nino's blog

nino
50, Tbilisi, Gürcistan

13.12.2010


30.07.2011




სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,

ის დრო იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში,

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,

სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,

შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით,

სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,

სიყვარულის რიგში ღმერთო, აქაც ბოლო ვიყავი.

რომ მეთხოვნა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო,

რომელიმე მადლიანსაც იქნებ მსხვერპლიც გაეღო,

მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო,

სხვისი წილი სიყვარული, სახლში როგორ წამეღო.

სიყვარული დამითმეო, ვისთვის მეკადრებინა?

სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ,

ის დრო იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,

სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

და როდესაც დახლთან მიველ კითხვიანი თვალებით,

სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები,

შერჩენოდა წიგნის თარის ერთადერთი კრებული,

და გამყიდველს ისიც სხვისთვის…


26.02.2011


19.09.2011


04.01.2011

იცი? - შენთან იოლია სუნთქვა და

იცი? შენთან იოლია ყოფნა...

ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი

"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?"

იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა

და სხვაგვარად მომეპარა ღამე...

და სანამ ძილს უმკლავდება თვალები

დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..

და სიზმარში მოგეპარო მალულად

არ მელი და არ მიცქერი როცა..

დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა

ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა

იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი

მენატრები, გეძახი და გიცდი

მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და...

ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?


13.12.2010


13.12.2010


13.12.2010


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor