vakhtang's blog

vakhtang
46, Tbilisi, Gürcistan

21.12.2010

ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ


21.12.2010

ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ,
ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები...
მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი,
შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი,
დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და
ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი,
როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან...
ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც,
ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით,
სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა,
სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები,
მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე,
ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები,
ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე,
მთებში გადამალე მერე მოწონების
თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_
არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს.
მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო,
ასე უშენო და ასე სიცხიანი.


დაგელოდები!... ვისწავლი ლოდინს!…
"ყოფნა" - "არ ყოფნით" როდი მთავრდება?!
სიცოცხლედ თუ ვერ შემოგეფეთე,
მოდი, მელოდე გარდაცვალებად!....

ძველი ნივთივით მიგდებულ სხეულს
დავტოვებ!... უკვე მიჭირს ტარება....
ღამე, წყვდიადში მოვალ სიზმრებად,
წვიმას მოვყვები სევდის ზმანებად….

დაგელოდები,ვისწავლი ლოდინს!...
შენ მოხვალ, ეჭვიც არ მეპარება!
როცა უსულოდ დავაგდებ სხეულს,
თვალებს დავტოვებ ღია კარებად


ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და
დაკეტე ზურგს უკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი,
ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარე,
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი,
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.
აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო…


13.11.2010

იცი, ახლა რა მინდა?

თოვლი მინდა მათოვდეს...

რომ, ხელახლა გაგიცნო და

შენი, კოცნა მათბობდეს...


ნეტავი, წვიმად მაქცია, შენს მკერდზე ჩამომაქცია,
როცა შენ მონატრება და მე გაზაფხული მაცვია...
ჩამოვდნი, ჩამოვილიე, მაინც ვერ გადაგიბირე,
მივბერტყავ, მაგ შენ დიაცსა და ერთად გამოვიტირებთ...,
მწყერივით დავპატარავდი, აღარ ვემჩნევი მიწასა,
სხვის მხარზე ჩამოვვარდები, ცერად, თუ ეძებ მიზანსა,
ტყუილად იჯენ კოპებსა, არ გსურდა, არა მოგეცა....
დრო მოვა თავში იხლიდე, უბირი ცოლის ქონებას,
გიყვარვარ, მაინც ამფერი მე არაფერი მინახავს,
ჯერ ძმარი უნდა ჩაცეცხლო... მე მაჭარივით მინახავ?
ენას უჭკუოდ ვიქავებ, ყრუცა ხარ, ბრმაცა, ბეჩავიც,
განა, თუ ხვევნა ალერსი, გეჭირვა მატყლის მჩეჩავი,...
როდემდე, უნდა მშიოდე, გულივით უშნოდ მტკიოდე...
იქამდე საიქიოში, შენც უჩვენოდა გციოდეს,
ბევრი ვთქვი... სხვანი შევბოჭე, მალამოს არა ვჩიოდე,
წავალ მავანსა გავყვები,…


620X120



27.10.2010

ქალი სიყვარულის სიმბოლოა

მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი,

ქალი ოცნება და ფიქრებია

ღამის ნაზ სიზმრებში დაქსოვილი,

ქალი სითბოა და ალერსია

მარტის გიჟურ ვნებას აყოლილი,

ქალი აპრილების იაა და

ტოტი,საფერებლად ჩამოწვდილი,

ქალი რბილია და სათუთია

კვირტი,ნუშის ყლორტზე ამოზრდილი,

ქალი მათრობელა ღვინოა და

ძეგლი,საუცხოოდ ჩამოქნილი..


იღბალი სამართალს უგორებს კამათელს.
სახეში შესცინის, ემატრაბაზება.
სამართალს სჯერა რომ თამაშს არ წააგებს.
იღბალი ამაზე საშინლად ბრაზდება,
ჩემს სიძლიერესთან ვერასდროს მოხვალო,
აქ შენი "დუ-შაში" არასდროს დაჯდება!


ჯერ კიდევ ზოგი ქართველი,
დროშია ირაკლისაში;
თათარი ღამე ჰგონია!-
რუსი ჰგონია რიჟრაჟი!


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor