ირხევა მწვანე ჭადარი,
39, Tbilisi, Gürcistan

ირხევა მწვანე ჭადარი,
ეალერსება ქარია,
თუ სიყვარული გეწვევა,
ლამაზი ქალიას ბრალია.
წუთისოფელი ტანჯვაში
გაქრება, როგორც ალია,
სიცოცხლე, რომ ღირს იცოდე,
ლამაზი ქალის, ბრალია.
ქვეყნად, სიმდიდრის მძებნელებს,
განდიდებულებს ძალიან,
თუ შურდათ სიცარიელე
ლამაზი ქალის, ბრალია.
ყველაზე ცოდო ის არის,
სიყვარული, რომ არ ესმის,
აბა, რომელ ბნელს არ უყვარს
ლამაზი ქალის, ალერსი?!
ნუ დაიშურებ ნურაფერს,
თორემ გაკლდება ძალია,
სიცოცხლის გახანგრძლივებაც,
ლამაზი ქალის, ბრალია.
აი, რისთვის ღირს სიცოცხლე,
რომ გაახილო თვალია,
თუ მრავალი ვართ ესეც, ხომ
ლამაზი ქალის ბრალია.
ძმობით ვაშენოთ ქვეყანა
თითეულისა ვალია,
რაც კი რამ კარგი არსებობს,
ლამაზი ქალის ბრალია"!

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor