vakhtang's blog

vakhtang
46, Tbilisi, Gürcistan

1.
თვალცრემლიანი ჰაოსი
ქართლოსს მოადგა კარზედა.
გასაწყლებულსა სახისა
კონკები ეცვა ტანზედა.

ჰაოს

ჰე, ძმაო ქართლოს, სადა ხარ,
გამოიხედე კარშია?!
ნუთუ დაჩაგრულს მოძმესა
ბინას არ მომცემ სახლშია?

ქართლოს გაჰკვირდა, რა ნახა
თავის ღვიძლი ძმა მტირალი.
ვერც თვით იმაგრებს ცრემლებსა
იმისი შემამზირალი.
ყელს გადაეჭდო, აკოცა,
როგორც წესია ძმობისა.
არ დაიშურა ძმამ ძმისთვის
ქცევა კეთილის ყოფისა.
ქვევრს აუხადა და ძროხაც
დაკლა სტუმრისთვის ხარჯათა.

ქართლოს

ნუ გეწყინება, ჰაოსო,
მინდა რამ გკითხო ერთია.
მიკვირს, არც მიკვირს, რადგანაც
კაცთ ბედის გამგე ღმერთია.

ჰაოს

გავიგე, რაც უნდა მკითხო,
ან რის თქმას ჩემგან მოელი.
თავს ნუ იწუხებ, დაბძანდი,
მე მოგახსენო ყოველი.
ვიცი, რომ გიკვირს, ქართლოსო,
ჩემი…


რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი, მოწვეულ იყო 1103 წ. წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის უშუალო ინიციატივით. წმ.მეფეს მიაჩნდა, რომ ღვთისთვის მოსაწონი არ იქნებოდა საქართველოს მაშინდელ ეკლესიაში და ერში არსებული მდგომარეობა, ვინაიდან გამრავლებული იყო ცოდვა და ნაწილი ღვთისმსახურები, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართულნი.ამიტომაც, დავით აღმაშენებელმა, შემოიკრიბა რა ჩვენი ეკლესიის დიდი მღვდელთმთავრები, მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას საქართველოს ეკლესიაში. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული ძეგლისწერაც.

ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა. ხელდასმა…


ცოდვააა ქართველი ქალი,რადგან მამაკაცები ტირანები ხართ,სულ ერთია მამა იქნებით,საქმრო თუ ქმარი.თქვენ არ იცით,რა მოითხოვოთ ქალისგან.თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა,კახპააო იტყვით,თუ თავი შეიკავა –პურიტანიაო...თქვენ უკიდურესი ევროპელის და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული.როცაქალი საყვარლად გინდათ,მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ,როცა ცოლად გაიხდით მერე აზიურ კარჩაკეტილობას.


კონსტანტინე გამსახურდია


კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსასა


===============================================

საქართველოში რუსი არქიეპისკოპოს ილინსკის ხელშეწყობით ქართული საეკლესიო ქონება რუსი კოლექციონერების კერძო კოლექციებში ხვდებოდა. 1860 წელს ილინსკის დახმარებით ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერს, მიხეილ ბოტკინს მიჰყიდა. ეს ნივთები „ბოტკინის კოლექციითაა'' ცნობილი.
შალვა ამირანაშვილი იყო მეცნიერი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ამ განძის საქართველოში დაბრუნებისთვის, თუმცა განძსაცავის დირექტორი კატეგორიული უარით ისტუმრებდა. ერთხელაც:
კრემლის სკვერში სტალინის და მისი ცოლის ძმა -ალიოშა სვანიძე სეირნობდნენ, ალიოშას უთქვამს შალვას შესახებ, უთქვამს თუ რამდენს აკეთებდა განძის სამშობლოში დასაბრუნებლად. სტალინმა მასთან შეხვედრა ისურვა, დაწვრილებით გამოკითხა ყველაფერი, ბოლოს ფურცელზე რამდენიმე ციფრი დაწერა და შალვას უთხრა:

''„ხვალ, 11 საათზე, ამ ტელეფონზე დამირეკეთ და მითხარით…


-არ გეშინია?

-რისი?
-სიკვდილის...
-ცოტა...ადრე მეშინოდა ძალიან...
-როდის?
-როცა ბედნიერი ვიყავი...
-როდის იყავი ბედნიერი?
-როცა სიკვდილის მეშინოდა...
-რატომ გეშინოდა სიკვდილის?
-იმიტომ რომ ბედნიერი ვიყავი...
-და... რას გრძნობ როცა ბედნიერი ხარ?
-ძალიან გეშინია... სიკვდილის...

''კაკუნი სამოთხის კარზე''



ჭანების (ლაზების) ისტორია

ჭანეთი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებთან, ბიზანტიის ლაზიკას და თურქეთის ლაზისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, ოფ–სურმენეს მხარიდან მდინარე ჭოროხის შესართავამდე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. III–IV ს-ში იგი მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ბერძნული თიანიკე. სამხრეთით მისი საზღვარი ჭანეთ-პონტოს ანუ ლაზისტანის ქედზე გადიოდა, რომელსაც ანტიკურ ხანაში სკვიდისის ქედი ერქვა.
ვახუშტის თანახმად ჭანეთი დასავლეთით რიზეს სანახებამდე აღწევდა: „ბაიბურთისა და ფორჩხის სამხრეთით, ჭანეთის მთას იქით, არის ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არის ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე. გონიის დასავლეთით მოერთვის ზღვას მდინარე... ამ…


ერთი ამხანაგი მყავდა. უცნაური კაცი იყო. სულ იღიმებოდა, სულ ღიღინებდა, სულ ოხუნჯობდა. არ ვიცი, ისეთი რა უნდა შემთხვეოდა, რომ გუნება გაფუჭებოდა. ეს უთავბოლო ოპტიმიზმი ცნობისმოყვარეობას მიღიზიანებდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ხან აქედან ვუტრიალე, ხან იქიდან. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვტეხე. მეო, მითხრა ერთხელ, მიზანი მაქვსო. მერე-მეთქი? ჩემთვის მხოლოდ ის ხიფათი არსებობს, რომელიც ჩემს მიზანს ემუქრება, სხვა ყველაფერი მასხრობააო. ჩემი სული ჩემს მიზანშიაო. მოგვიანებით ისიც გავიგე, თუ რა მიზანი ჰქონდა. ნასვამი იყო და თავისი უბის წიგნაკი მაჩვენა. ასო "მ"-ზე კალიგრაფიული ხელით ეწერა: "ჩემი ცხოვრების მიზანი". მერე ეს მიზანი დაყოფილი იყო ეტაპებად:
1. საშუალო სკოლა ოქროს მედლით.
2. უმაღლესი სასწავლებელი წითელი დიპლომით.
3.…


კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.
კიდევ?
. . . თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა? – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე . . .
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
- მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
- მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
- დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
-…


← önceki 1 2 3 4 5 6 7 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor