Ufulo Mdidari's blog

Ufulo Mdidari
33, Tbilisi, Gürcistan

31.05.2013

მინდა მოგეფერო, გაკოცო,

მინდა ჩაგიკრა გულში,

იცი?! დღეს უფრო მიყვარხარ

ვიდრე მიყვარდი გუშინ.

მინდა მოგიძღვნა სიცოცხლე,

მინდა მოგიძღვნა გული,

მინდა გიყიდო სამყარო,

მაგრამ არა მაქვს ფული ...

იქნება ფიქრობ - დავბერდი

და შენთვის აღარ მცალია?!

მიყვარხარ!!! მიყვარხარ!!! მიყვარხარ!!!

ძალიან!!!ძალიან!!!ძალიან


31.05.2013

უშენოდ წყარო დამიშრა,

უშენოდ ფერი გამცვდა,
უშენოდ უდაბნო გამიხდა
ქვეყანა ჩემი და სხვათა...

უშენოდ წვიმები დამეწყო,
სეზონი ქარების დადგა,
უშენოდ ო,როგორ გაჭირდა,
ცხოვრება სამოთხის კართან...

უშენოდ გზადაგზა ვიბნევი,
ვიპნიევი ლექსად და საგზლად
უშენოდ მამცივნებს ზაფხულიც
ამკინძე,გამათბე სად ხარ?!


31.05.2013

ცოტა-ცოტა, ბევრი არა

ცოტა-ცოტა გინატრე.

წვიმდა, ცოტა გადიდარა,

ცოტაც შენ შეგინახე.

ცოტა-ცოტა ამატირეს

გუშინდელზე ფიქრებმა.

ცოტა-ცოტა დანაპირებს

შეგისრულებ იქნება.

ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,

ცოტას თვალებს აგიხელ,

შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს

გავბედავ და გაგიმხელ.

ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,

ცოტას მოგეფერები.

როგორ იტან მარტო ამდენს

მოდი, მომე ხელები.

ცოტა-ცოტა ბევრი არა

ცოტა-ცოტა გამიგე.

დრომ უშენოდ გაიარა,

მოდი კარი გაგიღე.

ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,

უფრო მეტი სიმართლე.

წვიმდა. . .ცოტა გადაიღო,

მოდი!მართლა გინატრე..


31.05.2013

შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი

თავნება ქალი რომ მიწოდე,

ქედმაღალი ვარ და ჭირვეული

უთუოდ გაგაწვალებ იცოდე.

მზის ტყუპის ცალია ჩემი გული

მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს,

ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ

ვერსად გაექცევი იცოდე.

ამაყნი არიან სურვილები

ეშმაკის ცხენები გახედნეს,

ვინც მათთან ჯირითი გაბედა

ღრუბლების მხარ და მხარ

აჭენეს.

ლაგამს არ იკარებს ჩემი

გრძნობა

ქარივით გიჯია და ონავარი,

სული ვერ იგუებს მორჩილებას

ამორძალებტან წილნაყარი.

და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე

და თუნდაც თავნება მიწოდე,

ძალიან ამაყი და ურჩი ვარ

უთუოდ გაგაწვალებ იცოდე.


31.05.2013

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.


31.05.2013

მადლობელი ვარ, რომ მაჩუქე ღმერთო ყოველი,

მადლობელი ვარ,

რომ შემმატე ძალი ამ ქვეყნის,

მადლობელი ვარ,

რომ მაჩუქე მე გრძნობა წმინდა,

რომ მაგრძნობინე სიყვარულის ტკბილი ნაღველი,

მადლობელი ვარ,

ღმერთო მე შენი სიყვარულისთვის,

მადლობელი ვარ

სიყვარული რომ რაა ვიცი,

რომ ამიძგერე სიყვარულით და ნეტარებით,

გული უმანკო, სპეტაკი და ჯერ ისევ ნორჩი...


31.05.2013

შემთხვევით,ქუჩაში მიმავალს რომ შეგხვდე, გადამერევიან ცა,მზე და სამყარო.. ცას წითლად შევღებავ,მზეს თვალებს აუხვევ, ზეციდან კოცნები სეტყვად რომ გაყარო. გამიძელ,ხომ მოგაქვს თავი დიდ ვაჯკაცად, ქალი ვარ მაცდური,ხან ცეცხლი,ხან წყარო. მარტის თვეს თუ მადრი,სიგიჟე გამიგე, მომინდა რომ მითხრა-,,შენ არვის გავხარო.'' მინდა ქუჩა შევძრათ,სიგიჟით,ხმაურით, რომ ვიგრძნო ქალობა,ეს გული ვახარო. ხელში აყავნილი ფეხშველამ მატარე, გვირილა დავკრიფოთ,რომ ცამდე ავყარო. თვალს მოვეფარები ცოტა რომ შეშინდე, მინდა რომ ყვიროდე-,,ვერ ვძლებ და სად ხარო.'' თვალებ ახვეული მაგ შენს გულს მოვაგნებ, მე შემომინახე,სხვას არ შეაყვარო. უფალს თუ გაყვები,იქაც კი მოგაგნებ, რომ მერქვას მე შენი სიცოცხლე,სამყარო..


31.05.2013

ცდილობ რომ,.. მთლად დამისაკუთრო,
მიზეზობ...არავის ენდობი...
გინდა რომ გალია შემიკრა,
მაჩუქო ფრთათეთრი მტრედები.

არა ვარ არავის კუთვნილი,
ვინ ვარ და ...სამყაროს ნაწილი..
ვისი ვარ? მაღალი მთების და
წვიმების... შხაპუნად ნაწვიმის.

ვერ უძლებ ჩემს სურვილს ბობოქარს.
დარდი გხრავს, გიძვრება ეჭვები,
რად მიშლი მთვარესთან საუბარს
ასეთსას რატომ არ მეჩვევი?

დამეძებ ლექსებში გაბნეულს...
სტრიქონის რითმებთან გღალატობ
მე სულით სამყაროს ვეკუთვნი,
შენი არ გავხდები არასდროს.


31.05.2013

შენი მონატრება გამიბევრდა
ძილის საათები შემცირდა.
სხვისი მოფერება გამიძნელდა,
გუშინ სხვის თვალებში შემცივდა.
კარგი თვისებები გაგიბევრდა,
რამე ნაკლი თუ გაქვს არც მახსოვს. დღეებს საათები მოემატა,
მგონი დაავიწყდა წასვლა დროს.
შენთან ყველაფერი ადვილია,
შენში ყველაფერი ჩემია.
მიყვარდე ისე მარტივია,
გიყვარდე ასეთი ძნელია? სული ქარზე უფრო შეშლილია
ვფიქრობ–გრძნობა ხარ თუ სიგიჟე?
შენი გაბევრების მეშინია,
შენი სულის მომკლავს სიშიშვლე.
სახელდრქმეული ოცნება ხარ,
სიცხით გათანგულის წყურვილი. ჩემი სიყვარულის ლოცვა ხარ და
ჩემი არსებობის სურვილი.
გულის ფეთქვასავით განგიცდი და
მაინც ვერ დაგარქვი ვინა ხარ.
ცოდვაშენდობილის შვება ხარ და
მზის ამოსვლასავით მიყვარხარ.


31.05.2013

მე მინდა მხოლოდ ჩემი იყო
და სხვისი არვის,
ვერ იტანს გული ჩემი ირგვლივ
რაყიფთა არვეს,
მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს
ეგ მზერა ქარვის,
სხვა ყველაფერი ჩემი სულის
სიმშვიდეს არღვევს!..

მესაკუთრე ვარ, ეგოისტი -
მაძაგონ თუნდაც!
რა ვქნა, თუ შენი სახე-მახე
ყოველთვის თან მსდევს,
მიყვარხარ! - აბა, ამას კითხვა,
მითხარ, რად უნდა,
ჰოდა, შენც, დიახ, მე მეკუთვნი
ბარიდან მთამდე!


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor