სულ სულ მარტო...
34, Tbilisi, Gürcistan

მტკივა, მცივა... ჩემს ობოლ სულში ზამთრის სუსხიანი ქარი ბობოქრობს და უმოწყალოდ თელავს თუ რამ კარგია ჩემში დარჩენილი.
მეშინია, მეშინია თვალის გახელის, თუმცა გავახილე და რა? ირგვლივ უკუნი წყვდიადია.
მზეც კი გაშავებულა და თითქოს ისიც მარტოსულად გრძნობსო თავს, ისე ჩაუმალია თავი მთის უკან თითქოს
ეშინია, ეშინია ავისმომასწავებელი სიჩუმის და ყველაფერი იმის რაც აქ ტრიალებს,ამ ცოდვილ დედამიწაზე.
მე კი მეშინია, თავს მარტოსულად ვგრძნობ, სუსტი ვარ, დაუცველი, მცივა, ვაი რომ გავჩნდი დ მოვევლინე საერთოდ ამ წუთისოფელს.
აი ვხედავ რაღაც გამოჩნდა ეს ჩრდილია, ჩრდილი ვიღაცისა, უკუნ სიბნელეში უკუნი ლანდი.
ავისმომასწავებელმა სიჩუმემ ცოტა ხანს გასტანა ფეხის ერთი დადება და იის ახლად გაფურჩქნულმა კოკორმასამუდამოდ შეწყვიტა არსებობა, განისვენა და დაისვენა, წავიდა სამუდამოდ.
დასკვნა: სუსტი ადამიანი გაითელება და წაიშლება, წაიშლება ვით ახლად გაფურჩქნული ია. ია რომელმაც მარადიულ წყვდიადში მყოფმა სული საოცრად, მტკივნეულად და მელანქონიურად დალია.

18 views
 
Yorumlar
tevchoevcho 25.12.2011

მტკივა, მცივა... ჩემს ობოლ სულში ზამთრის სუსხიანი ქარი ბობოქრობს და უმოწყალოდ თელავს თუ რამ კარგია ჩემში დარჩენილი.

aMIRZAde 25.12.2011

ვიდრე სულს დალევდა ის ია იყო სიკვდილის შემდეგ მაინც იად დარჩა. მართალია ის სუსტი იყო, დაუცველი და ამიტომ მოახერხეს მისი გათელვა, მაგრამ მისი სილამაზე, სინაზე და მშვენიერება მახსოვრობაში და მონატრებაში დარჩა....

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor