leo86's blog

leo86
37, Tbilisi, Gürcistan

მიყვარხარ... აგორდა გიტარა...
დავაწყდი სამყაროს ნერვებად...
მიყვარხარ... ან მინდა მიყვარდე...
ან ისევ სიგიჟე მერევა..


მიყვარს,როდესაც შემოგახვევ ფიქრებს მარწუხად, და მოგონებებს გაგიღვიძებ ძილად მიგდებულს...


ამკიდე შენი ჰაერი, სივრცე,
მიყვარხარ, ჩემო,
ჩემი ხარ-გეტყვი,
ამ დაღლილ სახეს ხელებში იტევ,
გულის ფეთქვაში შემოგვყავს ღმერთი.


ასე იბადება, ალბათ, საოცრება, როგორც ღრუბლიანი დილა არაგვისპირს, ისევ შენი ნახვის ნატვრა წამომცდება - მეტი არავისი... 


არ მაინტერესებს რითმა! არც ის რას შეიცავს ლექსი, არც ის სიყვარული მინდა, რომ დაგირქმევიათ სექსი! ფეხებზე მკიდია ვინ ხარ! ანდა რამდენი გაქვს ფული, მეფე ლომი ხარ თუ ვირთხა, გქონდეს ქართველური გული! გინდა პრინცი იყავ, გინდა მაწვნის გამყიდველი ქალი, ოღონდ სანთელივით წმინდა და ნათელი გქონდეს თვალი! გქონდეს დახეული კაბა, ოღონდ საკმარისად გრძელი, გქონდეს გახვრეტილი ტაფა, ოღონდ ნუ იქნები მკვლელი! ოღონდ ნუ იქნები კახპა! და ნუ შეიყვარებ ცოდვას, ათასი კაცის წინ გახდა შენს სულს სხეულშივე მოკლავს! მოგკლავს გარყვნილების სუნი, მოდას აყოლა და თრობა, ქვასავით გაგიხდება გული, ქვასავით გაცივდება გრძნობა! როგორ უნდა გახდე სრული, როცა იმათ ბაძავ ვისაც, ვერ გაურჩევია სული, ნამცხვარი და…


მე შევეჩვიე ფიქრში სიყვარულს,
ფიქრში - ფიქრს, ფიქრში ოცნებას...
ფიქრში -ნატვრას, ფიქრში - ლაპარაკს...
ფიქრში ჩურჩულს და ფიქრში ცხოვრებას ...
ფიქრში ვერთობი, ფიქრში ვხალისობ ,
ფიქრში აღვიქვავ სამყაროს ფერებს,
ფიქრში მიყვება წამები წამებს...
წუთები წუთებს, დღეები დღეებს...
ფიქრში ვმარტოობთ მე და სიმარტოვე,
ერთად როცა ვართ არა ვართ მარტო...
მე დავიბადე რომ სიმარტოვე
ამ სამყაროში არ იყოს მარტო..."


ფიქრებს ვალაგებ ხიდზე,მათი ახსნა მარტივია,სიცარიელეში ვეძებ გზას რომ მოვიდე იქ სადაც შენ ხარ.,ხიდებით დედამიწა მოვიარე და მაინც ვერ გიპოვე,გავახილე თვალები და მივხვდი რომ ჩემი გზა დავასრულე, მე მოვედი.........


მინდა ახლოს დაგანახო მთვარე
ღრუბელს როგორ ეფარება ღამე,
ჩემთან მოდი ნუთუ დაიღალე,
შენი ფრთები ისევ გამიშალე.

მინდა ფიქრი აღარ მივცე ქარებს
სიტყვა გითხრა რომელიც მე მმართებს,
გაგაფრინო ოცნებების არეს,
უნდა ნახო რომ ვაცილებ მთვარეს.

ჩემმა ღმერთმა თუ გამიგო რამე,
შენ მოხვედი და მზე გამინათე,
მაშინ ალბათ ჩემ შინაგან მხარეს
მზით სხივებით გაანათებს მთვარე.


მე ვარ სიმარტივე...

მე ვარ სიმარტივე შენი ოცნებების,
მზით და განთიადით სულის შეგუბება,
მე ვარ სიმარტივე შენად არსებობის,
მოლოდინით დაღლის მწარე შეგუება.

მე ვარ სიმარტივე ნისლად გაცრეცილი,
მზესთან კეკლუცი და სხივად გაბრწყინება,
მე ვარ წვიმის წვეთად შენს მხრებს დაწინწკლული,
გიჟი სურვილის და ვნების დაღვინება.

მე ვარ სიმარტივე ღამის მთვარიანზე,
შენი ნაბიჯების გულზე დაბიჯება,
მთებში გაზაფხულზე სუნთქვა გვირილების,
და ამ გვირილებით გრძნობის გაღვიძება.

მე ვარ სიმარტივე,გულში ჩაიხედე,
თუ ვერ შემამჩნიე,გთხოვ ნუ გამამტყუნებ,
მე ვარ ის ოცნება მთვარეს,რომ ანდობდი,
სიმარტივე ვარ და ნუღარ გამართულებ...

/ალისა ელიაშვილი/


მეთამაშები, მაგრამ რატომ, ამას ვერ ვხვდები,
რასაც თვალებით მეუბნები, უარყოფს ბაგე,
თითქოს ჯიუტად გადარაზე გულის კარები,
სულში დამკვიდრდა პირქუში და უკუნი ღამე,
ვერ ვიგებ, ასე დაჟინებით რატომ უარყოფ,
რაც ასე უხვად მოუცია ბუნებას, გამჩენს,
მოსამართლეც ხარ და მსაჯულიც შენ შენი თავის
და ეს სასჯელი შენს სულის გულს არაფერს არგებს,
მე მაბნევს შენი უხერხული და თბილი მზერა,
დაუფარავად, ამ ჩემს სულში, კითხვებს რომ ბადებს,
მიზეზს ვერ ვხვდები, აღარც მინდა უკვე გავიგო,
სიყვარულისთვის შენ მადლობა გადამიხადე,
ამ თამაშიდან მე გავდივარ, წესებს ვერ ვიგებ,
რაც უკვე მითქვამს, აღარასდროს წარმოსთქვავს ბაგე,
ყველაფერს თავის საწყისი და დასასრული აქვს,
ასე ბინდდება, კვლავ ჩემს სულში, და დგება ღამე,
არ ვიცი როგორ გეტყვი იმას, რაც აქ დავწერე,
ანდა რა პასუხს გაიმეტებს მაცდური ბაგე,
ერთს გთხოვ, ნურასდროს,…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor