Mrdzia's blog

Mrdzia
45, Tbilisi, Gürcistan

12.06.2009

წუხელ სიზმარში მესიზმრა ქალი
მზის დავარცხნილი და ლურჯ თვალება.
თმებს უკოცნიდა უხეში ქარი,
მთლად სასწაული, ურცხვი, თავნება.


მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,
ვმღერი ქართულად, ვწუხვარ ქართულად


მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია.
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
  


გამომიგონე...
ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას,
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი
ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა
შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას,
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე
და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხიე
ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე,
მე ხომ დაგნებდი...
გამომიგონე...
შემიყვარე როგორიც გინდა,
დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი..
მე ხომ უზომოდ დავიღალე
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა.
მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები
მზეს მონატრებულ კედლებს შორის,
ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს.
დამტოვე…


სათქმელი ქცეულა ტუჩებთან ამბორად,
თითებიც ფრთხილად თრთის შენს უხეშ პეშვებში..
სული გაინაბა, სხეული ამბოხდა,
ვნებასთან ვურჩობ და მაინც ვერ გეშვები.
პულსზე აცოცებულ სურვილებს წააგავს,
ეს ღამისთენებაც ჩარჩება თვალებში.
სული ამოხეთქავს. ცად შეკრავს კამარას,
მობეზრდა გაბზარულ გვამებში თარეში.
ჩვენ ისევ ეულად განვაგრძობთ თამაშს და
ამ დროს სულს გვიძარცვავს გრძნობა-ხულიგანი.
ტუჩებით მოაგროვე ვნებები გზადაგზა,
ჩემს მიღმა გადი და... გაგლიჯე გულის კარი.

სათქმელი ქცეულა ტუჩებთან ამბორად..
 


09.01.2011

ისე ინახავ შენს ტანსა,როგორც ვაჭარი ოქროსა
იმას არ ფიქრობ,მაგ სხეულს რა დღე მოელის ბოლოსა
სამარეს მატლნი,ხოჭონი დაეხვევიან შენს განძსა
გამოწუწნიან, დახრავენ, იხმარენ გარდი-გარდმოსა
და რითაც შენ დღეს ამაყობ, გახდიან სასაცილოსა

დღეს ცხვირს იბზუებ,წუნიობ,ამითი ნიღბავ შენს შიშსა
გგონია, ვინმეს თუ "მისცემ",გაანიავებ შენს განძსა.
საგანძურად თვლი შენს ხორცსა,ამითი ღუპავ შენს სულსა
თავს იქცევ ფლირტით, ზასავით, ვერ გრძნობ სიკვდილის სუნთქვასა
ორმოცს ხომ მიუკაკუნე, მაინც არ იშლი შენსასა.
სამადლოდ ვინმე თუ გიზავს და დაგაყენებს საშველსა
 


önceki 1 2 3 4 sonraki →
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor