მე ის დავკარგე
37, Tbilisi, Gürcistan

ადამიანში სულს ხედავდე
საკუთარ თავს ვნებებში მალავდე
სიყვარულისგან გიჟსაც რომ დამსგავსდე,
გულიდან სითბოს არ უნდა ხატავდე

ვერ დაგიფასებს ვერავინ ამაგს
სითბოს, სიყვარულს გულიდან ნანახს,
ავდრიან ამინდში მარტოს რომ გაგიშვებს
მიხვდები დანაკარგს ჩათხრობილ სხეულში

გაუცხოების წუთები დღეებში გადავა
სიცივე სითბოს არომატს დაგარგავს,
გაყინულს ხელებს არვინ გაგითბობს
და მაშინ მიხვდები ვინ ვინ დაკარგა...

დედაშენს უთხარი შეგიკრას თასმები
სულმოუთქმელმა გაქცევა რომ შეძლო
არ შეგეშინდეს მდევრების, რადგან
შენს მეტი მე არავინ არ მყავს

ვერ შეგაკავებ ფრთებს ვერ დაგაჭრი
სიცელქეს ბავშვურსაც აღარ დაგიშლი,
მეც მაქვს გრძნობები გულიდან მოსული
სწორედ ამიტომ თავისუფლებას მე შენში გადავცვლი...

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor