მე მინდა ვიყო სუსტი ჰაერი
39, Tbilisi, Gürcistan

მე მინდა ვიყო სუსტი ჰაერი,
შენი ტუჩების ვიგრძნო შეხება.
მე მინდა ვიყო თოვლის ფანტელი,
შენს წამწამებზე ჩუმად რომ დნება.

მე მინდა ვიყო კაშკაშა სხივი,
და გაგინათო ცხოვრების გზები.
მე მინდა ვიყო ცრემლები წმინდა,
შენი თვალიდან გადმოვარდნილი.

მე მინდა ვიყო მაგ გულის ფეთქვა,
რომ შენი განცდა ვიგრძნო ყოველი.
მე მინდა ვიყო წვიმის წვეთები,
შენს ლამაზ სახეს რომ შევეხები.

მე მინდა ვიყო შენი აჩრდილი,
რომ მუდამ,ყველგან თან გდიო მარად.
სადაც არ უნდა იყო,ყოველთვის
დაგელოდები სამოთხის კართან.

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor