G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

ტაძრის ბაღში, ვიღაც ტირის სინანულის ცრემლებით,
მისი მადლი ეპკურება ყაყაჩოთა სიმრავლეს,
ტაძრის ბაღში სევდა დადის სიმარტოვის ფერებით
და ცოდვები საგიჟეთში ნაადრევად მიბარებს.
ტაძრის ბაღში მზე ამოდის სისხლისფერი თვალებით
და აქ სივრცე სხვანაირად ეკრძალება სიავეს,
წვიმა მოდის, სულ სხვა წვიმა, წვიმა გაუკვდავების,
წადი მოძღვარს მოუყევი, ისე ვინ გაზიარებს.
ტაძრის ბაღში მოლანდებად შევამჩნიე სიმშვიდე,
და წარსული მივამსგავსე ყაყაჩოთა დინებებს,
თუ წრფელი ხარ და ფიქრებსაც ერთხელ გადამიშლიდე,
ტაძრის ბაღში გაპატიებ, თუ უფალი ინებებს.


ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.


შენ შეიძლება, მაჩუქებ სიზმარს...
შენ შეიძლება ,არაფერს მომთხოვ...
შენ შეიძლება, გაზაფხულს იზამ...
შენ შეიძლება, ზაფხულში მოთოვ...
შენ შეიძლება იყო ასეთი...
იყო ისეთი...
იყო თავნება...
ხვალ დაივიწყე, დღეს რასაც გეტყვი...
ისე, იცოდე, გული დაგნებდა...
ჩვენ შეიძლება რაღაცას ვერ ვგრძნობთ,
შენ შეიძლება...
მე შეიძლება...
რაც „შეიძლება“ ჩვენ უნდა შევძლოთ...


როგორ მიყვარხარ, ღამის შავ ბინდში

ფეთქავს ამ გულის ტკივილი მწველი,
თითქოს მთვარიდან მობერილ ნიავს
მოაქვს სუნთქვასთან სურნელი შენი.
როგორ მიყვარხარ, შენზე ფიქრებით
და შენი ნატვრით ჩერდება გული,
ჯოჯოხეთის და სამოთხის ერთად
ცეცხლით ბოლომდე გადავსებული.
როგორ მიყვარხარ, იცოდე ნეტა,
ვინა ხარ ჩემთვის?! ნატვრად ქცეული,
უშენოდ ყველა ოცნება კვდება,
უშენოდ სხეულს არა აქვს სული.
როგორ მიყვარხარ, ამ მონატრებას
გავატან შენთან ნიავს მობერილს,
სტრიქონებს შორის სულიც გაყვება
ამ სიყვარულის ლექსსა თუ წერილს.
როგორ მიყვარხარ, რა ძლიერ გნატრობ,
რომ დაგიკოცნო სახე, ხელები,
მაგრამ ასე ვარ, უშენოდ, მარტო,
და ლექსით მაინც მოგეფერები…



გამომაღვიძე,
დამიძახე სულის სიღრმიდან,
გამომაფხიზლე,
დამიკრიფე კამელიები,
გამიზაფხულე,
გამივარდე,
გამიმაისე,
თვალის უბეში, ცრემლებივით დარგე იები.
ცას დაესესხე ცისარტყელა,
ამიშვი მზემდე,
კიბე მოსთხოვე ქარის ასულს,
დამაიმედე,
რომ არ გამიშვებ ხელს,
სანამდე არ ვნახავ წასულს,
მთვარის ბილიკით,
დავიწყებულ, მიმქრალ იმედებს.
გამიათასე,
გამიბევრე ლექსის ბწკარები,
გადამატარე ხელის გულით, შენი სამყარო,
გამიიოლე,
გამიხსენი ზეცის კარები,
რომ ვარსკვლავები, ხნულში თესვად შემოგაყრო.
გამომიტაცე,
გამაქროლე შავი რაშებით,
თეთრმა მდევარმა ჩვენს ძებნაში იხეტიალოს,
ჩამოაფარე ჩვენს სარეცელს ღრუბლის ფარდები
და თუნდაც მთელმა დედამიწამ იეჭვიანოს


მაპატიე რომ გავბედე მე ოცნება შენზე

დავიღალე აგარ მსურს რომ ვიზრუნო სხვებზე

დრო მოვიდა რომ დავიწყო ცოტა ფიქრი ჩემზე

მე კომენტარს არ მოვისმენ ჩემ დაწერილ ლექსზე


მაპატიე მე რომ გთხოვე კიდევ ერთი შანსი

ალბათ მინდა რომ გავიგო მე ცხოვრების არსი

ნეტავ, საით იყურება, ვის უღიმის ღმერთი!?

შენნაირი იბადება ათასიდან ერთი.


02.09.2012

ქალი–ფიქრია,ქალი–ოცნება,

ქალი–მდუმარე,ქალი–ქმნილება,

ქალი ვარდი და სურნელებაა.

ქალი –დედაა,ქალი–დარდია,

ქალი ვარდი და სიყვარულია.

ქალი –მაცდური,ქალი–ცბიერი,

ქალი წვიმა და თოვლის ფიფქია.

ქალი–ცხოვრება,ქალი–სურვილი,

ქალი–წარსული,მომავალია,

ქალი ვარდია სურნელოვანი.

ქალი მთვარეა,ქალი მზე არის.

ქალი ვარსკვლავია ცისკრის...

ბედნიერია ალბათ ის კაცი,

ვინც ქალის ფასი იცის


ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს,

დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა..

წვიმის წვეთები გაყინულ თითებს

წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..


ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს,

ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა,

ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს,

საოცარია…სიცოცხლე მინდა..


ცა რომ გადმოშლის ღრუბლების ზვირთებს,

რომ დაეშვება ფანტელი ციდან,

რომ ამოვუვსებთ სოროებს ვირთხებს

აი იქ ვიტყვი..ცხოვრება ღირდა..


ახლაც ვიხსენებ ძველებურ მითებს,

მაშინდელს,როცა გრძნობა ფრთებს შლიდა,

ოღონდ ეს გული ყველას გაგვითბეს,

საოცარია..ღიმილი მინდა..


ჩვენ ეს სიცოცხლე ისე დაგვითმეს,

რომ დაგვიტოვეს ყოველი წმინდა,

თუ აღარ დარჩა მტვერი ამ თითებს

მაშინ კი ვიტყვი..სიკვდილიც ღირდა..


02.09.2012

ღამე გაირინდა,თითქოს გულმა მძლია,

შენთან სიახლოვე მომინდა..

ფერი დაეკარგა ირგვლივ ყოველივეს,

ჩემთან შავი ნისლი მოვიდა..


სახეს მიკოცნიდა ნაზად ცხელი სიო,

მთვარე მიცქეროდა შორიდან,

რაღაც უცნაურად,რაღაც სიგიჟემდე

შენზე ოცნებაც კი მომინდა..


წვიმამ შემამჩნია მონატრების ცრემლი

ალბათ ამიტომაც მოვიდა,

მეკი აღარ ვიცი როგორ დაგივიწყო,

ვიცი მხოლოდ ტკივილს მომიტან..


ისევ დაგავიწყდი?უკვე არ გახსოვარ?

ნუთუ მარტოობა მოვიდა..

უკვე აღარ ვითხოვ შენგან აღარაფერს,

ერთხელ გამიღიმე შორიდან.


თვალებს იქით სხვა სამყარო გუგუნებს,

თვალებს იქით სხვა სამყარო იწყება,

თვალებს იქეთ სულის სარკე შეგხვდება,

თვალებით კი სხვა არ დაგავიწყდება.

თვალებია შენი მესაიდუმდე,

მისი ჩინი კი ყველაზე ძველია,

თვალები ხომ სულ ყველაფრის მთქმელია,

ის ხომ შენი........ შენი გამყიდველია!!!

თვალები კი ზოგჯერ უფრო მეტია,

ვიდრე ენა ლაპარაკად ქცეული,

ის ელჩია ქვეყანაზე გრძნობების,

იმ ქვეყნიდან....... ჩუმათ გამოქცეული!


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor