nino's blog

nino
50, Tbilisi, Gürcistan

შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება,ერთად ქუჩდება,

 

თურმე ტკივილი კი არ ქრება მხოლოდ ყუჩდება,

 

ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს,

 

ახლა უშენოდ ისე ცივა როგორც არასდროს!...

 

გაიშლებიან ყვავილები ნაირფერებით,

 

ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?!

 

დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი,

 

თუ გამოჩნდები სასწაულად მოგეფერები...

 

შენს თვალებში რომ ანათებენ ათასფერები?!

 

მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს  მოვეფერები,

 

სევდით  ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,

 

დაბრუნდი, ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...

 

უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება დუმდება,

 

თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება

 


ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,

ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს

უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,

ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...

არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების

სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,

ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,

ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.

ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,

ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,

მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,

თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...

ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და

(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)

ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,

ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!

ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,

ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,

ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,

გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ…


19.12.2010


18.12.2010


ნეტავ ვინა სთქვა, ვინ მოიგონა,

რომელს გაუწყრა ღმერთი?

სიყვარულიდან სიძულვილამდე,

ნაბიჯიაო ერთი...

ერთი კი არა, ასი ათასი,

მთელი სიცოცხლე ალბათ, 

თუ მართლა გიყვარს, რომ მოინდომო,

მაინც ვერ გალევ ამ გზას..

მონატრებიდან მოგონებამდე,

თუ მართლა მართლა გიყვარს,

სიყვარულიდან სიძულვილამდე,

გწამდეს ვერასდროს მიხვალ!



18.12.2010


18.12.2010



დღე იყო საოცრად უფერო შენამდე,

კენტი კი თავისთვის საფერფლეს ათბობდა,

შენი თმის სურნელი გამომყვა თითებზე,

ვიდექი ქუჩაში,ციდან მზე მათოვდა.

ვისხედით თვალები გავცვალეთ უსიტყვოდ,

ვიღაცა სადღაცას უსმენდა რომანსებს,

შენ ხევდი წარსულს და ასე ივიწყებდი,

ყველაფერს მტკივნეულს და უფრო მოსაწყენს.

მზე უფრო თავისთვის ათბობდა ქუჩებს და

შენს თმას ფერი ჰქონდა საოცრად მზისფერი,

გამომყვა თითებზე სურნელი სიჩუმის,

და სავსე წუთებით ქუჩაში ვიდექი... 


დასრულდა ცრემლებით ბანალურათ,

ერთი სიყვარულის პრემია,

პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე,

ასე თავნება და ნებიერა.

არადა,ღმერთმანი თავი მომწონს,

მართლა კარგი ვარ და სასურველი,

მიკვირს–ადექი და შემელიე,

მიკვირს–უჩემობას გაუძელი...

ვაი–შენ თორემ მე რა მიჭირს,

მე ჩემს ტყე–უღრანებს გადავლახავ...

შენებრ გონიერი იმდენია,

ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ. 


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor