მიყვარს, როცა უარაფრო ვარ,როცა ეს სამყარო ფეხებზე მკიდია. ..
34, Tbilisi, Gürcistan

მიყვარს, როცა უარაფრო ვარ,.მიყვარს, როცა არავის დაკარგვის შიში არ მაქვს.მიყვარს, როცა ქუჩაში გამოვდივარ ისე თითქოს მხოლოდ მე ვარსებობდე,ჩვეულებრივ მაცვია, ისე როგორც სახლში და არ მაინტერესბს ვინ რას იტყვის.მიყვარს, როცა ყურსასმენებში ბოლომდე მესმის ,,people are strange” და ყველას მინიმალური ღიმილის კოეფიციენტით ვუღიმი.. მიყვარს, როცა ეს სამყარო ფეხებზე მკიდია.მიყვარს, როცა რაიმეს მიხსნიან,მე არ მესმის რადგან მუსიკა მაქვს ბოლო ხმაზე აწეული, ბედნიერი ვიღიმი და ვეთანხმები.მიყვარს, როცა შეკითხვაზე ,,გაიგე?” ვპასუხობ ,,რათქმაუნდა” მაშინ როდესაც ისიც კი არვიცი რაზე საუბრობენ.მიყვარს, როდესაც ირონიით ვუყურებ ამ ნაგვის ყუთად ნაქცევ ცხოვრებას,როცა ისტერიულად ვიცინი მაშინ როცა მტკივა. მიყვარს, როცა ჩემზე არავინ ზრუნავს და ვინც ცდილობს უბრალოდ დავცინი.მიყვარს, როცა ღამეა და მხოლოდ მე ვარ ჩემს ხმაურიან დუმილთან ერთად,როცა ძილის წამლები ჩემზე არ მოქმედებენ,ფანჯრის რაფაზე ვზივარ და ლიმნიანი ჩაი მითბობს თითებს.მიყვარს, როდესაც ჩემს უიღბლობაზე თავად ვიცინი და ცხოვრებას აღარც კი ვეკამათები,როცა არაფერს ვცდილობ და დაზომბებულ მასას გულში დავცინი,როცა მოჩვენებითი სიკეთით ხალხის თვალში პლიუსებს იწერენ,არადა ბინძური ზომბები არიან.მიყვარს, როცა მეაფერისტებიან,სისულელებით მიჭედავენ ტვინს,მე კი უბრალოდ ვიღიმი,ვითომ მჯერა მატი. როცა უაზრო მოსაკითხ sms-ებს მწერენ,,,რას შვები” ,,სად დაიკარგე” ,,ეხა სად ხარ” და ა.შ მე კი უბრალოდ ანგარიშზე არ მაქვს და თუ მაქვს ასევე უბრალოდ ვრეკავ სადმე,რის შედეგადაც ანგარიში იხარჯება და თავს დამნაშავედ აღარ ვგრძნობ,რომ ამ სულელურ კითხვებს არ ვუპასუხე.მიყვარს, როცა ყველაფერი ჩემი ცხოვრების ფერია…მიყვარს, როცა უარაფრო წყვილები, თავიაანთ ისედაც ნაცრისფერ გრძნობას უფრო ამასხარავებენ (გულში მათაც დავცინი,ერთმანეთი თურმე უყვართ მაგრამ მათთვის აჯობებს დაშორდნენ.გესმით ხალხო? თურმე სიყვარულისთვის ასე აჯობებს,ეჰ მათ რა იციან რა არი სიყავრული…)მიყვარს, როცა ამ ცხოვრებისგან არავის და აღარაფერს ველი,ასე ხომ იმედიც აღარასდროს გამიცრუვდება.მიყვარს… მიყვარს როცა უმიზნოდ ვმოძრაობ და ჰორიზონტზე სიმშვიდეა…

5 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor