მოდი და მოვუყვეთ ერთმანეთს,    როგორ ვეღარ ვძლებთ    ბგერების ვაკუუმში
34, Tbilisi, Gürcistan

მოდი და მოვუყვეთ ერთმანეთს,

როგორ ვეღარ ვძლებთ

ბგერების ვაკუუმში.

მერე, უცნაური ფერებით გადავიხატოთ თვალები,

გაბზარული სულის ანარეკლებიდან.

ავწიოთ დროშები და ვუთხრათ დროს,

რომ დუმილი არ ნიშნავს დანებებას!

დაწოლილ სკამზე დავსხდეთ და უბრალოდ,

დაველოდოთ მორიგ გათენებას.

ანდა, ხელების ცეცებით გავიკვლიოთ გზა,

რომელსაც მთლიანობისაკენ მივყავართ.

ჩადრი ჩამოვგლიჯოთ მიმიკებს

ერთადერთ დასკვნასთან მივიდეთ,

რომ ახლა ცალ-ცაკე უკვე ნიშნავს უარყოფას.

მე კი არ მინდა არყოფნას შევეხიდო,

გელოდები შენ!

პასუხამდე, ამ ლექსს დავწერ,

მერე, მოდი და

უბრალოდ, გავთბეთ, ცამდე.

3 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor