ჩუმი ფიქრები გასცდა ნაპირებს
34, Tbilisi, Gürcistan

ჩაფიქრებული ვზივარ ამ წუთას,

ჩუმი ფიქრები გასცდა ნაპირებს.

გავდივარ გარეთ და ბნელ ღამეში,

კვლავ ძველებურად წვიმას აპირებს.

დაუფარიათ ღრუბლებს ქალაქი,

ამიტირდება მე თავზე ზეცა.

ისე ვირევი და ვილექსები,

ნასვამი კაცის გულივით ვფეთქავ.

ფანჯრის დარაბას დავლეწავ ახლა,

გავხედავ კვალავც მეგობარ ტირიფს.

დაამტვრევს ღამის აგონიას და

ზეცასთან ერთად ტირიფიც ტირის.

მგზავრი ქუჩაში ეული დავრჩი,

გამიღეთ ვინმემ მე სახლის კარი.

თორემ ღამეში დავბოდიალებ,

ვით უპატრონო პატარა ძაღლი.

მომცით ვინმემ სულ ცოტა ძალა,

დალეწეთ მაინც ჩემი დარაბა.

და მარტოობას გადარჩენილი,

სულ ყველა მუზას თქვენთვის დავრაზმავ.

გავდივარ გარეთ, ვანთებ სიგარეტს,

შუბლზე მეცემა პირველი წვეთი.

ფიქრია ერთი, ფიქრია ასი

მე კი ეული გიჟივით ვთვრები.

თავი მაქვს კვლავაც ქვემოთ დახრილი,

ვდგავარ მუხელებზე როგორც ვერლენი.

არ მინდა წერა, მაგრამ სტრიქონებს,

მე ძველებურად ვეღარ ველევი.

სამი ძმაკაცი მე მიდგას გვერდში,

ღამე, ტირიფი და ჩუმი წვიმა.

აანთეთ ვინმემ ერთი სანთელი,

სანამ სიგიჟის საზღვართან მივალ.

ჩაფიქრებული ვზივარ ამ წუთას,

ჩუმი ფიქრები გასცდა ნაპირებს.

გავდივარ გარეთ და ბნელ ღამეში,

კვლავ ძველებურად წვიმას აპირებს.

6 views
 
Yorumlar
არავინ 25.12.2011

ჩაფიქრებული ვზივარ ამ წუთას,

ჩუმი ფიქრები გასცდა ნაპირებს.

tevchoevcho tevchoevcho 25.12.2011

ამიტირდება მე თავზე ზეცა

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor