12.06.2009
mesizmra qali
45, Tbilisi, Gürcistan

წუხელ სიზმარში მესიზმრა ქალი
მზის დავარცხნილი და ლურჯ თვალება.
თმებს უკოცნიდა უხეში ქარი,
მთლად სასწაული, ურცხვი, თავნება.
ყელზე ეხვია თეთრი მანდილი..
ქალი რა ქალი.. ქალი ჯოკონდა..
სულ ცოტა იყო ჩვენში მანძილი
და ხელით ღვინის თასი მოჰქონდა.
მივუახლოვდი და მთლად გავხევდი_
ასეთ სინაზეს არ შევხვედრივარ.
ყველა უძლეველ ძალას დავძლევდი
მაგრამ თითითაც არ შევხებივარ.
თითქოს გაიგო ჩემი სურვილი
და მკერდზე ოქროს შეიხსნა ღილი.
უცებ ვიგრძენი ჟინის წყურვილი,
მომაკვდავივით გამიშრა პირი.
მომიახლოვდა ავსული ქალი
და ეჭვიანად შორეთს გახედა.
მაგრად დავხუჭე ორივე თვალი..
მან კი მიბრძანა თვალის გახელა..
წუხელ სიზმარში ქალი მესიზმრა,
სიზმარი იყო თუ აგონია.
  

11 views
 
Yorumlar
elina 13.06.2009

(Y)

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor