leo86's blog

leo86
37, Tbilisi, Gürcistan

გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი,იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,სულში ჩამიფინე გრძნობა მადლიანი,მერე სიყვარულის კალო მალეწინე.გულო გამიძელი, გულო მაპატიე,სევდის სარეცელზეც აღარ დაგასვენე,ყველა განსაცდელი შენში ჩავატიე,ბევრჯერ მოგკალი და ბევრჯერ გაგასვენე.მიდი ამიჩქარდი, ისე გამიღვიძე,ფეთქვა შენეული, რომ ვერ დამითვლია,მუზებს შეეხე და რითმად ამიკინძე,სუნთქვას სიყვარულის სჭირდეს არითმია.ისე პატარა ხარ, ხელში ჩამეტევი,იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,მიდი, ამიჩქარდი უფრო გამეტებით,ჩემი სიყვარულის დარდი მალეწინე./ნანა მეფარიშვილი/


"გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო, მთხოვა, ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა. მცივა, ვკანკალებო, მშია... მაჭამეო, იქნებ არ დარგრჩეო ვალში, ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში. მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა, რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილი მათხოვარის პოვნა. მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში, უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაღაც ჩამჩურჩულეს ყურში. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში, შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ. გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში. ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში".


შენზე ოცნებამ გამინათა ბნელი სიზმრები
მინდა ზღაპრული საოცნებო კოშკი აგიგო
შენდამი გრძნობით გავათენო ყოველი ღამე
შენი ღიმილისი ერთადერთი ავტორი ვიყო

მე გადავცურავ თვალუწვდენელ ღრმა ოკეანეს
და გადავივლი ბურუსისგან დატყვევებულ მთებს
ვიპოვი სითბოს,შენ გულამდე მომავალ ბილიკს
და შემოგფიცებ სამუდამოდ ერთგულ სიყვარულს

ო,როგორ მინდა სიცივისგან გაყინულ სახეს
ერთხელ ღიმილი აჩუქო და გული გამითბო
ამ ერთადერთი სიყვარულით ჩაგიკრავ გულში
შენთან ვიქნები,არ დაგტოვებ მარტო არასდროს

ეს, შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი გულწრფელი გრძნობა
და ამ ცხოვრების ერთადერთი ლამაზი არსი
თავდავიწყებით შემიყვარდი ჩემო გოგონა
მე სამუდამოდ დაგიცავ და გაგიფრთხილდები


მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ – მიყვარხარ, პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან, ბაგე კი მოვთოკე, გული კი ვერაფრით, გეძახის: სადა ხარ? ცხოვრება გავიდა . . . მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ, ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან, გონებას მოვუვლი, ამ გულს კი ვერაფრით, იძგერებს: უშენოდ სიცოცხლე არ მინდა . . . ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება, რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან, მე გამაჩუმებენ, ამ გულს კი ვერაფერით, ილოცებს: უშენოდ . . .? ზეცაც კი არ მინდა . ..


გინდა დავწერო შენზე ლექსები?

გინდა მოგიძგვნა წრფელი გრძნობები,

გსურს რომ გაიგო რისთვის ვარ წრფელი?

მე შენზე ფიქრით ღამეებს ვათევ

შენზე ოცნებით დავდივარ მუდამ...

რა უნდა ვწერო მე შენზე კარგო

ლექსი შენია, შენ კი ჩემში ხარ,

მუდამ ჩემშია შენზე ფიქრები

გინდა მოგიძღვნა შენ ლექსი ჩემი?

ჩემი სიტყვები შენზე მღერიან

შენ ერთს გელიან გულის დარდები....

შენზე ვლოცულობ მე დღე და ღამე

რატომ?- მე შენ მიყვარხარ....

და- მე შენ გნატრობ......


მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამქვეყნად, ღმერთის და გამჩენის,
მიმყვება გრძნობები, ასე ხელ--უხლები,
მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე…


ადამიანში სულს ხედავდე
საკუთარ თავს ვნებებში მალავდე
სიყვარულისგან გიჟსაც რომ დამსგავსდე,
გულიდან სითბოს არ უნდა ხატავდე

ვერ დაგიფასებს ვერავინ ამაგს
სითბოს, სიყვარულს გულიდან ნანახს,
ავდრიან ამინდში მარტოს რომ გაგიშვებს
მიხვდები დანაკარგს ჩათხრობილ სხეულში

გაუცხოების წუთები დღეებში გადავა
სიცივე სითბოს არომატს დაგარგავს,
გაყინულს ხელებს არვინ გაგითბობს
და მაშინ მიხვდები ვინ ვინ დაკარგა...

დედაშენს უთხარი შეგიკრას თასმები
სულმოუთქმელმა გაქცევა რომ შეძლო
არ შეგეშინდეს მდევრების, რადგან
შენს მეტი მე არავინ არ მყავს

ვერ შეგაკავებ ფრთებს ვერ დაგაჭრი
სიცელქეს ბავშვურსაც აღარ დაგიშლი,
მეც მაქვს გრძნობები გულიდან მოსული
სწორედ ამიტომ თავისუფლებას მე შენში გადავცვლი...


შენ ვეღარ მიცნობ, როცა უკვე არ მეყვარები,

ვერც ჩემს თვალებში დაინახავ საშენო სითბოს,
არ მოგინატრებ, აღარც მხრებზე აგეფარები,
მივდივარ, ჩემი სიყვარული ღამეებს გითმობს..

როცა გამივლის ის ქარცეცხლი, შენით გადაღლილს,
კოპებშეკრული გამაყოლებ შეკითხვას, რატომ???
მერე მიხვდები ერთგულება ნაღდი რაცა ღირს,
გვიან გაიგებ, როცა თავად დარჩები მარტო.

ახლა გახედე ძველ ლარნაკში ჩამომჭკნარ ყვავილს,
როდინდელია...ხედავ უკვე რა დრო გავიდა,
ხვალ ვეღარ მიცნობ, უშენობაც არ ატეხს ბღავილს.
ჩვენი მზე ალბათ ჰორიზონტზე ზღვაში ჩავიდა.

მუდამ გეძებდი, მუდამ შენთან ყოფნას ვნატრობდი,
დღეს კი, შემხედე, მეც ვისწავლე შენგან სიცივე,
ქარსა თუ დარში შენზე ვწუხდი, შენზე ვდარდობდი,
როგორ შესძელი, ცხელი გული რომ გამიცივე?!

იმდენი გრძნობა დაგიტოვე, მივდივარ მშვიდად,
მუდამ მეგონა შენს გარეშე შველა არ მქონდა,
იმ დღესაც ისე გამეტებით ქუხდა და წვიმდა,
მე შენთან მყოფსაც, უშენობა დარდად…


მიყვარს ზაფხულის კოკისპირული და შემოდგომის შხაპუნა წვიმა მიყვარს შენი თვის ნისლში რბენა და შუა ზამთრის თოვლში დაწვენა მიყვარს ოცნება უვადო და ჩემი მიზნების ალბათ ახდენა მიყვარს აგვისტოს ცივი დინება ციდან რომ მოდის წვიმის გინება ვიცი შენც გიყვარს აპრილის თვეში უსიტყვოდ ჯდომა თითქოს და ციდან ჩამოსული ღრუბლებთან ბრძოლა ვიცი შენც გიყვარს წვიმის გუბეში ფეხის ჩალპობა და ქოლგის მიღმა ზეციურ წყლისგან თავშეფარება


რაღაცა მახრჩობს მომკალით ხალხო
არ მინდა ასე რომ გადავლახო,
მე სულ სხვა მინდაა შენი ფერებით
რომ სიგარეთის კვამლი არ ვყლაპო

არც ლექსების წერა უბრალოდ
მე შენთან მინდა იქ სადაც მთბილა
მაგრამ ხელებზე მცივა და მაინც
მე სულ სხვა რაღაც მინდა

წავალ სულ მალე გეგმებთან ერთად
ფიქრებთან სიტყვებთან ჩემს გულის სწორთან
ალბათ გავგიჟდი რეებს არ ვამბოობ მაგრამ
მე მაინც მინდა გრძნობებთან ერთად


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor