პოეზიის 5 წუთი
31, Kutaisi, Gürcistan

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ერთხელ სთხოვა ბავშვებს დაეწერათ თხზულება, თუ რა უნდოდათ რომ ღმერთს გაეკეთებინა მათთვის.
საღამოს როცა ამოწმებდა დავალებებს, ის წააწყდა ერთ თხზულებას რომელმაც ძალიან დაამწუხრა. ამ დროს მისი მეუღლე შევიდა და დაინახა იგი მომტირალი.
"რა მოხდა?" - ჰკითხა ქმარმა.
"წაიკითხე"-უპასუხა მეუღლეს და მიაწოდა ერთი ბიჭის ნაწარმოები.
"უფალო, დღეს გთხოვ რაღაც განსაკუთრებულზე: გადამაქციე ტელევიზორად. მინდა რომ მისი ადგილი დავიკავო. მინდა რომ ვიცხოვრო ისე როგორც ჩვენი ტელევიზორია სახლში. მინდა განსაკუთრებული ადგილი მქონდეს და მთელი ოჯახი ჩემს გარშემო შემოვკრიბო. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ სიტყვას შეკითხვების მოცემით, როდესაც ვლაპარაკობ. მინდა ყურადღების ცენტრში ვიყო. მინდა რომ ყურადღებას მაქცევდნენ ისე,როგორც ტელევიზორს. მინდა მამის გარემოცვაში ვიყო მაშინაც როცა დაღლილი ბრუნდება სახლში. მინდა რომ დედაჩემი იგნორირების ნაცვლად ჩემთან მოდიოდეს როცა მარტოდ რჩება და მოწყენილია. მინდა რომ ჩემმა მშობლებმა ზოგჯერ ყველაფერი გვერძე გადადონ და ცოტა დრო ჩემთანაც გაატარონ. ღმერთო მე ბევრს არ ვითხოვ... მე მინდა უბრალოდ ვიცხოვრო ისე როგორც ნებისმიერი ტელევიზორია."
"საშინელებაა! საწყალი ბავშვი!- შესძახა მასწავლებლის ქმარმა.-რა მშობლები ყავს ამისთანა?!" მან ცრემლიანი თვალებით უპასუხა:
"ეს ჩვენმა შვილმა დაწერა.."

4 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor