nino's blog

nino
50, Tbilisi, Gürcistan

06.08.2012


06.08.2011


როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად,
სევდიან თვალებს დახუჭავ წამით,
მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან
და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით.
მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო,
ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს.
იქნებ განგებამ ნება არ დართო,
რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს?
ეს მარტოობაც მისი ბრალია
და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის,
თუ სიყვარულით ისიც მთვრალია
მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის.
გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული...
ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს!
ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული,
ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს.
კვლავ შეიფარე ვნებარე გულით,
თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა
რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით
მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა:
როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას,
მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე!
რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას
და აუხდენელ ოცნებას ვგავდე

 


ვიფიქრო შენზე?–ბევრი ვიფიქრე,
ვიდარდო შენზე?–ბევრი ვიდარდე,
გადაგივიწყო?–არ შემიძლია,
არ შემიძლია რომ არ მიიყვარდე.
წიგნი ვიკითხო?–გულს ვერ დავუდებ,
ლექსები ვწერო?–არ ვარ პოეტი,
თავი მოვიკლა?–არ შემიძლია,
განა ამ ქვეყნად მისთვის მოვედი?!
სხვა შევიყვარო?–არ იზამს გული,
სხვა მომეწონოს?–არ ვარ მსურველი,
სატრფო მოგიკლა?–ჯალათობაა,
მე გზის ჩვენებას შენგან მოველი.


იყო თვალების ციმციმი ურჩი,

ულამაზესი ქარები ქროდა.

დაუკითხავად შესახლდი გულში,

შენ საამისოდ უფლება გქონდა.

შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი

და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ,

მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში,

განა ამისი უფლებაც გქონდა?


მოხვედი,

თან მოგყვა იების ღიმილი,

ფიქრმა აიწყვიტა,

გულს რითი უშველო?

წახვალ და ჩამოთოვს

ფიფქებად ფიქრები,

წახვალ და

როგორღა ვიცხოვრო

უშენოდ?


ის, რაც არ ახდა, ხომ უფრო გვახსოვს,

ხან ტკივილს, ხანაც სინანულს იწვევს,

სიყვარულია ძვირად რომ ფასობს,

თორემ ყველაფერს ვიყიდით ისევ.

მოდი, ასწიე პატარა ყანწი,

თორემ ცხოვრებას ვიწყებ თავიდან,

ნახე რა ნაზი ფერებით გვაწვიმს,

მერე რა... თუკი წლები გავიდა...

მე უნდა მოვკვდე შენი ალერსით,

გათენებისას მოვკვდები რადგან,

კიდევ შევხედავ თვალებგახელილს,

ჩემს წინ ღიმილით და ცრემლით დამდგარს...

ის, რაც არ ახდა, ხომ უფრო გვახსოვს,

ტკივილს თუ არა სინანულს იწვევს,

სიყვარულია ძვირათ რომ ფასობს,

თორემ ყველაფერს ვიყიდით ისევ.


13.12.2010



13.12.2010


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor