31.05.2013
cools
33, Tbilisi, Gürcistan

როდესაც ნახატს ხატავდა პიკასო
შენზე ამბობდა ჩუმად ,
მიყვარსო,
თვალზე სდის ცრემლი ბებერ
რენუარს
მან ვერ გაუძლო თურმე შენს
უარს.
სიბრაზით ამტვრევს როიალს
ბახი
მის ნაცვლად ტაშს ხომ შენ
გიკრავს ხალხი,
თავზე დაატყდა ტერენტის
რისხვა
როდესაც შენში იპოვა ის სხვა.
გიყურებს სოკრატე , ფიქრებმა
სცოდეს
მაინც წარმოთქვა მან :
არასოდეს !
მაკედონელი შიშმა აიკლო
როცა მან შენი გული ვერ
დაიპყრო.
ვერსად ვერ ნახა სხვა შენნაირი
და შეიშალა აინშტაინი,
ადამმა შენში გაცვალა ევა
სხვაგვარად ის ხომ ვერც
მოიქცევა.
სამოთხეშიც კი მუდამ გელიან
ანგელოზები შენზე მღერიან,
შენი სხივები ყველას აშუქებს
შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს
აუქმებს.

4 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor