leo86's blog

leo86
37, Tbilisi, Gürcistan

მე შენ გინატრე და ისევ წვიმდა...


დრო გადიოდა, მე კი გელოდი.

ხმელი ტოტივით ჩამოვტყდი ხიდან

მინდოდა ისევ შემოგხვეოდი.

შენ ჩამიარე ვარდებით ხელში,

ცა მოქუფრული ისევ გაიღო.

და ის ტოტები მე რომ ვიყავი

ნამცეცებივით ქარმა წაიღო...

და იმის შემდეგ ისევ გინატრე,

შენი ნატრული, ქარს შევერევი.

ალბათ ეს ქარიც სადღაც მიმამტვრევს,

შენ კი ვერასდროს ვერ შეგელევი.


იყიდეთ ვინმემ, დაფლეთილი არ გინდათ გული?

წამით შეჩერდით, იაფი თანაც ძალიან.
არა, საერთოდ არ სჭირდება ოქრო და ფული
და რაც აკლია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია.....
გაგეცინება.. თბილი სიტყვა სჭირდება ერთი....
რატომ ან რისთვის გევედრებით შემდეგ განსაჯეთ...
არა, კისერზე ცოდვა არ აქვს კაცის და ღმერთის,
ის ჭეშმარიტი სიყვარულის მუხლით დასაჯეს...
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს,
თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში,
და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს,
დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში....
თუმცა მყიდველმა უნდა დადოს რთჲლი პირობა,
უყვარდეს მხოლოდ პოეზია და სილამაზე,
სწამდეს ნამდვილი სიყვარულის უნაპირობა,
სძულდეს ყოველი ბოროტება ამ ქვეყანაზე.....
რატომ დაფიქრდით, მხოლოდ თქვენგან ველი განაჩენს,
ნუთუ იმედის ნაპერწკალსაც არვინ მპირდება,
უფსკრულის წინ მდგარს კვლავ სიკეთე თუ გადაარჩენს,
თორემ…


ნუღა მებუტები!..იქნებ აღარ ვიყო... ხვალ,ზეგ წვიმასავით იქნებ გადავიღო, მერე რას ვუშველით წარსულ მოგონებებს, ალბათ ხელს ჩაკიდებ წყეულ მოჩვენებებს.... ნუღა მებუტები!ხელში ამიტაცე... მაგრად ჩამიხუტე,წამით გამიტაცე.. ისევ მეთამაშე,თმებზე მომეფერე.. გულში ჩამიკარი,თორემ იქნებ მერე............. მოდი შემირიგდი,ნეკი მომიწოდე, ჩემთვის რა წმინდა ხარ,გულში რომ იცოდე.. გინდა?გამიწეწე თმები,შენ რომ გიყვარს, შემირიგდი,თორემ გული ვეღარ იტანს.. მოდი შემირიგდი! მე მეტს ვეღარ გავძლებ.. აღარ გაწყენინებ არც დღეს,არც ხვალ....არც ზეგ.. იქნებ მოგონებად გადაგვექცეს წლები, არა,არ დამტოვო,ჩემო...გეხვეწები...


მოვა დრო და... უსასრულო მოლოდინი გადაფარავს ქუჩებს, სიზმარში და ოცნებებში შევეხები მე შენს ლამაზ ტუჩებს... ვერ გაუძლებს ჩემი გული აყვავებულ ნუშებს, ცრემლებია თვალებზე და უშენობა სუფევს... სევდა არის მწუხარების უსასრულო განცდა, მე არ მჯერა, ნუთუ მართლა ყველაფერი გაქრა, უსიცოცხლო გული მხოლოდ სიყვარულს გრძნობს ახლა, ეს ცრემლები მარწუნებენ, რომ შენ სადღაც აქ ხარ... ჩამოთოვა თეთრად ისევ მიტოვებულ ბაღში მე კი ვრჩები უსასრულოდ ის პატარა ბავშვი...


მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,

რა უფეროა უშენო დღე
და რა წყეული უშენო ღამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,
როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,
როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ სულ მალე,
დაგავიწყდები, მითხარი რამე!


ხომ ლამაზია შენით თქმული ეს სიყვარული..
რასაც ფერებით ვერ დავხატავ,შენ ვერ მოგიტან...
მაგრამ ამ ბოლოს დაგავიწყდა,სულ-ერთი გახდა
რომ უშენობით მე ეს გული უკვე მომიკვდა...
მიტოვებული სულია და ... სხეულს რაუჭირს..
მიტოვებული სახლიდანაც მოჩანს ჭინკები,
არ ჩანს სიცოცხლის ბედისწერას დიდი დრო ჰქონდეს,
და თუ ბედია უშენოდაც კარგად ვიქნები.
მეფობს სიჩუმე,ვერაგია მისი ზმანება
წვიმად მოსული ლეკვია და ხანაც სასჯელი,
მე აღარ მესმის,ვეღარ ვბედავ ვინმეს გაგებას
და ძლიერ მიკვირს უღმერთოდ რომ დღემდე გავძელი..
დაიარება ჩემს ოთახში ჩამქრალი ლანდი
და აღარ მინდა ამ გაზაფხულს ამდენი გლოვა,
ვიცი შეგხვდები მე იმ ქვეყნად ასი წლის შემდეგ,
მაგრამ ამ ქვეყნად, შენ არასდროს...შენ აღარ მოხვალ..
და ვხედავ ატმებს დასკდომიათ კვირტები ტანზე,
და გაზაფხულის სასწაულია ამ გულის ფეთქვა,
სისულელეა ჩემი წასვლა შენგან ყოველდღე
სისულელეა, ყველაფერი ერთად რომ მეთქვა...
ჰო…


როგორ იგონებთ ქალბატონო ამდენ იმედებს,
და გვირილების თაიგულად შეკრული დაგაქვთ,
შეიყვარებთ და სუყველაფერს მისთვის იმეტებთ,
თქვენ ქალბატონო, დაღონების მიზეზი რა გაქვთ???..
ასწიეთ თავი,თუმც დახრილიც ძალზედ გიხდებათ,
თქვენ ჭურჭელი ხართ,სიყვარულით ამოსავსები.
გულში ნადები ოცნებები თუ აგიხდებათ,
ბნელ ღამეებში მზის ნათებას დაემგავსებით.


ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი!
თავი დამანებეთ ყველამ!

ხშირად ვიხედები უკან,
ნისლი გაწოლილა მთებზე.
ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ!
ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე!

დაუნდობელია დრო კვლავ,
ბედი ხელუკუღმა მცემდა.
ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ!
მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან!

ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი!
თავი დამანებეთ ყველამ!

თემურ ფრცხალაიშვილი


ცაცხვის ხმელი ფოთლები
აფენია ბილიკებს,
მე მივდივარ მარტო და
წინ ცის ლურჯი ზოლია,
ქარი მღერის - ქარაფთა
სევდიანი ლირიკა,
მთვარე არ სჩანს , მეწყება
ზამთრის მელანქოლია.
შემოდგომის ბოლოა,
მწუხარებით ვივსები
და დაჭირხლულ მწვერვალებს
ნაღვლიანი გავყურებ.
არაგვის ხეობიდან
ამოდიან ნისლები,
გარდა ამ ნისლებისა
სხვა ვინ მომინაკლულებს,
სხვას ვის გავახსენდები.
ამ შეშლილმა ამინდმა
ყველაფერი შეცვალა,
ყველაფერი არია,
არაფერი არ მინდა -
არაფერი არ მინდა
ოღონდ , ახლა თერგივით
შემახეთქა დარიალს.

ტარიელ ხარხელაური


დავიკარგები ფიქრებთან ერთად...
მთვარეს ჩავიცვამ წითელ კაბაში...
ცას შევიყვარებ თამამს და შენთან
გულს მოვიჯერებ ქართან თამაშით...
მერე ოცნებებს გადმოვფენ ხიდზე...
და შენს სარკმელთან ამბორს დავტოვებ...
ვინატრებ ჩუმად ...ჩემთვის რომ წვიმდეს...
ან ოცნებებში გრძნობით გათოვდეს...
სანაპიროსთან მივალ უჩუმრად...
ფეხშიშველ ფეხზე შენს სუნთქვას ვიგრძნობ...
მერე ვიქცევი გულის ჩურჩულად...
შეყვარებული გრძნობა ვარ....ვითომ...
როს აღელდება ტრფობა ტალღებით
შემოსავს ფიქრი გრძნობის საუფლოს...
ცას მოვუყვები,ქარს რომ გავუტყდი
და ჩემი გული შენში საუბრობს...


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor