Ufulo Mdidari's blog

Ufulo Mdidari
33, Tbilisi, Gürcistan

31.05.2013

მოდი, ამყევი სიყვარულში, ამყევი სცადე,
წუთისოფელი წამებ(ი)აა..ისიც არ იცდის,
ამყევი ფიქრში, ოცნებებში, ამყევი ცამდე,
მოდი განახო, ეს გრძნობები რასაც განიცდის.

სველი აპრილის სურნელოვან ღამესთან ერთად,
ამყევი ქალის სიგიჟეში, საშენო ცრემლში,
გულში გახედებ, ნახე როგორ გაქციე ღმერთად,
შენზე ნატრული ღამეებიც დათვალე ჩემში.

მოდი ამყევი, გვირილებად დავწნათ ლექსები,
ერთხელ ჩემსავით შენც იწვნიე ნამდვილი დარდი,
ამყევი, ნახე სიყვარულად როგორ მევსები,
რომ მიხვდე როგორ მოგენდე და რარიგად


31.05.2013

იწვიმებს და დასველდება ქუჩა,
ნაწვიმარზე ხეტიალი მიყვარს...
ნეტავ რატომ გამებუტე ურჩად,
მე ამ ქვეყნად
შენზე კარგი ვინ მყავს?

იწვიმებს და ალბათ მეტყვი ისევ:
- ამ წვიმაში რა მინდაო გარეთ...
ვიდრე ქარი გადარეკავს ნისლებს,
ვიდრე წვიმას დაგვავიწყებს მთვარე,

იწვიმებს და ვისეირნოთ ერთად,
ნაწვიმარზე ხეტიალი მიყვარს...
სხვა კი არა, შენ გიწამე ღმერთად,
მე ამ ქვეყნად
შენზე კარგი ვინ მყავს


31.05.2013

თოვლივით თეთრი მდუმარებით დათვრნენ ვარდები,
დღეს ხომ მიყვარხარ, ხვალ უფრო მეტად შემიყვარდები,
ვერ დავთმე ვერა სიყვარულის ცივი ლანდები,
აფეთქდა ნატვრა, აიშალა თბილი განცდები.
ილუზიების ლაბირინთში გრძნობებს ვაწყდებით
და მერე მხოლოდ მათ წინაშე მათთვის ვმარცხდებით,
მომიწევს გული, სიწყვდიადით დათვრნენ ვარდები....
დღეს ხომ მიყვარხარ, ხვალ უფრო მეტად შემიყვარდები !!!


31.05.2013

სიყვარულს აგიხსნი… მე ისევ სათუთად. ნაზი ჰარმონიის წამებში ვიღვრები, რომ ახლა ცის კიდეს მივადგამ კიბეს და, ცისარტყელაზე სიყვარულს გპირდები. ლერწამის ტოტიდან დავკრიფავ სტრიქონებს, მიმონებს, ეგ მზერა საოცრად მიმონებს, ძველ მთვარის რკალში ჩავწვები კარგო და. ჩუმ დედამიწაზე უჩუმრად გიყურებ. სიყვარულს აგიხსნი, მე როგორც არასდროს, მთელი დედამიწაც თითქოს და ფლიდია, გავრისკავ ყველაფერს… ზღვის ქიმზე ვდგები და. ვიცი რომ ეს რისკი არც ისე დიდია. ზამთარი მოდის… მე თოვლის წვიმაში. შენ გაზაფხულის სიყვარულს შეგწირავ, გათელილ ბალახებს გავთელავ ისევ და. დაკრეფილ ყვავილებს ახლიდან გიკრიფავ…. დავათრე ძვირფასო ჩვენივე გრძნობები, ახლა კი სიშორეს დავუსხამ კონიაკს, მომდევნო ჭიქაც და იცი რა მგონია? აგიხსნი სიყვარულს – რაც ჯერ არ…


31.05.2013

არ მინდა ბატონო ეგ თქვენი ღლაბუცი..
წადით და სხვა ვინმეს შეაბით მძივებად
წადით .. მას აჩუქეთ თქვენი სიყვარული
და მერე , ლექსები უწერეთ რითმებად.
არ მინდა ბატონო ყურება თვალებში
უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია..
წადით სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები,
წადით ხომ იცით რომ წლები არ იცდიან.
არ მინდა ბატონო , მე ჩემთვის ვიქნები,
რა ვქნა თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია,
თქვენ სხვას მიუტანეთ გული და იები
ჩვენს დედამიწაზე ქალი იმდენია.
არ მინდა ბატონო , ჩემი სამყაროა
ზღურბლს არ გადმოსცილდეთ თქვენ იქით დადექით..
თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა
ხოდა მომიტევეთ მოხურეთ კარები


31.05.2013

რა უდროოდ ჩამოღამდა
მე მესიჯებს ველი შენგან
თავს ნუ იცავ, ნუ იმალავ
მე მოგძებნი, მაინც ყველგან.
ღამე შავად შეიმოსა
მე კი ვდარობ, ფიქრით ვხარობ
როდის მოვა, ნეტავ ის დღე
შენ გნახო და გავიხარო.
მთვარე მედგრად დამემგზავრა
ისიც ჩემებრ ლაღად იყო
რა ვიხილე შენი ლანდი
გული ჩემი ბრმად გაიყო.
მზერით შენით დავიქანცე
თვალთა ფერით დავითვერი
შენი ცქერით ვერ გავძეხი
შენ ნათქვამით, მე ოხერი.
მე გულისთქმას შენკენ ვყვები
შენსკენ იწევს ჩემი ლანდი
მე არ ვიცი და ვერ გეტყვი
მიზეზს, რატომ შემიყვარდი


31.05.2013

როგორ იგონებთ ქალბატონო ამდენ იმედებს, და გვირილების თაიგულად შეკრული დაგაქვთ, შეიყვარებთ და სუყველაფერს მისთვის იმეტებთ, თქვენ ქალბატონო, დაღონების მიზეზი რა გაქვთ???.. ასწიეთ თავი, თუმც დახრილიც ძალზედ გიხდებათ, თქვენ ჭურჭელი, ხართ სიყვარულით ამოსავსები. გულში ნადები ოცნებები თუ აგიხდებათ, ბნელ ღამეებში მზის ნათებას დაემგავსებით. მთვარეც თქვენსავით გაფერმკრთალდა, დახარა მზერა, ეს ვარსკვლავებიც ღილებივით სწყდებიან აისს, თქვენ ქალბატონო, კვლავ აპრილის ხუმრობა გჯერათ, და ჭრელი კაბით ელოდებით ახდენილ მაისს.


31.05.2013

როდესაც ნახატს ხატავდა პიკასო
შენზე ამბობდა ჩუმად ,
მიყვარსო,
თვალზე სდის ცრემლი ბებერ
რენუარს
მან ვერ გაუძლო თურმე შენს
უარს.
სიბრაზით ამტვრევს როიალს
ბახი
მის ნაცვლად ტაშს ხომ შენ
გიკრავს ხალხი,
თავზე დაატყდა ტერენტის
რისხვა
როდესაც შენში იპოვა ის სხვა.
გიყურებს სოკრატე , ფიქრებმა
სცოდეს
მაინც წარმოთქვა მან :
არასოდეს !
მაკედონელი შიშმა აიკლო
როცა მან შენი გული ვერ
დაიპყრო.
ვერსად ვერ ნახა სხვა შენნაირი
და შეიშალა აინშტაინი,
ადამმა შენში გაცვალა ევა
სხვაგვარად ის ხომ ვერც
მოიქცევა.
სამოთხეშიც კი მუდამ გელიან
ანგელოზები შენზე მღერიან,
შენი სხივები ყველას აშუქებს
შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს
აუქმებს.


31.05.2013

როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს... როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე მახსენდება რომ აქ მოვედი მხოლოდ შენს გამო.


31.05.2013

ლექსების სიყვარულით გულანთებული დავხეტიალობ გზად..
..მე ჩემი სამყარო თვითონ შევქმენიდა ვერავინ დამინგრევს მას..
..ლექსებით მიხანგრძლივებს მე ჩემს სიცოცხლეს რაღაც უხილავი ძალა..
..და ეს ძალაა უხმოდ და მდუმარედ ჩემს ცხოვრებას რომ მართავს..
..არ მინდა ლექსები ყოველდღე რომ ვწერო ის ძალა მაწერინებს რა ვქნა?..
..რაც შენ გაგიცანი მას შემდეგ ჩამძირა ამ საოცრების ტალღამ..
..ვიცი რომ შენა ხარ ის საოცრება.. ..იცოდე არ დაგთმობ არა


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor