vakhtang's blog

vakhtang
46, Tbilisi, Gürcistan

შენ ჩემი წვიმა ხარ, ანცი და შხაპუნა,
ანკარა, გამთბარი მზიური ალერსით,
შენ ყველა სიკეთე ზეცამ დაგაპკურა,
და წვიმად მომგვარა ჩემს არემარეში.


შენ ჩემი ქარი ხარ, ქარბუქი, გრიგალი,
გრძნობების ტალღებად მახეთქებ ნაპირებს,
ზეცამ მოგავლინა ჩემს დასალიერში,
ვიცი ამისრულებს აღთქმულ დანაპირებს.


შენ ჩემი თოვლიც ხარ, თბილი და ჭაღარა,
ბავშვივით ცელქი და კამკამა თვალებით,
სულ გამისპეტაკე ცოდვა და იარა,
რაც ამიკრეფია ამქვეყნად თარეშით


27.02.2013

წალკოტზე ჩამსაფრებია,
ბოლო არ უჩანს მამხდურსა,
ვიძახი,ვყვირი,ვღრიალებ,
თავს ვერა ვუყრი კაც-ქუდსა,
ჯავრით ხანჯალას ხელს ვკიდებ,
არავის ესმის თავ-ყურსა,
ნუთუ სუყველამ იყუჩა
და სისხლიც აღარა დუღსა.
ვაი ,შამირცხვეს ნამუსი,
ჭია მიძვრება შიგ გულსა,
წინაპრის ხსოვნა ვალსა მთხოვს,
განა ღვინოს და თეთრ პურსა,
რაი ვიღონო–არ ვიცი,
ვერ გამიშლია მხრებია,
მარტო ხანჯალას იმედზე
შემიმოკლდება დღენია,
ამბავსაც ვეღარ ჩავიტან,
სოფელს ვამხილო მტერია,
იმათაც ამოხოცავენ,
ვიცი, რომ არა ელიან.
ასე მთასავით ერთ ადგილს,
მიჯაჭვული ვარ მთიელი,
ვუცდი განაჩენს ბედისას
გულდაკორტნილი, ხნიერი,
რისთვის იყუჩე ტიალო,
ნეტავ რას ფიქრობ მზაკვრულსა,
რატომ გგონია–მიგიღებ
პირსისხლიანს და ავსულსა,
ვატყობ–მაინცა მამიწევს
ბრძოლა შმაგი და ძლიერი,
ჩუმად მოიწევს ჩემკენა
უხვჯარიანი, ცბიერი,


ვინმემ მითხარით, რა არის სიყვარული?
აი ისევ ყველა გარინდული...
ადიდებთ თქვენთვის ღვთაებრივ გრძნობას,
მერე კი ნანობთ და იწყებთ გმობას...

ვითომ არ გიყვარდათ, ვითომ გეზიზღებათ
არადა მისი სახე ყველას გენატრებათ...
ტკბილად გახსენდებათ, როგორ კამათობდით,
მასთან სეირნობით, როგორ ამაყობდით...

ვერაფერს ვერ ხვდება? ამას იკვივრებდით
რომ არ დაგეკარგათ ყველაფერს უსრულებდით...
სიყვარულის ასახსელად, წამებს აჩერებდით,
ამ სიტყების თქმას, ჯერ არ აპირებდით...

რისიც გეშინოდათ აი ის მოხდა,
მას ფიქრში, მხოლოდ მეგობრობა ჰქონდა...
თქვენი ცრემლის გუბე მას არ ასველებდა,
ამის გახსენება, ტკივილს აბევრებდა...

ეხლა „სიყვარულზე", ყველას გეცინებათ
მარტო…


როცა შეთქმულთაგან ერთ-ერთმა იულიუს კეისარს მეტელოს ციმბელის ძმის შეწყალება დაჟინებით მოსთხოვა, კეისარმა შესძახა:

«იქით! ოლიმპს უბედავ შეძვრას»!

ამ სცენის უსუსურ გამეორებას ჰგავდა მიხეილ სააკაშვილის კომიკური თავდაჯერებული განცხადება თავისი მომხრეების

ერთ-ერთ მიტინგზე:

«ეგღა მაკლია, ამათ დავუტოვო ჩვენი აშენებული ქვეყანა»!

აკლდა. დაატოვებინეს! დაატოვებინა ხალხმა, რომელიც ფარშევანგის კუდივით გაფხორილმა მმართველმა 9 წელიწადს ჯოჯოხეთის ცხრა რკალში წინ და უკან ატარა.

არ უნდოდა წასვლა. არც ეგონა, რომ ადგილიდან დაძრავდა ვინმე და თავისი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, პირით არჩევნების წინ მიმართა ძალოვანი სტრუქტურების კარგად დაფინანსებულ ზონდერებს, მანქურთებს, ჩინოსნებსა და უჩინოთ:

_ ჩვენი გამარჯვებისთვის აკვანში ბავშვის მოკვლა რომ დაგჭირდეთ, მოკალით!

არც აპირებდა წასვლას, მაგრამ, გაიტანეს!

დასანანია, ძალიან სამწუხაროა, რომ ერთგულად შესრულდა ბელადის მითითება: გურჯაანის…


იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლა,

მაინც სიყვარული შეუძლია!

ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია!

იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიყვარული გაუავდა,
სხვისი გაღიმება უხარია.

ვისაც შეუძლია ატირება,
გზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!


1.
თვალცრემლიანი ჰაოსი
ქართლოსს მოადგა კარზედა.
გასაწყლებულსა სახისა
კონკები ეცვა ტანზედა.

ჰაოს

ჰე, ძმაო ქართლოს, სადა ხარ,
გამოიხედე კარშია?!
ნუთუ დაჩაგრულს მოძმესა
ბინას არ მომცემ სახლშია?

ქართლოს გაჰკვირდა, რა ნახა
თავის ღვიძლი ძმა მტირალი.
ვერც თვით იმაგრებს ცრემლებსა
იმისი შემამზირალი.
ყელს გადაეჭდო, აკოცა,
როგორც წესია ძმობისა.
არ დაიშურა ძმამ ძმისთვის
ქცევა კეთილის ყოფისა.
ქვევრს აუხადა და ძროხაც
დაკლა სტუმრისთვის ხარჯათა.

ქართლოს

ნუ გეწყინება, ჰაოსო,
მინდა რამ გკითხო ერთია.
მიკვირს, არც მიკვირს, რადგანაც
კაცთ ბედის გამგე ღმერთია.

ჰაოს

გავიგე, რაც უნდა მკითხო,
ან რის თქმას ჩემგან მოელი.
თავს ნუ იწუხებ, დაბძანდი,
მე მოგახსენო ყოველი.
ვიცი, რომ გიკვირს, ქართლოსო,
ჩემი ასეთი დავრდობა….

ქართლოს

დიაღაც ვწუხვარ და მიკვირს
ვაჟკაცის ეგრე წახდომა.
მე დაჩაგრულად მეჩვენე,
გასაწყლებულ ხარ ფრიადა…
შენ ის ჰაოსი აღარ ხარ,
როგორც გიცნობდი წინადა.

ჰაოს

არ სტყუი, ძმაო, არ სტყუი,
აჩრდილიც არ ვარ იმისა.
მტერთაგანა მჭირს, რაცა მჭირს,
მზე ვეღარ ვნახე დილისა.
მას შემდეგ, რაკი დამითმე
ვაქნის,…


ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის.

ეფექტური ადმინისტრაცია თეთრ სახლში ნიშნავს საერთაშორისო წესრიგის რღვევის შეჩერებას, რუსული და ისლამისტური აგრესიის აღკვეთას და კიდევ ერთი გლობალური ეკონომიკური კრიზისის არდაშვებას.

არჩევნებში, ერთი მხრივ, ჰილარი როდჰემ კლინტონია, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება ხელისუფლებასთან ახლოს ან ხელისუფლებაში გაატარა: „პირველად“ არჩევნებში 16 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო, ტრიუმფალურად წარმართა დემოკრატიული პარტიის ყრილობა, გააერთიანა პარტია გავლენიან მემარცხენე ფრთასთან მოლაპარაკებით და ქვეყნის მართვის ჩამოყალიბებული გეგმა (იდეოლოგიისა და გემოვნების საკითხია, ვინმეს ეს გეგმა მოსწონს, თუ არა) წარმოადგინა.

რესპუბლიკელებმა მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირეს – აუტსაიდერს, რესპუბლიკური პარტიის ელიტასთან…


21.01.2011

ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით


ბიჭი ვიყავ მზეპერანგა,მოხეთქილი,ანგეში.


და იქ,სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,


დავინახე,ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.


წელს ზევით კი...ვარდისფერი ბურუსების ფორები,


წელს ქვევით კი დავინახე,ეცვა მხოლოდ მორევი.


ბანაობდა...და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?


წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი,როგორც ნისლის ღაღადი.


თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,


ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი.


დამინახა,შეიცხადა,მერე მორევს დანებდა


და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.


გოგო თირთქვი,გოგო თართქვი,გოგო საიადონო,


თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა,ბატონო.


ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა


მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.


და იქ,სადაც ლოდი იწვა,წყალი იდგა მომღვრიე,


ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე.


იკივლა და იყიჯინა,ჰოი ქალის ბავშვობა...


ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.


გული თუმცა გული არის,გული მაინც მკერდშია,


ახლა მხოლოდ ერთი მსურდა,გოგო გადამერჩინა.


და ის გოგო გაწუწული,კაპარჩხანა,ქოთქოთა,


ნაპირისკენ გულწასული…


გულღრძო შაჰ აბასის ნაზაკვარი სულს გვიხაშმავს, როგორც გესლი გველის, კახეთს მოსდებია თესლი ელის, ვითა ბიბლიური ბოცომკალი.
ლამის ღირსებაზე დაგვაბიჯეს, ლამის წასაბილწი არა დაშთა, ჯავრი დაუგუბდათ ყოჩიბიჭებს ფოხანმოფარფალე ყიზილბაშთა.
ახლა ხალხმა თუ არ გვასახელა, დიდი დღე არ უჩანს საქართველოს. ელმა ბაღ-ვენახი გადაბელა, აწ კი რჯულიც უნდა გადათელოს.
წახდა კახთა ნირი, ლამის უკვე ომიც დაივიწყონ, ქეიფიცა, ჰოდა გაიხსენეს სიჩაუქე, მთელი მთა და ბარი შეიფიცა. ჩვენი მამა-პაპის სალოცავის ვერვინ ეღირსება გათათრებას და ვერც ალავერდის ბჭე და ქავი კახს ვერ შეაკავებს გათათნებულს. ვინძლო ჩალმოსანმა ჯერ არ უწყის ფასი ამნაირი გახელების, ციხეს შეასკდება სპაზე უწინ მსუყე შეკურთხება კახელების… აქეთ საბურველქვეშ ღამის, მრუმის, ბჟუტავს ბახტრიონის გალავანი,…


უნდა გაგაგიჟო… უნდა გადაგრიო,
როგორც არეული მარტი…
უნდა გაოცნებო ჩემზე დღე დაღამე,
უნდა მოგისიო დარდი…
მერე გიღალატო… მერე მიგატოვო…
მერე გაგამწარო ძალიან...
უნდა გათქმევინო: ჩემი გაგაგიჟება
შენი სიყვარულის ბრალია…
ეს, მხოლოდ მიტომ შენ რომ არდამასწრო,
შენ რომ არ დამტოვო მარტო…
ჩემო ტკივილო და ჩემო ბედისწერავ,
ჩემო უნუგეშო დარდო
 


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor