tevchoevcho's blog

tevchoevcho
34, Tbilisi, Gürcistan

შენით გადაღლილი ჩემი ემოცია,
ფრაზებს მივანდე და
ლექსად შევუკვეთე,
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული შეუბერე.

ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა,
სულზე მტკაველებად
გადავითვლი ტკივილს,
მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო,
ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.

შენით გადაღლილი ზამთარს ვეურჩები,
იქნებ დამნებდეს და წასვლა დააჩქაროს,
შეძლებისდაგვარად თავსაც ვეგუები,
მინდა შეგუება მანაც დამაცადოს.

მალე ღამის სუნთქვა,ისევ დასუსტდება,
ადრე ირიჟრაჟებს დილა ბორიალა,
შენით დაღლილი თუ შენში დავისვენებ,
ვიყო ამ შეგრძნებით მაშინ წარა-მარა...

ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული,შეუბერე,
ქარის მოტანილი ზამთრის თეთრი ბოდვა,
ლექსად ამ ცხოვრებას შენთვის შევუკვეთე.


სმას მივეჩვიე, მოწევაც დავიწყე, ეს ჩემი ცხოვრება რომ ვერ ავიწყე,
ცხოვრების წინაშე ვდგავარ მარტოკა, და ვეკითხები, რატომ გამწირე,
რატომ მაქციე ცხოვრებავ ზურგი, უგულო ბავშვად რატომ მაქციე?
გზაზე ხაფანგი რატომ დამიგე, ათასგვარ ტანჯვას რატომ მამთხვიე.

რატომ?... რატომ და ისევ რატომ, რატომ დამტოვე ამ ქვენად მარტო?
რატომ?... რატომ და ისევ რატომ, მე ხომ ერთადერთს, სიყვარულს ვნატრობ.
ფეხი ამიცდა, ჩავვარდი წყალში და მიმაქანებ უფსკრულშო ხრამში,
და ერთადერთი მუჭაში შემრჩა, ქვას მოგლეჯილი, საწყალი ხავსი.

ძალა მეცლება, ვვარდები ნელა, რწმენა დავკარგე საკუთარ თავში.
ხმას ვეღარ ვიღებ, უკვე მაშინებს, ბზარი გამჩნდარი, საკუთარ ხმაში,
წამწამს ვეღარ ვწევ, უკვე მაშინებს, ჩამქრალი შუქის დანახვა თვალში,
ჯერ ხომ ბავშვი ვარ, მაგრამ მე უკვე, ჭაღარას ვხედავ, სკუთარ თმაში.

ალბათ ვბერდები, მოვხუცდი ბავშვი, წლები…


მიყვარს უზომოდ მიყვარს,,შენი თითოეული სიტყვა მიყვარს..შენი ყოველი ამოსუნთქვა,,მოძრაოობაა..თვალის დახამხამეებაც კი...შენი გულიანი გაცინებაა მიყვარს,,აიი გულიანი ტირილი რო იცი ეგეეც მიყვარს..თვალები ბავშვივით რომ გიბრწყინავს ხოლმეე ეგეცც..ჩემ ყურთან შემი ლაპარაკი მიყვარს..შენი თბილი ჩახუტება მიყვარს,გულში დიდად და ღრმად..ჩემი ამოსუნთქვააც მიყვარს რომელიც შენი სიყვარულითაა გამთბარიი..შენი სუნი მიყვარს ტკბილი და შენნაურიი..ყველა წვრილმანი მიყვარს რაც შენ თავს მახსენებ.,შენი ყოველი სმს მიყვარს...ყოველი ნათქვამი "მიყვარხარ" მიყვარს...იცი დედამიწაც მიყვარს..რომელზეც შენ დააბიჯებდი..ყველა ადამიანი მიყვარს რომელსაც შენი სახელი ჰქვიაა...ჩვენი მუსიკა მიყვარს,,(bon jovi always)ჩვენ რომ ვუსმენდით მთვარიან ღამეს ერთად,,რავქნა ამდენი მიზეზი მაქვს და კიდევ არ მაქვს უფლება მიყვარდე..?


..ისევ და ისევ წვიმს...წვიმის ხმაური ისევ შენს ხმას მახსენებს. ვფიქრობ... ვფიქრობ, მაგრამ რისთვის ნეტავი. ვიცი, რომ მოხვალ, მაგრამ ლოდინმა დამღალა. მენატრები... გეძახი... ჩუმად ვიმეორებ შენს სახელს... მინდა შენი ცქერით დავტკბე. როცა ახლოს იყავი მუდამ მიუწვდომელი მეგონე ჩემთვის, მაგრამ ახლა როცა შორს ხარ ვხვდები თუ რა ახლოს იყავი ჩემთან. ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება, შენი ლამაზი თვალები და შენი აჩქარებული ფეხის ნაბიჯი... აღარ შემიძლია, ტირილი მინდა, მაგრამ ვერ ვტირი... შენს სურათს ვუყურებ და ვიცი რომ შენც ფიქრობ ჩემზე, შენც იტანჯები... რატომ ხდება ასე? მიყვარხარ მუდამ ამას ვიმეორებ ჩუმად, ხმამაღლა ვერ ვბედავ,რადგან მეშინია ვინმემ არ დამიმსხვრიოს ეს გრძნობა. ის ხომ ისეთი სათუთი და…


ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ...
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!... იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ…


ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმათ,…


გ(ვ)ცოდავ უფალო ... დილას ვიწყებ სიტყვით მიყვარხარ ... თუნდაც დატანჯულს ვუყურებდე სარკეში ჩემს თავს , ვიბედნიერებ! ცამდის , მთვარემდის...

მათბობს უფალო...

ჩვენს ხელისგულებს დარჩენიათ კვალი ფერების , მწვანე ოცნება მიშრიალებს დღეიდან ალმებს. სულში ვიხუტებ ... როგორ დავმალო ?

მიყვარს უფალო...

ფეხქვეშ მივთელავ ყველა ჩარჩოს,ტაბუს , გაკიცხვას... სულ არ მადარდებს ვინ ანრას მკითხავს ...მხოლოდ ჩემია , ჩემში, ჩემსავით, ჩუმად ჩასახლდა ...

მყავდეს უფალო..


გადავათეთრე ცხოვრება წერით,

გულს დავიბნიე მუზის საკინძე.

რა მოხდა მერე? დავიღალე და

ჩემი ფიქრები ლექსად ავკინძე.

დავთვალე ფიქრი, დავთვალე დარდი,

წმინდა მარიამს ვავედრე მიწა.

არ გამივლია ბოროტი გულში,

ჩემს ერთ ხატებას, სამშობლოს ვფიცავ!

ვათენე ღამე, გავლესე ხმალი,

წერას ვიწყებდი აისის პირას.

და ვმშვიდდებოდი ჩემივე ლექსით,

როგორც ზღვის ტალღა თვეს მაისისას.

ვწერე ლექსები დიდ სინანულზეც,

რომელიც ჩამრჩა მე სულში ლაქად.

თითქოს ცხოვრებამ გადამაიარა

და ლექსის გარდა სულ ყველა გაქრა.

ვწერე ულევად, ვწერე დარდებით.

შორით მოსულმა მგზავრა დაღლილმა,

მოვფინე მუზა ია-ვარდებით,

უიარაღოდ გულში დაჭრილმა.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ წარსულზე,

საიდან მოველ ან საით წავალ.

ასე წერაში გაივლის წლები,

ჩემი სიცოცხლეც მორჩება, გავა.

გავალ ბოლოში და სამსჯავროზე,

გავემართები კვკლავ დარდიანი.

იქ გადაწყდება ვიცხოვრე რისთვის,

მერქვა თუ არა ადამიანი.

და დამშვიდდება ეული სული,

გამომიტანენ როცა განაჩენს.

ან…


ჩაფიქრებული ვზივარ ამ წუთას,

ჩუმი ფიქრები გასცდა ნაპირებს.

გავდივარ გარეთ და ბნელ ღამეში,

კვლავ ძველებურად წვიმას აპირებს.

დაუფარიათ ღრუბლებს ქალაქი,

ამიტირდება მე თავზე ზეცა.

ისე ვირევი და ვილექსები,

ნასვამი კაცის გულივით ვფეთქავ.

ფანჯრის დარაბას დავლეწავ ახლა,

გავხედავ კვალავც მეგობარ ტირიფს.

დაამტვრევს ღამის აგონიას და

ზეცასთან ერთად ტირიფიც ტირის.

მგზავრი ქუჩაში ეული დავრჩი,

გამიღეთ ვინმემ მე სახლის კარი.

თორემ ღამეში დავბოდიალებ,

ვით უპატრონო პატარა ძაღლი.

მომცით ვინმემ სულ ცოტა ძალა,

დალეწეთ მაინც ჩემი დარაბა.

და მარტოობას გადარჩენილი,

სულ ყველა მუზას თქვენთვის დავრაზმავ.

გავდივარ გარეთ, ვანთებ სიგარეტს,

შუბლზე მეცემა პირველი წვეთი.

ფიქრია ერთი, ფიქრია ასი

მე კი ეული გიჟივით ვთვრები.

თავი მაქვს კვლავაც ქვემოთ დახრილი,

ვდგავარ მუხელებზე როგორც ვერლენი.

არ მინდა წერა, მაგრამ სტრიქონებს,

მე ძველებურად ვეღარ ველევი.

სამი ძმაკაცი მე მიდგას გვერდში,

ღამე,…


მტკივა, მცივა... ჩემს ობოლ სულში ზამთრის სუსხიანი ქარი ბობოქრობს და უმოწყალოდ თელავს თუ რამ კარგია ჩემში დარჩენილი.
მეშინია, მეშინია თვალის გახელის, თუმცა გავახილე და რა? ირგვლივ უკუნი წყვდიადია.
მზეც კი გაშავებულა და თითქოს ისიც მარტოსულად გრძნობსო თავს, ისე ჩაუმალია თავი მთის უკან თითქოს
ეშინია, ეშინია ავისმომასწავებელი სიჩუმის და ყველაფერი იმის რაც აქ ტრიალებს,ამ ცოდვილ დედამიწაზე.
მე კი მეშინია, თავს მარტოსულად ვგრძნობ, სუსტი ვარ, დაუცველი, მცივა, ვაი რომ გავჩნდი დ მოვევლინე საერთოდ ამ წუთისოფელს.
აი ვხედავ რაღაც გამოჩნდა ეს ჩრდილია, ჩრდილი ვიღაცისა, უკუნ სიბნელეში უკუნი ლანდი.
ავისმომასწავებელმა სიჩუმემ ცოტა ხანს გასტანა ფეხის ერთი დადება და იის ახლად გაფურჩქნულმა კოკორმასამუდამოდ შეწყვიტა არსებობა, განისვენა და დაისვენა, წავიდა…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor