G-guranda's blog

G-guranda
39, Tbilisi, Gürcistan

18.11.2012

სვანი შეყვარებულს დაურეკავს, დღეს თუ გინდა ჩემთან ამოდი სახში არავინ იქნებაო. მივა შეყვარებული და სახლში არავინ დახვდება


18.11.2012

სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, გაჩერდება და სიცილს იწყებს. სადგურის მორიგე ეკითხება:
- რა გაცინებს?
- ის ორი მე მაცილებდა!


"ჩემი კუბო ვათამაშე ხელში"

- ქუთაისლები მიდიან და დაინახავენ ზანგს. ერთი ეუბნება მეორეს:

მოდი ამ ზანგს შარვალი ჩავხადოთ.

რატო სიმონ..?

მაინტერესებს რა ფრად გაწითლდება.

- რუსის ჯარს მხოლოდ კუთაისის მთავრობა თუ გაიყვანსო!!

"გაჩე ბიჭო მაგათ ჭავჭავაძეზე წყალი ვერ გაუყვანიათ".

- წარწერა საფლავის ქვაზე...!!

"ბიკენტი სიმონ შენ არ მომკვტარხარ, ატრაკებ სიმონ რაცხას".

- ქუთაისელს რესტორანში მოღუნული თევზი მოუტანეს !

"რაია სიმონ ეს თევზი პავაროტში დეიჭირე?"

- ქუთაისელი შევიდა მაღაზიაში და იკითხა !!

წყალი გაქვთო?

რათ გინდაო?

მომრწყე რათ უნდა მინდოდეს !

- ბუჯოო სახლში იმხელა მაცივარი დავდგი სიმონ, ამას წინათ კარები რომ გამოვაღე თავი გუდაურში მეგონა.

- ჩემო დაია 100 ლარის ხურდა ხო არ გაქ?

ვაიმე არა მარა მადლობა კომპლიმენტისთვის.

- ქუთაისელი მივიდა მეძავთან

რა ღირსო?

100 ლარიო

რაია ქალო ყიდვა კი…


11.08.2012

გურული ეზოში დამჯდარი ჩეხავს შეშას. იქვე კაი მოზრდილა მისი შვილები ეჭიდავებიან ერთმანეთს,ამ დროს ჩამოივლის მეზობელი და ეკითხება:

- რაია ძამა დამჯდარი მუშაობ?

გურული პასუხობს:

- აბა დაწოლოლიმა რო ვიმუშავე აგერაა შედეგიო და გახედავს შვილებს


11.08.2012

გურული გააღებს მატარებლის კუპის კარებს და დაინახავს 3 ზანგი ზის და იტყვის: დედაია ბეჩა, რაია, აქანე დეიწვა რამე?


11.08.2012

გურულები ისე სწრაფად მიასვენებდნენ კუბოს, რომ მიცვალებული სახელურებს ებღაუჭებოდა…


„ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და,
მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,
შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ,
მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას…“


ასე რას მოთქვამენ ეს ხმელი ჭადრები,
მითხარი, ფიქრები ასე რამ არია,
დანებდი, მერწმუნე ვერაფერს გახდები,
უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.
და მახსოვს იმ ღამის ფერადი სიზმრები,
და ცისფერ ტაძარში შენდობის ზარია,
ათასჯერ, და მაინც ვერაფერს მიხვდები
უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.


შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...


თოვლის ასულო, გადმომხედე ღრუბლის გემიდან,
შესვი უმანკო სიველურე, ჩამაცვი კვართი,
ჩემს პოეზიას უმფარველე, ვით არტემიდა,
ნუ მიგულგრილებ, გაიხსენე, როგორ მიყვარდი

სული და ხორცი შემირყიე, მომტაცე მზერა,
მიწა აკუწე სტრიქონებად, მუსიკა ჩადე,
ლურჯ მწვერვალებზე ააფრინე რძისფერი ძერა,
ვერცხლის სიზმრებში დამაფარე ბაჯაღლოს ბადე,

სირინოზების ხმით მიმღერე, მომგვარე ძილი,
შეშლილს ლოცვები წამიკითხე, შემარგე ღამე,
მძინარე სულში ამიცეკვე თითები გრილი,
ფიფქები ღვარე, მასმენინე ყინულის გამებს,

ხორბლის ნათესში აჯირითე ჩემი ტაიჭი,
სტუმრად მეწვიე... როგორ მიყვარს, როცა მნახულობ...
თვალი წამართვი და კელაპტრად მთვარე დაიჭი,
ბნელი რას გიზამს, გაზაფხულის მზით ჩასახულო,

უფლის ვენახი მაკრეფინე, ზეცა დამხურე,
ჩემში ერთმანეთს შეაბრძოლე რწმენა და შიში,
ნება მომეცი, გეამბორო და მიმსახურე,
ჩემი მუზა ხარ უსასრულო, სულის ჰაშიში


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor