვავილი,
ფარადგს დაგიფენ უცხოსა,
როცა ჩემ გზაზე ჩაივლი.
ჩამოიარა ღრუბელმა,
გადმომაყარა მძივები,
შენკენ თუ თვალი გამექცა,
მზერას ნუ შემეცილები...


წვიმს და ტუჩებზე მადნება სევდა..

ისევ გეძახი და მუდამ გელი...
იცოდე, მუდამ მემახსოვრება,
როცა მიყვარდა ღიმილი შენი....

წვიმს და წვეთები მასკდება შუბლზე,
მე, ისევ ვდგავარ ქუჩაში მარტო...
ვარ ოცნებების დაკარგვის ზღურბლზე,
და წვიმის წვეთებს არაფრად ვდარდობ...

წვიმს, ჩემი გულიც გაგიჟდა მუნჯი...
და ისევ ვნაღვლობ, ისევ მარტო ვარ...
მე მიყვარს ცაზე ოცნება ლურჯი,
ღრუბელმა ობლად რომ მიატოვა...

წვიმს, ჩამოიქცა ცა მგლოვიერე...
და წვიმად ისევ ჩამომდის ცრემლი...
ვარ უნაყოფო, ხე მსხმოიარე...
რომელიც თავის გაჩენას სწყევლის...

წვიმს და ვიხსენებ შენს ბოლო ამბორს...
მე, ჩემი უკვე ბოლომდე შევსვი...
მიყვარხარ, ამას, დღეს ყველა ამბობს,
მაგრამ სულ სხვაა ეს ჩემი ლექსი.
..


თხოვდება მწვანე ბაყაყი,
ცოლად მიჰყვება ხვლიკს.
ეჩხუბებიან მშობლები
– მაგას ვის მისდევ, ვის?

ეგ შენ არ შეგეფერება,
ნუ დაიღუპავ თავს!
რამდენი დადის უცოლო,
საქმროს გინახავთ სხვას.

აგერ, მეზობლის გომბეშო,
დედისერთაა თან.
სულ თათისგულზე გატარებს,
შენ განაცვალებს თავს.

ალბათ, ხერხი თუ იხმარა,
ალბათ, მიმართა ხრიკს...
მაგ მოუსვენარს, გალეულს,
როგორ მიჰყვები ხვლიკს?!

ბაყაყი ყურსაც არ უგდებს,
მწვანედ იღებავს თმას.
– ვინც მიყვარს, იმას მივყვები,
სხვამ რაც არ უნდა თქვას!


კეფიდან მაყოლებ მზერას,
ზურგიდან გიფეთქავს გული.
სხვის თეძოს მიარხევ მტევნით,
ტანგოს მე მირითმავ პულსით.
საკინძე შემიხსნა ძგერამ
მუხლებში ჩამლღვალი გულის.
კაბის ქვეშ ვაგროვებ ღელვას,
ვერთვი ლიბერტანგოს სულის.
თეძოდან სხვა თეძოზე ხელი…
სხვა შიფონმოსხმული ტანგო…
ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით
ცეკვას ერთად და მარტოდ…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor