ცაცხვის ხმელი ფოთლები აფენია ბილიკებს
37, Tbilisi, Gürcistan

ცაცხვის ხმელი ფოთლები
აფენია ბილიკებს,
მე მივდივარ მარტო და
წინ ცის ლურჯი ზოლია,
ქარი მღერის - ქარაფთა
სევდიანი ლირიკა,
მთვარე არ სჩანს , მეწყება
ზამთრის მელანქოლია.
შემოდგომის ბოლოა,
მწუხარებით ვივსები
და დაჭირხლულ მწვერვალებს
ნაღვლიანი გავყურებ.
არაგვის ხეობიდან
ამოდიან ნისლები,
გარდა ამ ნისლებისა
სხვა ვინ მომინაკლულებს,
სხვას ვის გავახსენდები.
ამ შეშლილმა ამინდმა
ყველაფერი შეცვალა,
ყველაფერი არია,
არაფერი არ მინდა -
არაფერი არ მინდა
ოღონდ , ახლა თერგივით
შემახეთქა დარიალს.

ტარიელ ხარხელაური

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor