გადავათეთრე ცხოვრება წერით,
34, Tbilisi, Gürcistan

გადავათეთრე ცხოვრება წერით,

გულს დავიბნიე მუზის საკინძე.

რა მოხდა მერე? დავიღალე და

ჩემი ფიქრები ლექსად ავკინძე.

დავთვალე ფიქრი, დავთვალე დარდი,

წმინდა მარიამს ვავედრე მიწა.

არ გამივლია ბოროტი გულში,

ჩემს ერთ ხატებას, სამშობლოს ვფიცავ!

ვათენე ღამე, გავლესე ხმალი,

წერას ვიწყებდი აისის პირას.

და ვმშვიდდებოდი ჩემივე ლექსით,

როგორც ზღვის ტალღა თვეს მაისისას.

ვწერე ლექსები დიდ სინანულზეც,

რომელიც ჩამრჩა მე სულში ლაქად.

თითქოს ცხოვრებამ გადამაიარა

და ლექსის გარდა სულ ყველა გაქრა.

ვწერე ულევად, ვწერე დარდებით.

შორით მოსულმა მგზავრა დაღლილმა,

მოვფინე მუზა ია-ვარდებით,

უიარაღოდ გულში დაჭრილმა.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ წარსულზე,

საიდან მოველ ან საით წავალ.

ასე წერაში გაივლის წლები,

ჩემი სიცოცხლეც მორჩება, გავა.

გავალ ბოლოში და სამსჯავროზე,

გავემართები კვკლავ დარდიანი.

იქ გადაწყდება ვიცხოვრე რისთვის,

მერქვა თუ არა ადამიანი.

და დამშვიდდება ეული სული,

გამომიტანენ როცა განაჩენს.

ან დავიწივები ანდა ვინათებ,

აღარ ვიდარდებ მერე დანარჩენს.

მაინც ვწერ ახლა ცხოვრების არსზე,

თუმც კი ვინა ვარ, უნიჭო ერთი.

და იმედი მაქვს მე სული წმინდის,

წყალობას მომცემს მაღალი ღმერთი.

გადავათეთრე სიცოცხლე წერით,

გულს დავიბნიე მუზის საკინძე.

მე გამახსენდა ჩემი ცხოვრება,

და ღამის ოთხზე ლექსად ავკინძე.

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor