ჯინჯერი's blog

ჯინჯერი
31, Kutaisi, Gürcistan

23.12.2010

sad gindat rom shexvdet axal wels???


ცოლ-ქმარმა ოცდაათი წელი იცხოვრა ერთად. ოცდაათწლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად, როგორც ყოველთვის, ცოლმა პატარა პური გამოაცხო – მას თითქმის ყოველ დილას აცხობდა. საუზმეზე პური შუაზე გაჭრა, ორივე ნახევარს კარაქი წაუსვა და როგორც ყოველთვის, აპირებდა ზედა ნაწილი მიეწოდებინა ქმრისთვის. მაგრამ შუა გზაზე გაუშეშდა ხელი... გაიფიქრა: "აი, ამ მნიშვნელოვან დღეს, მინდა, თვითონ შევჭამო პურის ზედა ნაწილი. ოცდაათი წელი ვოცნებობდი ამაზე და დავიმსახურე: სამაგალითო ცოლი ვიყავი, შესანიშნავი შვილები გავზარდე, სახლი ყოველთვის წესრიგში მქონდა". და ქმარს პურის ქვედა ნაწილი მიაწოდა. ოცდაათი წლის განმავლობაში ეს არც ერთხელ არ გაუკეთებია. ქმარმა ღიმილით გამოართვა პური და თქვა: - რა შეუდარებელი საჩუქარი გამიკეთე ამ დღეს! ბავშვობიდან მიყვარდა ქვედა, ხრაშუნა და…


-დაახლოებით 1-2% ადამიანს, ანუ 20 ადამიანს ათასს შორის აქვს წითელი თმა.
-ძველი ბერძნები დარწმუნებულნი იყვნენ რო წითელ თმიანები სიკვდილის შემდეგ ვამპირეგად გადაიქცეოდნენ.
-ზოგჯერ მუქი თმები პროტეინების ნაკლებობის გამო შეიძლება გადაიქცეს წითელად ან ღიად. წითელი თმები არ ჭაღარავდება ისე როგორც დანარჩენები თავიდან თმა ღია ფერის ხდება და შემდეგ ნელ ნელა ჭაღარავდება.
-წითელი თმა შეიცავს პიგმენტების რეკორდულ რაოდენობას ამიტომაცაა ძნელი მათი გადაღებვა.
-მეთექვსმეტე მეჩვიდმეტე საუკუნეებში როდესაც ნადირობდნენ ჯადოქრებზე (კუდიანებზე) ევროპაში უამრავი ქალი იყო დამწვარი კოცონზე იმიტომ რომ წითურები იყვნენ.
-ამბობენ რომ ევა ადამის ცოლი იყო წითური, მას ჰქონდა მეამბოხე ხასიათი და ამიტომაც გააძევეს ედემის ბაღიდან.
-წითურებს უფრო მალე ეტყობათ დაჟეჟილობები სხეულზე ვიდრე ქერებს და შავთმიანებს.
-წითური თმები ყველაზე სქელი…


ყოველთვის, როცა სიტყვა
შეყვარებულებზე ჩამოვარდება,
მაშინვე ბექა გამახსენდება ხოლმე
და მეშინია...
არ ვიცი კი რისა.
მეშინია
სიკვდილისა თუ სიყვარულის...
არა! არა!
სიკვდილისა ნამდვილად არ მეშინია.
ალბათ სიყვარულისა მეშინია;
თუმცა რას გაიგებ,
იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ
შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან...

ოთახში ორნი იყვნენ. ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და მკრთალად ანათებდა კედლებს. ოთახი იყო ძველებური, შემურული ჭერით და კედელზე გაკრული ფარდაგებით. ერთ კუთხეში ფარი, ხმალი, ხანჯალი, სამკლავე და ჯაჭვის პერანგი ეკიდა ერთიმეორის მიყოლებით. კიდევ ეკიდა სხვადასხვა იარაღი.

მთვარე ხან ძლიერად გამოაშუქებდა, ხან ფერმკრთალდებოდა.

ოთახში ორნი იყვნენ და ლაპარაკობდნენ, უფრო სწორად, ერთი ლაპარაკობდა, მეორე კი ყურს უგდებდა.

- ის ქერათმიანი ჩემი მეუღლე იყო, მერე იმასთან დაიწყო სიარული.

- ვისთან, მაღალი, გამხდარი რომ არის?

- ჰო, სათვალეებიანი რომ არის, იმასთან. იმ…


შევეშვი წარსულზე ფიქრს
ტკივილიც ალბათ გაქრება
ნეტავ საერთოდ ღიირს?
წარსულზე ფიქრით წამება

არვიცი საით წავიდე
სად ჰპოვოს სულმა სიმშვიდე
ტკივილი მთრგუნავს და მანადგურებს
ყველასთვის ჩრდილი ვარ ვისთან მივიდე

ალბათ ასე სჯობს გამრიყა ქალაქმა
და ჩემი სიმღერა სიკვდილთან დუელში
ყველაზე ძვირფასი რაც ოდეს გამაჩნდა
ტკივილმა წაიღო სევდა და ნუგეში

რამდენი ღამეა თვალს ცრემლი ამშვენებს
და თითქოს, ცაზე მთვარეც ატირდა
არ ვიცი ამ ტკივილს რა გაამხნევებს
ცაზე ვარკვლავნი გაქრნენ და გაწვიმდა

ვიცი მხედავ და შენი თვალები
გზას მინათებენ ღამიდან- დილამდე
და როცა მოვალ გამიღე კარები
და შენთან დავრჩები უკუნისამდე.


დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ერთხელ სთხოვა ბავშვებს დაეწერათ თხზულება, თუ რა უნდოდათ რომ ღმერთს გაეკეთებინა მათთვის.
საღამოს როცა ამოწმებდა დავალებებს, ის წააწყდა ერთ თხზულებას რომელმაც ძალიან დაამწუხრა. ამ დროს მისი მეუღლე შევიდა და დაინახა იგი მომტირალი.
"რა მოხდა?" - ჰკითხა ქმარმა.
"წაიკითხე"-უპასუხა მეუღლეს და მიაწოდა ერთი ბიჭის ნაწარმოები.
"უფალო, დღეს გთხოვ რაღაც განსაკუთრებულზე: გადამაქციე ტელევიზორად. მინდა რომ მისი ადგილი დავიკავო. მინდა რომ ვიცხოვრო ისე როგორც ჩვენი ტელევიზორია სახლში. მინდა განსაკუთრებული ადგილი მქონდეს და მთელი ოჯახი ჩემს გარშემო შემოვკრიბო. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ სიტყვას შეკითხვების მოცემით, როდესაც ვლაპარაკობ. მინდა ყურადღების ცენტრში ვიყო. მინდა რომ ყურადღებას მაქცევდნენ ისე,როგორც ტელევიზორს. მინდა მამის გარემოცვაში ვიყო მაშინაც როცა დაღლილი…


გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა!მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება,ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე...მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე.გამიშვით... ცხოვრება უნდა წავშალო,რათა თავიდან დავიწყო ყოველი,ყოველი დილის მზის ნათებასთან კი,კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი.მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება,იმ თვალთუწვდენელ ჰორიზონტამდე,გამიშვით... სადმე უკაცრიელში,გამიშვით... სადმე ცხოვრების ბოლომდე,ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად,რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები,თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ,რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები.გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ,და არ მჭირდება თეთრი ალამი,მე იარაღის მაგივრად ხელშიმიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი.გამიშვით... სიტყვა ენაზე მომადგა,დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო,დიხ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტიდა მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო...ის რომ... მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები,ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს,მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება...ბავშვურად უნდა გავაფერადო!


"არა, ჩვენ, ყველანი, ბრმები ვართ. ბრმა არის ძუნწიც: იგი ოქროს ხედავს, მაგრამ ვერა ხედავს სიმდიდრეს. ბრმა არის მფლანგველიც: ის ხედავს დასაწყისსა და ვერ ხედავს დასასრულს. ბრმა არის კეკლუცი ქალი: იგი ვერა ხედავს თავისი სახის ნაოჭებს. ბრმა არის სწავლული: იგი ვერა ხედავს საკუთარ უმეცრებას. პატიოსანი ადამიანიც ბრმა არის, იგი ვერა ხედავს თაღლითს. თაღლითიც ბრმაა, ის ვერა ხედავს ღმერთს. ღმერთიც აგრეთვე ბრმაა - რა დღესაც მან ქვეყნიერება შექმნა, ვერ შეამჩნია, რომ მის ქმნილებას სატანაც შეეტმასნა. თუმცა მეც ხომ ბრმა ვარ: მე თქვენ გესაუბრებით და ვერ ვამჩნევ თქვენს სიყრუეს".(კაცი, რომელიც იცინის)



„- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .“

„- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.“

„- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!“

„სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება…


მე პირველად ვწერ ჩვენზე, მამაკაცებზე. კაცებზე, რომლებიც საკუთარ თავს ყოველთვის ძლიერ სქესად მიიჩნევენ, ხშირად ეცემოდნენ სისუსტისაგან.

ერთხელ ჩემი და თავის ოთახში იჯდა და ტიროდა. ვუყურებდი როგორ მივიდა მასთან მამაჩემი, რომ გაეგო მისი ცრემლების მიზეზი. ისინი რამოდენიმე საათის განმავლობაში ლპარაკობდნენ, მაგრამ მე ერთი განსაკუთრებული ფრაზა დამამახსოვრდა, რომელიც მამაჩემმა იმ საღამოს წარმოთქვა, ისინი მე ძალას მმატებენ.
ჩემს დას ნაზად გადაუსვა თავზე ხელი, და უთხრა: ,, შვილო, შენ დიდ ადამიანს შეხვდები და, შენ არასოდეს მოგიწევს ტირილი...,, არაერთხელ გამჩენია კითხვა, როგორ უნდა გახდე ეს დიდი ადამიანი.
წლებთან ერთად გავიგე, რომ დიდი ადამიანი - ეს ის არ არის, ვისაც ყველაფრის ყიდვა შეუძლია, რაც მოუნდება. მამაჩემი…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor