tevchoevcho's blog

tevchoevcho
34, Tbilisi, Gürcistan

მტკივა ყველაფერი. რაც ხდება. რასაც ვხედავ. რასაც ვგრძნობ. რაც მესმის. მტკივა ფულზე გაცვლილი და გაყიდული სამყარო. მტკივა ნაგავსაყრელად ქცეული დედამიწა. მტკივა წყვდიადში ჩაძირული აწმყო. მტკივა გალიაში ჩასმული თავისუფლება. მტკივა უსახლკაროს ტკივილი. მტკივა შვილმკვდარი დედის ცრემლები. მტკივა გახუნებული ოცნებები. მტკივა გარდერობზე გაცვლილი მეობა. მტკივა შერცხვენილი საქართველო. მტკივა შიშჩამდგარი თვალები. მტკივა მოლოდინი. მტკივა გაურკვევლობა. მტკივა მანძილი უშენობიდან უჩემობამდე. მტკივა შენი სიჩუმე. მტკივა სიყალბე. მტკივა გაშიშვლებული ურთიერთობები. მტკივა ტყუილები. მტკივა უჰაერობა ფილტვებში. მტკივა მოჩვენებითი უდარდელობა. სიმშვიდე. ღიმილიანობა. მშვიდობა. ბედნიერობა. მტკივა წარსული. მტკივა შეცდომები. მტკივა მარტოობა. მტკივა სიცარიელე. მტკივა უძილობა. მტკივა დაღლილობა....


ქუჩებს აპრილის ნაკლებობა ეტყობათ გარეთ,

სახელურები ვერ მოვარგე ხასიათს შიგნით,
ჩემიდან სადმე რომ გავიდე მისივე კარით,
თანდაყოლილი,გვერდნაკლული დღეების წიგნით,
ჯერაც სიცოცხლის ნიშანწყალი ფიქრია,ანდა,
იქნებ არც ღირდეს ვწერო ის,რაც აქამდე მსურდა.
თვალწინ აორთქლდა ყველა,ჩემ წინ,ვისიც კი მწამდა
და შემეყარა უმზეობის ციება,სურდო.
ათასჯერ ნათქვამს,ვიცი,ახლაც ამ ლექსით ისმენ,
რომ უშენობა მძიმეა და არყოფნას უდრის,
რაც შენ აქამდე გიგრძვნია ან გინახავს ,ის მე
ჩემს თავშიც ვნახე და გონების პირველი უჯრის
ყველაზე ნათელ,თვალსაჩინო კუთხეში დავდე ,
რომ როცა ვნახავ,ისევ ისე მახსოვდეს მუდამ,
სურვილმა იმის,შენს ჩასუნთქვას რაღაცით ვგავდე,
არ გამიმართლა და მას ჩემი ნებითვე ვგუდავ.
ძალაგამოცლილ ნაბიჯებით მივდივარ თითქმის,
(არადა „თითქმის“-ს მოქმედებად არ ვთვლიდი წინათ)
ვერ მივაგენი ჩიტმა ბუდეს ,თუ როგორც ითქმის,
შენთან რომ სული გავიყავი,ცოტა მხვდა წილად


მოდი და მოვუყვეთ ერთმანეთს,

როგორ ვეღარ ვძლებთ

ბგერების ვაკუუმში.

მერე, უცნაური ფერებით გადავიხატოთ თვალები,

გაბზარული სულის ანარეკლებიდან.

ავწიოთ დროშები და ვუთხრათ დროს,

რომ დუმილი არ ნიშნავს დანებებას!

დაწოლილ სკამზე დავსხდეთ და უბრალოდ,

დაველოდოთ მორიგ გათენებას.

ანდა, ხელების ცეცებით გავიკვლიოთ გზა,

რომელსაც მთლიანობისაკენ მივყავართ.

ჩადრი ჩამოვგლიჯოთ მიმიკებს

ერთადერთ დასკვნასთან მივიდეთ,

რომ ახლა ცალ-ცაკე უკვე ნიშნავს უარყოფას.

მე კი არ მინდა არყოფნას შევეხიდო,

გელოდები შენ!

პასუხამდე, ამ ლექსს დავწერ,

მერე, მოდი და

უბრალოდ, გავთბეთ, ცამდე.


„მთელი სამყარო ახლა ჩემშია და ერთი ციდა მზე დამყავს გულით. სადაც წავედი თან წავიყვანე, ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის“ - ეს ვთქვი და დავდუმდი, თითქოს მეუხერხულა, შემეშინდა არ გამკიცხონ, არ გამლანძღონ მეთქი... მერე და რისთვის? იმისთვის რომ თავად სითბო და სიყვარული შევიყვარე და თავად მზე გავიხადე ჩემი და ჩემად?

ასე სიჩუმეში დავემალე საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს.

არა და როგორ მელამაზა ეს გულიდან ამოსული სიტყვები, როგორი წამიერი გაელვება და სულიდან სუნთქვას ამოყოლილი სიტყვები იყო.

არა და როგორ ათასში ერთხელ მეწვევიან ხოლმე ეს გრძნობები და მაშინაც კი იმის შიშმა გამაჩუმა ვაი და სხვას არ მოეწონოს მეთქი...

ისევ სიჩუმეში გამოხვეული ჩვეულებრივობა გვირგვინს მადგავას თავზე…


სიჩუმე სრული.. ვიწყებ ფოთოლცვენას.. ვიწყებ დილას.. ვიწყებ მომაბეზრებელ წასვლებს უწყვეტ წვიმებში.. ვიწყებ სიარულს ნაცრისფერ ბორდიურზე.. ვაგრძელებ გზებს თქვენამდე.. ვაგრძელებ თითებს ფასდაკლებით.. ვაგრძელებ ხმაურს სიჩუმეში.. ვაგრძელებ წერას.. ვაგრძელებ საუბრებს არაფერზე.. ვაგრძელებ დაწყებულს თავიდან.. ვაგრძელებ თქვენთვის ნერვის მოშლას.. ვამატებ დღეებს შემოდგომას.. ვიმატებ წლებს ნისიებად.. ვიმატებ ალკოჰოლს დასათრობად.. გიმატებთ ღიმილებს შემდეგისთვის.. ვასრულებ დღეს ღამედ.. ვასრულებ წამით წუთებს.. ვასრულებ წერას.. ვწვავ ნაწერს.. ვასრულებ ღიმილებს, სიცილებს.. ვასრულებ ხმაურს.. ვასრულებ წვიმას.. ვწვები.. ვხუჭავ თვალს (ორივეს).. ვიწყებ ფიქრს.. ვასრულებ ფიქრს.. მეღიმება.. წვიმა კი ძლიერდება..


მიყვარს, როცა უარაფრო ვარ,.მიყვარს, როცა არავის დაკარგვის შიში არ მაქვს.მიყვარს, როცა ქუჩაში გამოვდივარ ისე თითქოს მხოლოდ მე ვარსებობდე,ჩვეულებრივ მაცვია, ისე როგორც სახლში და არ მაინტერესბს ვინ რას იტყვის.მიყვარს, როცა ყურსასმენებში ბოლომდე მესმის ,,people are strange” და ყველას მინიმალური ღიმილის კოეფიციენტით ვუღიმი.. მიყვარს, როცა ეს სამყარო ფეხებზე მკიდია.მიყვარს, როცა რაიმეს მიხსნიან,მე არ მესმის რადგან მუსიკა მაქვს ბოლო ხმაზე აწეული, ბედნიერი ვიღიმი და ვეთანხმები.მიყვარს, როცა შეკითხვაზე ,,გაიგე?” ვპასუხობ ,,რათქმაუნდა” მაშინ როდესაც ისიც კი არვიცი რაზე საუბრობენ.მიყვარს, როდესაც ირონიით ვუყურებ ამ ნაგვის ყუთად ნაქცევ ცხოვრებას,როცა ისტერიულად ვიცინი მაშინ როცა მტკივა. მიყვარს, როცა ჩემზე არავინ ზრუნავს და ვინც ცდილობს უბრალოდ დავცინი.მიყვარს, როცა ღამეა…


ნივთები რაც ხელიდან მივარდება და თილისმები რასაც ვკარგავ,აღარც კი ვითვლი.დასაკარგიც ბევრი არაფერი შემრჩა.იმდენად მძულს დაკარგვის დანცდა,იმდენად საზიზღარი და ტკივილიანია,იმდენ სიცარიელეს ტოვებს, რომ არავის შეძენის სურვილი აღარ მაქვს...წინასწარ ვიცი,მაინც დავკარგავ.


გულში ნაღველი რატომ ჩაიქცა ვითომ ცხოვრებამ პროგრესი განვლო ვითომ მიწა და ცა დაქცეულა...არაა..!! ვითომ ეხლა შენ ჩემზე ფიქრობ ? ვითომ შენ მე გინდივარ და იმას ნანობ რო მიღალატე? ...არააა...შენ დაიკიდე მსოფილიო ერთი რომელიც მე მპოვე ამ ქვეყანაზე,უმალ დაკარგე როგორც უსარგებლო ნივთი ქუჩაში ნაპოვნი ...ნანობ ეხლა შენ ? არა უბრალოდ დამიკიდე უბრალოდ დაგავიწყდი...კი არ მიყვარდი ღმერთივით მწამდი...კი არ ვარსებობდი შენთვის..! თოჯინა ვიყავი შენი,ჰაერი ვიყავი შენი,სიცოცხლე,გულის სევდა თუ ბედნიერება...ბედნიერება სრულად ვერ ასახავს იმ გრძნობის მთლიან აზრს არამედ ის მხოლოდ ნაწილის ნაწილი..როგორც მსოფლიოში ერთი პატარა ჩიტი ...თავისთვის რომ ნავარდობს სიცოცხლეს იხალისებს ცდილობს არ იფიქროს იმაზე რომ შეიძლება ვიგაცა უმოწყალოდ გაწიროს ესროლოს და…


“გულწრფელი ღიმილი ეხება ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას - თანდაყოლილ მოთხოვნილებას სიკეთისადმი”...მოდით გულწრფელად და გრძნობით ვიღიმოთ ..ვიღაცას ხომ მართლა აბედნიერებს ჩვენი ღიმილი !!


სიყვარული უბერებელია...და მაშინ როცა მე ზურგში მოვიხრები,ჩემი სახე დანაოჭნდება და ლურჯი თვალები დადარდიანებული სადღაც გაქრება მე ისევ მეყვარები გეფიცები...და როგორც ეხლა მერეც ჩვენს სიყვარულს დავიფიცებ... ♥ გეფიცები ჩვენს სიყვარულს......


← önceki 1 2 3 4 5 6 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor