nino's blog

nino
50, Tbilisi, Gürcistan

28.08.2012


28.08.2012


28.08.2012


ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ
მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება
შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე
ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ
სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები
შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან
უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა
წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან
ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ
ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ამ ფიქრებში კიდევ ერთხელ
გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული
გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის
განელებულა.


ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა, ტკივილიანი ცრემლები ცრიან. ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით, ანდა შევხვდებით ძალიან გვიან. ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს, გული იმედებს კვლავ ჩაისახავს, მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო, ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ! სანამ მიშფოთებს სულს მოგონება, სანამ ბოროტი ქარები ქრიან და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით, იქნება უკვე ძალიან გვიან..


13.11.2011

ჩუ...
სანამ სიჩუმის მსუბუქ მკლავზე,
თავი ოცნებებში ჩამირგია,
მიწიდან ქუჩები ცამდე ვშალე
თვალებით,
ხიდებად გამიდია.
ფიქრები,
უმიზნოდ გაფანტული,
ტროტუარს ტერფებით აწყდებიან,
სიმშვიდის მკლავებში დაშრამული,
მეები სხეულში თავსდებიან.
და ყველა შეცდომა შეცოდებად
მზა, უფლის ფეხებთან დამიწყვია,
ვიღაცას სხვა უფრო ეცოდება,
მე ჩემი ცოდვა ვერ დამითვლია.
ჩუ...
სანამ სხეულზე მრუში ღამე
მთვარესთან გაყრილი ურცხვად ფეთქავს,
სიზმრებმა გაშალეს თხელი ბადე,
კადრები როგორც ზღვა, ისე ღელავს.
სიტყვებად დამიდის სისულელე,
თითებში შრიალით ცეკვავს მარტი,
თავი თუ ლექსებით ვინუგეშე,
ოთახის სარკმლიდან ცა-მონმარტრი,
ჟღერს
წვიმად სიჩუმის სარეცელზე,
ასველებს სიმშვიდის ვიწრო სარჩულს,
სამყარო ერთ სუნთქვად გაშლილ ხელზე,
სთვლემს როგორც ზღაპრებში მეფის ასულს.
ჩუ...
სანამ ღრუბლების მსუბუქ მკლავზე
ცივი ოცნებები გამითბია
და გზები ღმერთამდე ხიდად გავდე,
სანამ უღმერთობა დამითმია...


რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე..





დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,

რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,

მეგობარო შენ გამიგებ პირველად

რა მატირებს ანდა რა მიხარია.

შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,

ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,

მეგობარო შემხედავ და მიხვდები,

წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.

უშენობა, მეგობარო,ძნელია,

უშენობით გულზე მადევს ლოდები.

მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,

შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.

დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,

რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,

მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია


← önceki 1 2 3 4 5 ... 10 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor