უცნობი ავტორის წერილი...
31, Kutaisi, Gürcistan

მე პირველად ვწერ ჩვენზე, მამაკაცებზე. კაცებზე, რომლებიც საკუთარ თავს ყოველთვის ძლიერ სქესად მიიჩნევენ, ხშირად ეცემოდნენ სისუსტისაგან.

ერთხელ ჩემი და თავის ოთახში იჯდა და ტიროდა. ვუყურებდი როგორ მივიდა მასთან მამაჩემი, რომ გაეგო მისი ცრემლების მიზეზი. ისინი რამოდენიმე საათის განმავლობაში ლპარაკობდნენ, მაგრამ მე ერთი განსაკუთრებული ფრაზა დამამახსოვრდა, რომელიც მამაჩემმა იმ საღამოს წარმოთქვა, ისინი მე ძალას მმატებენ.
ჩემს დას ნაზად გადაუსვა თავზე ხელი, და უთხრა: ,, შვილო, შენ დიდ ადამიანს შეხვდები და, შენ არასოდეს მოგიწევს ტირილი...,, არაერთხელ გამჩენია კითხვა, როგორ უნდა გახდე ეს დიდი ადამიანი.
წლებთან ერთად გავიგე, რომ დიდი ადამიანი - ეს ის არ არის, ვისაც ყველაფრის ყიდვა შეუძლია, რაც მოუნდება. მამაჩემი ასწავლიდა ჩემს დას: ,,მოერიდე მას, ვინც მხოლოდ თავის თავზე ილაპარაკებს, და შენზე არ იზრუნებს, მას, ვინც თავის მიღწევებით ტრაბახობს. არ დაუკავშირო შენი ბედი იმას, ვინც შენს ნაკლებზე მიგითითებს, ან თვლის, რომ შენ ბევრი რამ უნდა შეიცვალო. რაში გჭირდება ქმარი, რომელიც, თუკი შენ არ შეიცვლები, ვიღაც ქერათმიანის გამო მიგატოვებს? ან სხვა თვალის ფერის გამო? ან ფორმიანი ტანის გამო? რაში გჭირდება ის, ვინც ვერ დაინახავს შენს ნამდვილ შინაგან სილამაზეს?,,
რამდენჯერმე მიმიცია უფლება გარეგანი შეხედულების გამო არ შემემჩნია ის, ვინც ჭეშმარიტად ჩემი ერთგული იყო. დიდი შრომის გარეშე გავიგე, რომ დიდ ადამიანად ყოფნა - ეს არ ნიშნავს მაღალ თანამდებობას, ბევრი ფულის ქონას, მანქანები, სახლები, ყოველთვის ქალებით გარშემორტყმული და შეიძლება ყველაზე ლამაზებით. ნამდვილი ადამიანი, დიდი ადამიანი - ეს ისაა, ვინც სულიერად სუფთაა, ვინც არ მალავს თავის გრძნობებს, არ იმალება ჩრდილში. იგი მზადაა გადაშალოს თავისი გული, არ ცდილობდეს რეალობიდან გაქცევას, იგი ქალში მორალურ და შინაგან ფასეულობებს ამჩნევს. დიდი ადამიანი თავდაჯერებულად მიიწევს წინ, თვალებს ქვევით არ ხრის, არ ცრუობს და იცის ტირილი.
როცა ჩემი და გათხოვდა, ამან მას ბედნიერება მოუტანა, მისი ქმარი დიდი ადამიანია, იგი არც ცნობილი არ იყო, არც კარიერისტი, არც მდიდარი. ეს დიდი ადამიანი - მხოლოდ და მხოლოდ არასდროს არ ატირებდა ჩემს დას. მასთან იგი იღიმოდა. ამ დიდ ადამიანს ძლიერ უყვარს ჩემი და, მას უყვარს იგი იმისთვის, რაც არის, იმისთვის, რაც ერთად ხდებიან.

90 views
 
Yorumlar
xameleon 23.05.2014

magaria.....

სოფო 24.05.2014

sworti mimartulebit azrovneb egrea martlac....

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor