vakhtang's blog

vakhtang
46, Tbilisi, Gürcistan

შენ დაიბადე კოჭლი და ცალთვალა,
ბრუციანი და პახოდუ პატარა,
ორივე ფეხი მარცხენა გაბია,
ყურები არ გაქვს და ტვინიც გაკლი


03.09.2010

გაგახსენდები ვიცი ერთხელაც,
როცა ჭაღარა დაიწყებს თოვას,
როცა წარსულის ხელის შეხებას
მოჰყვება ხსოვნის უცრემლო გლოვა....
მერე შეხტება გული კვიცივით,
...ჭინკა სიმშვიდეს გაუბამს ბრძოლას...
მოგენატრება ჩემი სიცილი,
დამიძახებ და....
მე აღარ მოვალ!


ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერიქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და ფრრი...
სანამდე არ აფრინდება
არავინ ერჩის მწყერს,
ვაიმე,ჩემო სიცოცხლე,
იქნებ ასეა დღეს
ვიდრე მიწაზე დავდივარ
ყველა სიკეთეს მგვრის,---------
ავფრინდები და..
ვაიმე...
ავფრინდები და...
ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის
მე უნდა მაინც ავფრინდე,-----------
ავფრინდები და....
ფრრი...


ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მიჰქონდა,
ისეთი იყო,აგიხსნათ როგორ?
მოგონილია მასთან ჯოკონდა...
გაქვავებული ბიჭები იდგნენ

და ქანდაკებას გავდნენ ყველანი,

ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს,

ხმას ვერ იღებდა მათგან ვერავინ...
და როდის,როდის...ერთმა მათგანმა,
ამ გაქვავებულ ჭაბუკებს შორის,
ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი-
ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი...


* * *
დილით ჩანთიანი უყვება აღმართს,
საღამოს სახლში...
პურს უყრის ჩიტებს,
საკუთარ ასაკს ყოველთვის მალავს,
საუბარს ხშირად ხელფასზე იწყებს;
-თურმე არ ყოფნის...
ამაზე ნაღვლობს,
ჭორაობს თავის მეზობლის ქმარზე,
თურმე წლებისგან ბევრ რამეს სწავლობს,
ფიქრობს მშობლებზე...
რემონტზე,
სახლზე.
იგონებს სტუდენტობას ან სულაც ბავშვობას,
აწმყოზე საუბარს გაურბის,
თურმე გულისწორებს თავადვე დაშორდა,
ძველი რომანები თემაა საუბრის.
დალაგებულ სახლს ისევ ალაგებს,
სურს, რომ კაცის სარეცხს აფენდეს,
საღამოს ივარცხნის დალალებს,
რომ დილით ბავშვობა გათენდეს.


13.06.2010

დამთავრდა ცრემლებით,ბანალურად

ერთი სიყვარულის პრემიერა,

პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე

ასე თავნება და ნებიერა.

არადა ღმერთმანი თავი მომწონს

მართლაც კარგი ვარ და სასურველი,

მიკვირს–ადექი და შემელიე

მიკვირს–უჩემობას გაუძელი.

ვაი ,შენ თორე მე რა მიჭირს

მე ჩემ ტყე–უღრანებს გადავლახავ,

შენებრ გონიერი იმდენია

ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ..


რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!
რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..
ოღომც-კი შენთან მამყოფე, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დაუტირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!


ვაჟა-ფშაველა


ბავშვობაში მეგონა, რომ იაპონელები თმის სარჭეებს თავში ირჭობდნენ. ძალიან პატარამ დავიწყე მოწევა – მჯეროდა, რომ ღრუბლები სიგარეტის კვამლისგან წარმოიშვა; ნიორი – ხახვისგან; კატა – ვეფხვისგან; ქალი – კაცისგან... არასოდეს მიოცნებია გამდიდრებაზე, იმაზე, რომ წიგნებს ფულში დავმალავდი... სულ მაინტერესებდა, რომელ შვილთან შესცოდა ევამ – კაენთან, თუ აბელთან... რატომ არ ჰგვანან თანამედროვე ჰიპები ყველაზე პირველ და შორეულ წინაპარს – ჰეკლბერი ფინს; ბავშვობაში მეგონა, რომ ჩემი სკოლის დირექტორი ლუიზა ყველაზე დიდი ადამიანი იყო და რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა. მეგონა, რომ ველოსიპედი კლოუნებმა გამოიგონეს და რომ ყველა მათგანი ჩარლი ჩაპლინივით უბედური იყო... არასოდეს მჯეროდა თოვლის პაპის და “პატარა უფლისწულის” არსებობის, სანამ ჩემი თვალით არ…


ici axla ra minda? wvima minda gvawvimdes minda ise giyvarde ro chemtan yopna ar gglides. ici kide ra minda? tovli minda gvatovdes minda tovdes ciodes sheni sitbo matbobdes ici kide ra minda? chemi kocna gatrobdes dgeis mere yvela dge tkbilad dagvamaxsovrdes kidev minda sicocxle grdznobis, cidan miwamde minda guli machuqo sikvdilamde giyvarde kide ici ra minda? mudam gimils gamchnevde minda kocnit daggalo arasodes gavcherde minda gkocno dilamde dilis mere gamemde minda xelit gataro mzemde, mzidan mtvaremde minda game me viyo shen varskvlavebs martmevde minda iyo varskvlavi me arasdros gavtende ici kide ra minda? yvela sevda damtavrdes sheni guli mxatavdes naxats…


ზღვის პირას სველ სილას მიუყვება ხან ერთი, ხანაც ორი კაცის ნაკვალევი
_ ეს ვისი ნაკვალევია, უფალო?
_იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო.
_კი, მაგრამ ეს მეორე ნაკვალევი ვისია?
_ეგ ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი.
_და, მაინც მიგიტოვებივარ უფალო. სილას ზოგჯერ მარტოდმარტო მიუყვება კვალი ჩემი.
_ შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო. მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია. შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor