უშენობა
50, Tbilisi, Gürcistan

გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა,
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა.
რომ გზა ჩაგიხერხე გრძნობამორეულმა,
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა,
შენ კი უცოდველი– მკვლელად მესახები,
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია.
მზერა მომაჩეჩე,ცოტა დავიბენი,
ტუჩის კუთხესთან კი ბზარი გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები,
განცდაც აღარ დამრჩა უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა
ვფიქრობ მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ.



10 views
 
Yorumlar
nino 12.04.2012

kii namdvilad

tedoqeti 12.04.2012

ულამაზესი და სევდიანი ლექსია :(((((

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor