G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

04.02.2015

კაცი წავა სანადიროდ, და აღმოჩნდება რომ ერთი ტყვია აქვს მარტო, დაინახავს დათვს და ესვრის, ააცილებს და გამოედევნება დათვი.. მოსდევს არ ჩრდება, ჩამოვარდება კაცი ქალაქში, ეძებს თავშესაფარს და უცბად შაღებს კარებს და დაინახავს სვანების ქორწილზეა. მთვრალი სვანები დაიჭერენ და დაუწყებენ ცემას.. მეორე დილას კაცი სახში წევს ცხვირპირდამტვრეული..მოადგებიან სვანები და ბოდიშს მოუხდიან გუშინდელი გვაპატიე, არ გვინდოდა, მთვრალები ვიყავითო, მარა ის დუბლიონკიანი ვინ იყო რა მაგრად ჩხუბობდაო



21:27

მე... ისეთი სიყვარული გამოვცადე
აწი უნდა შევიყვარო ვინღა...
დამაცადე... სავსე მთვარის ამოსვლამდე
გევედრები – ნურაფერს ნუ მკითხავ...

შენ... ისეთი სიყვარული დამანახე
კიდევ ვინმე დაინახავს?... ნეტავ...
გავჩუმდები... ოღონდ თქვი რომ დამიძახებ,
თქვი რომ ისევ მომანატრებ შენს თავს...

ჩვენ... ისეთი სიყვარული დავასვენეთ
ყელზე ლურჯი ძარღვივით რომ თრთოდა...
იქნებ გახსოვს... მაშინ მოდი – გამახსენე
ავადმყოფის უთავბოლო ბოდვა...

და უძილო ღამესავით დამათენე
თვალთან შენი არეული სუნთქვა...
მე... ის შმაგი სიყვარული გადავთელე
როცა ვნებით ჩურჩულებდი ყურთან...

მომაჩვენე – იქნებ ისევ გამიხარდეს
რაც ამღვრევდა თვალებს ნაცამტვერებს...
შენ... ეს ტრფობა ასე რატომ დამიხატე
სხვა რომ ვეღარ შეუხამებს ფერებს?...

გამახსენე ასე რატომ მიზიდავდა
გაზაფხულის ღამეების სუნი...
ჩვენ... ასეთი სიყვარული დაგვეკარგა –
მას ასეთი ჰქონდა... დასასრული...



13:48

მინდვრად ყაყაჩო გაშლილა,
მთაში ირემი ყვირის.
დღეს მომენატრე საშინლად,
მომენატრე და ვტირი.
ტყეზე ნისლები მიდიან,
ნისლები სვილისფერი,
სამყარო ისე მშვიდია,
მომენატრე და ვმღერი
ჭალა -
ყორანი ყრანტალებს,
მზეს ეფიცხება გველი,
ვკოცნი გადასულ ნაკვალევს,
მომენატრე და გელი.
სოფლის თავს გოგო პატარა,
მიდის,შაშვივით გალობს.
ცად აიკრიფა ვარსკვლავი,
ბუტბუტით ჩადის წყარო.
მინდვრად ყაყაჩო გაშლილა,
წვიმა იღვრება წვრილი.
დღეს მომენატრე საშინლად
მომენატრე და ვტირი.



21:25

გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.

ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.

გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.

სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის..


ღმერთო, რა მძიმე ჯვარია,
როცა ვიღაცას სჭირდები,
ქარმა ფიქრები არია,
შორს დარჩენილი ფიქრები.
ახლა დუმილის ზარია,
თოვლზე ხატავენ თითები,
ზამთრის კეკლუცი ქარია,
უფრო და უფრო ცივდები.
რა არეულად დადიან
მოხეტიალე ჩრდილები,
ღმერთო, რა ტკბილი ჯვარია,
როცა ვიღაცას სჭირდები.


ლოცვის თქმა მინდა,მაგრამ გულში სხვა რამეს ვამბობ,
სენაკის კართან თეთრი ჩოხით იღვიძებს დილა.
და სარეცელთან შიშველ სხეულს ცოდვებით ვამკობ,
მერე კი ჩემს ჯვარს ავიღებ და გავდივარ ფრთხილად.
წუთიდან წუთი საუკუნო განაჩენს მიქსოვს,
რეკავენ ზარებს,მაგრამ გულში სხვა მაქვს ხმაური,
უფალთან ყველა დაფიქრებით რაღაცას ითხოვს.
ო,ელი,ელი,ამაცდინე ეს საზღაური.
უფალო,იქნებ ცოტა ხანი გავცვალოთ როლი,
შენ გახდი პეტრე და მიხვდები ძნელია ერთობ,
კაპერნაუმში ვიცხოვრებ და არ მინდა ბროლი,
შენ ჩემი ზიდე,მე გოლგოთას ავყვები ღმერთო.
სინედრიონთან უფრო მეტად ავიტან შოლტებს,
გაჩენის დღიდან ისედაც ხომ ამკიდეს ჯვარი,
და ასე ვივლი უსასრულოდ,მოვკვდები ოდეს.
ფარისეველთა რა ხანია დამყვება ჯარი.
შვიდგზის და ბევრჯერ მოთმინებით ავიტან შიმშილს,
ეკლისგან ისევ დავიკაწრავ უფერო სახეს,
ავიტან ბრბოსაც,ყოველთვის რომ ყველაფერს მიშლის,
რა მოხდა მერე,გუშინ თურმე ზაქესთან მნახეს.
ცოტაც და ქარში,თავისუფად გავივლი ზღვაზე,
წელგამართული მოვიტოვებ მე…


ტაძრის ბაღში, ვიღაც ტირის სინანულის ცრემლებით,
მისი მადლი ეპკურება ყაყაჩოთა სიმრავლეს,
ტაძრის ბაღში სევდა დადის სიმარტოვის ფერებით
და ცოდვები საგიჟეთში ნაადრევად მიბარებს.
ტაძრის ბაღში მზე ამოდის სისხლისფერი თვალებით
და აქ სივრცე სხვანაირად ეკრძალება სიავეს,
წვიმა მოდის, სულ სხვა წვიმა, წვიმა გაუკვდავების,
წადი მოძღვარს მოუყევი, ისე ვინ გაზიარებს.
ტაძრის ბაღში მოლანდებად შევამჩნიე სიმშვიდე,
და წარსული მივამსგავსე ყაყაჩოთა დინებებს,
თუ წრფელი ხარ და ფიქრებსაც ერთხელ გადამიშლიდე,
ტაძრის ბაღში გაპატიებ, თუ უფალი ინებებს.


რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!
რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..
ოღომც-კი შენთან მამყოფე, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დაუტირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!


ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან, სამოსელი პირველი

- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
- ქალს? - სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი - ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? - თუმცაღა სწორი კია...
- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
- როგორ მაინც?
- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა "ტან-ფეხი" გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა... ასოების მხრივ... უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
- მაშინ თქვენ სცადეთ...
- ნამდვილ ქალს... მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი... ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს... ოღონდ უნებურად.
- ფეხაკრეფით?
- კი. როგორც დევნილი... ან, მდევარი.
- და როცა მოვა, - როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.
- ეს როგორ...
-…


სიცილიდან - ტირილამდე,
ჩურჩულიდან - ყვირილამდე,
სიცოცხლიდან - სიკვდილამდე.
გელოდები დღიდან - დღემდე,
წარსულიდან - მომავლამდე.
მენატრები ციდან - ცამდე.


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor