პოეზიის 5 წუთი
31, Kutaisi, Gürcistan

ცოლ-ქმარმა ოცდაათი წელი იცხოვრა ერთად. ოცდაათწლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად, როგორც ყოველთვის, ცოლმა პატარა პური გამოაცხო – მას თითქმის ყოველ დილას აცხობდა. საუზმეზე პური შუაზე გაჭრა, ორივე ნახევარს კარაქი წაუსვა და როგორც ყოველთვის, აპირებდა ზედა ნაწილი მიეწოდებინა ქმრისთვის. მაგრამ შუა გზაზე გაუშეშდა ხელი... გაიფიქრა: "აი, ამ მნიშვნელოვან დღეს, მინდა, თვითონ შევჭამო პურის ზედა ნაწილი. ოცდაათი წელი ვოცნებობდი ამაზე და დავიმსახურე: სამაგალითო ცოლი ვიყავი, შესანიშნავი შვილები გავზარდე, სახლი ყოველთვის წესრიგში მქონდა". და ქმარს პურის ქვედა ნაწილი მიაწოდა. ოცდაათი წლის განმავლობაში ეს არც ერთხელ არ გაუკეთებია. ქმარმა ღიმილით გამოართვა პური და თქვა: - რა შეუდარებელი საჩუქარი გამიკეთე ამ დღეს! ბავშვობიდან მიყვარდა ქვედა, ხრაშუნა და უფრო კარგად შემწვარი ნაწილი. მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის შენ გეკუთვნოდა, შენ იმსახურებდი... :) :)

6 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor