Ufulo Mdidari's blog

Ufulo Mdidari
33, Tbilisi, Gürcistan

31.05.2013

შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი

და დაქანცული სულის გოდება....

ვარ ქარიშხლებით ჩამქრალი გემი

გაამინდებას რომ ელოდება....


მწვანე თვალების წვიმიან მაისს,

რა საოცარი სცოდნიათ გზები_

მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც

რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები....

და როცა სული მიიწევს მაღლა

და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები-

მიყვარხარ-მეთქი რომ გითხრა ახლა

მითხარი, ხომ არ დამემდურები?...


თუ გაზაფხული ყვავილობს შენში

და შენ გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი,

სუნთქვა თუ ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში

ხომ არ იქნება დანაშაული?


თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო,

შენი თვალების მორევს დავიტევ,

შენი ტუჩების თუ გამყვა გემო

მითხარი ,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?


და მაინც სული მიიწევს მაღლა,

და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები...

მიყვარხარ -მეთქი რომ გითხრა ახლა

მითხარი, ხომ არ დამემდურები?


31.05.2013

არც ერთ გრძნობას არ ეგების მიძალება,
არც სიცრუით დაგებული კაკანათი
სიყვარულზე ლაპარაკი ისწავლება,
სიყვარულს კი ვერ ისწავლი ლაპარაკით...
მაშ!- ნუ გათრთობს ზღუდეა თუ ტიხარი,
გადაევლე სიძულვილის დირესაც
მოდი...იმგვარს გაუმარჯოს სიყვარულს!
ყივჩაღივით კარს,რომ შემოგილეწავს....
დღეს აქა ვართ,ხვალ სხვაგან მოგველიან
სად არ მოსჩქეფს სიყვარულის ვნების წყარო,
სიყვარული იმდენჯერვე პირველია!
რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო...


31.05.2013

შენ რომ უყვარხარ ჩემი გულია, რატომ გონია შენ ეს ზღაპარი??შენი თვალები სასწაულიადა ჩემი გრძნობის თავშესაფარი, ნეტავ რა გითხრა ამ შიშორიდან, მწუხარე გულით რა შემიძლია? ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყნად, მაგრამუშენოდ ყოფნა არ შემიძლია. შენ თუკი ოდესმე მოგენატრებიდა უჩემობას სიგიჟე ახლავს, შორს ნუ მომძებნი, ცაში თუ გზაში,გულში მომძებნე, შენ მე იქ მნახავ ლამის სიცოცხლე დავთმო შენს გამო, ერთხელ გნახო და ხელი შეგახო. ლამაზ სიზმრებად მოდიხარ მარტო, შენ არც კი იცი მე როგორ გნატრობ!✿ ​ܓგული(L)


31.05.2013

მეორე ლეგენდა კი მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა.
წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და…


31.05.2013

წვეულებიდან დაბრუნებული გოგო და ბიჭი მანქანით ბრუნდებოდნენ სახლში, უცებ მანქანა გააჩერეს და უკანა შეაჩერეს და ლაპარაკი დაიწყეს თავიანთ ურთიერთობაზე, თან რადიოში მხიარულ მუსიკას უსმენდნენ, ცოტა ხანში მუსიკა ჟურნალისტის ხმამ შეცვალა, ჟურნალისტი მათ ახსენებდა საგიჟეთიდან გამოქცეულ პაციენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიქცა საგიჟეთიდან. გოგონამ და ბიჭმა განაგრძეს გზა. შუა გზაში მანქანა გაფუჭდა, რადგან გზაზე უცნაურად იდო ,,ლურსმნების ხალიჩა'' რომელიც აზიანებს მანქანის ბორბალს. ბიჭმა ახლოს მდებარე სახლი დაინახა და შიგ შესვლა გადაწყვიტა დახმარებლის სათხოვნელად. გოგონა ბიჭს მანქანაში ელოდებოდა, ბიჭი კი დიდი ხანი არ გამოჩნდა, როცა უკვე დიდი დრო გავიდა გოგონა ბიჭის მოსაძებნად იმ სახლში შევიდა, რომელიც არც თუ ისე შორს იყო, სახლი…


31.05.2013

შენ მონატრება რა არის იცი?

როცა შორს არის და მასზე დარდობ,
შენს საგულეში ვიცი სხვა არის,
ეს ვიცი მაგრამ
მე მაინც გნატრობ.
დიდი ტკივილი რა არის იცი?
როცა დღე და ღამ ფიქრებში წვალობ.
გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,
შენ ხომ არ იცი, მინდა გასწავლო.
უზომო სევდა რა არის იცი ?
თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა.
ტკივილი , სევდა სიშორემ იცის .
ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.
შენ მოლოდინიც არა გცოდნია,
როცა არ იცი მოვა თუ არა ,
და მასთან მისვლა შორზე შორია

ძალიან, ძალიან, უზომოდ მიყვარხარ


დედას ერთი ძველი მახინჯი სათამაშო ჰქონდა სახლში. იმის , მიუხედავად , რომ მას არ მაკარებდა მე კარადაზე შემოდებულ თოჯინას ხშირად ვუყურებდი. სათამაშოს თვალები თითქოს გაჯადოებდა. დედამ ერთხელ შემამჩნია ასე გაშტერებული , რომ ვუყურებდი თოჯინას და ის ჩემს დეიდაშვილს აჩუქა. დღემდე ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა.
დეიდაშვილი 7 წლის გოგონა იყო. უყვარდა სათამაშოები და დედის საჩუქარმა ის ძალზე გაახარა. ერთ დღეს დეიდა სახლში ადრე დაბრუნებულა და უნახავს გოგონა როგორ ელაპარაკებოდა თოჯინას საკმაოდ საშიშ თემებზე. ჩემი დეიდაშვილი მას ეკითხებოდა ❝როცა დაწვებიან შემიძლია მე დანა ავიღო?❞. შეშინებულ დეიდაჩემს ბავშვისთვის სასწრაფოდ გამოურთმევია თოჯინა და ბიძამისთვის მისი ჩამარხვა უთხოვია. პატარა დეიდაშვილი ისტერიკებში ჩავარდნილა... გოგონა ზედიზედ სამი…


31.05.2013

ჩემმა მეგობარმა რომელიც ცხოვრობს ‘Hougang’_ის ქუჩაზე ერთხელ გადაწყვიტა წასულიყო ქალაქში თავის მეგობრებთან კინოს საყურებლად. მან ძალიან იხალისა მგრამ ბოლოს მიხვდა , რომ სახლში წასვლის დრო იყო.
გზაზე სახლისკენ მან შეამჩნია ერთი კაცი რომელიც წიგნებს ყიდიდა, კაცს მთელი სახე თმებით ქონდა დაფარული მხოლოდ თვალები უჩანდა. უცებ ამ კაცმა შემოხედა ჩემს მეგობარს , და უთხრა: “მოდი და იყიდე რომელიმე ჩემი წიგნი, აუცილებლად გამოგადგება” . ეს ყველაფერი მან ჩემ მეგობარს ისეთი ხმით უთხრა, რომ ჩემმა მეგობარმა უარით ვერ უპასუხა. ის ახლოს მივიდა უცნობ კაცთან და დახედა წიგნებს , მისდა გასაოცრად ყველა წიგნი ზებუნებრივ ძალებზე იყო . ჩემი მეგობრის ყურადღება ერთმა კარგად გაფორმებულმა წიგნმა მიიპყრო…


31.05.2013

"ერთხელ, ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა:– რომ ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს: –სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება? – დიახ, ჩემო დედოფალო. –მეც?–გაიოცა დედოფალმა. –თქვენც…–უპასუხა შოუმ. – როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ? –10 000 ფუნტი სტერლინგი–ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა. –ნუთუ ასე იაფი?–გაიოცა დედოფალმა. –აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით.–გაეღიმა"


31.05.2013

დილა თენდებოდა,მაგრამ გათენებას არანაირი აზრი არ ჰქონდა...თენდებოდა უღიმღამოდ....ნაცრისფერი ცა მიისთვის მხიარულ ფერებში აღარ იხატებოდა.....მისი ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში იხატებოდა.....ის ვერ ხედავდა სხვა ფერებს....ის უსინათლო ნამდვილად არ იყო,უბრალოდ ხედავდა იმაზე მეტს,რაც არ უნდა დაენახა.....მაგრამ ცხოვრებაში გამოჩნდებოდა მომენტი,როცა შავ ფერებს თითქოს კაშკაშა მზის ნათელი აფერმკრთალებდა,მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი თავის მოტყუებ აიყო......იგი დარდობადა,ცრემლებით მოლივლივე თვალებბით უფლისგან შენდობას და შველას ითხოვდა..ივედრებოდა მისი თვალები...უფლის განგება დიდია!უფალო დიდება სენდა!!!განა რას ითხოვს მისი თვალები უფალო......რას გევედრება?!მის ქვითინში იღვენთება სანთლები...,....მას არ უნდოდა ასე მომხდარიყო,მაგრამ გაბორეტებული ადმაიანი რომელსაც წამიერი სისუსტე ახასიატებს ბევრის გამკეთებელია.........მას სტკივაა...ტკივილი ტანჯავს,მოსვენებას არ აძლევს ეს ყოველივე, ხვდევა რომ დაკარგავს ყველაფერს,რაც კი აქამდე მოუპოვებია......აამას განიცდის?!ეს საიდუმლო ტანჯავს და…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor