nino's blog

nino
50, Tbilisi, Gürcistan

ხშირად ჩემზე გეცინება და მე სულელივით განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი...
მინდა ყველაფერი დავივიწყო,გაქრა ყველაფრის ხალისი...
მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა,შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი...
წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,თავქვეშ დარდის მედო ბალიში...
იქნებ მოგენატრე???ოი, გამახსენდა...შენ ხომ მონატრება არ იცი...
 


იცი მარტოობამ როგორ გადამღალა?არა არაფერი არ იცი...

იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...

იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...

იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.

იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები მონატრებულნი თრთიან...

იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!

იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში გარეთ...

იცი ჩემს სიყვარულს და მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!

იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა? არა არაფერიც არ იცი...

იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი...

იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!

ისე მეჯავრები, თან ისე მიყვარხარ... 

არა არაფერიც არ იცი.


 


გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა,
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა.
რომ გზა ჩაგიხერხე გრძნობამორეულმა,
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა,
შენ კი უცოდველი– მკვლელად მესახები,
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია.
მზერა მომაჩეჩე,ცოტა დავიბენი,
ტუჩის კუთხესთან კი ბზარი გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები,
განცდაც აღარ დამრჩა უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა
ვფიქრობ მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ.




03.01.2011


25.02.2011


26.02.2011


მელაპარაკე:

დრო და მანძილი, ხომ არ არსებობს

სიყვარულისთვის...

სიჩუმეს ვიღებ, როგორც სამძიმარს

და მეშინია ჩემი გულისთქმის...

მელაპარაკე: რომ ისევ ერთად

ვიქნებით დღესაც, ხვალაც...მუდამაც,

რომ შეისმინა მაღალმა ღმერთმა,

ჩვენი ლოცვები,ჩვენი მუდარა...

მელაპარაკე:

რომ ჩემთან გინდა

და გეშინია მარტო დარჩენის...

მელაპარაკე:

თუ როგორ წვიმდა,

წვიმისგან ცრემლებს როგორ არჩევდი...

მელაპარაკე:

დრო და მანძილი

გულში ტკივილებს როგორ ალაგებს...

რადგან ძილშიაც ვიღებ სამძიმარს,

სიზმრებში მაინც მელაპარაკე.


მერე რაა რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას,
მერე რაა რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას,
მერე რაა რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს,
მერე რაა რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს.
მერე რაა რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა,
მერე რაა რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა.
მერე რაა რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს,
მერე რაა რომ ატირებულს შენი გული გამაყუჩებს,
მერე რაა რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე,
მერე რაა რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე,
მერე რაა რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას,
მერე რაა რომ ცივა ცოტა ცოტას მართლა არაუშავს,
მერე რაა რომ გამიგრძელდა ლექსი რა ვქნა მაპატიე,
მერე…


ზამთრის დასაწყისს, სიცივის შიშით

ჩვენ გულის სითბოგამოვიგონეთ,

მერე ესსითბოისე დაგროვდა,

რომ სიყვარული გამოვიგონეთ.

და რადგან მაინც გვტკიოდარაღაც,

ჩვენ მონატრებაგამოვიგონეთ.

გაზაფხულს შევხვდით, ისეთი ღელვით,

რომ აღმაფრენა გამოვიგონეთ...

მერეშევშინდით ბობოქარ ვნებით

დაერთგულებაგამოვიგონეთ...

მაგრამ ჩვენს გრძნობას ცამლავდა რაღაც

და უცაბედადდადგა სიშორე...

ამისთვის ახსნა უნდა მოგვეცა,

და ვერაფერი ვეღარ ვიღონეთ..


14.08.2011


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor