მე ვარ სიმარტივე
37, Tbilisi, Gürcistan

მე ვარ სიმარტივე...

მე ვარ სიმარტივე შენი ოცნებების,
მზით და განთიადით სულის შეგუბება,
მე ვარ სიმარტივე შენად არსებობის,
მოლოდინით დაღლის მწარე შეგუება.

მე ვარ სიმარტივე ნისლად გაცრეცილი,
მზესთან კეკლუცი და სხივად გაბრწყინება,
მე ვარ წვიმის წვეთად შენს მხრებს დაწინწკლული,
გიჟი სურვილის და ვნების დაღვინება.

მე ვარ სიმარტივე ღამის მთვარიანზე,
შენი ნაბიჯების გულზე დაბიჯება,
მთებში გაზაფხულზე სუნთქვა გვირილების,
და ამ გვირილებით გრძნობის გაღვიძება.

მე ვარ სიმარტივე,გულში ჩაიხედე,
თუ ვერ შემამჩნიე,გთხოვ ნუ გამამტყუნებ,
მე ვარ ის ოცნება მთვარეს,რომ ანდობდი,
სიმარტივე ვარ და ნუღარ გამართულებ...

/ალისა ელიაშვილი/

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor