tako0tako0's blog

tako0tako0
31, Tbilisi, Gürcistan

ღია ფანჯრებიდან, ვხედავ გაზაფხული...

ისევ მელოდება,

მარტი კაპრიზებით....

ახლა ფიქრებში ვარ, ისე ჩახლართული...

თითქოს,

შენ სიყვარულს, სულ არ ვაპირებდე...




ისე ჩაიხუთა ირგვლივ, ყველაფერი...

ვდარდობ,

მერამდენე წელი გაილია...

მე მარტს ვერ გავუგე, მაინც ვერაფერი...

ეს თვეც,

უშენობით, უხმოდ დაილია...

მესმის წვიმაა და დღეა მგლოვიარე...

მე სხვა,არ მაწუხებს,

მაინც არაფერი...

თურმე, მერამდენე მარტი მოვიარე...

წლებს კი,

ვერაფერი, ვეღარ დავაკელი...

წვიმა მეფერება, მარტის გაგიჟებით...

დილას ჩაეძინა,

მე რომ ვაღვიძებდი...

ახლა მოხვიდოდე, სადღა გაგიშვებდი...

მარტს და გაზაფხულსაც ერთად გაგიძლებდით...

ფიქრებს შევატოვე ცა და დედამიწა...

გულს კი,

შენს დაკარგვას, დღემდე ვერ ვპატიობ...

ვიცი,

მერამდენე მარტი გადამიცდა....


დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ, მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ...

ხშირად უკეთესს მოელი, მერე, დრო რომ გადის, ხვდები, ეს უკეთესი უკვე იყო, შენ კი უბრალოდ ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე..

დაიწყე?

რახან დაიწყე, ბოლომდე უნდა გახვიდე,

თოკი ცხრაჯერ რომ გაგიწყდეს მეათედ უნდა ახვიდე..

ჩანაცრდი?

უნდა აალდე ...

ჭირია? უნდა გამაგრდე ...

გტკივა და უნდა გაუძლო...

დაეცი?უნდა წამოდგე ...

დამარცხდი?

უნდა იბრძოლო ...

მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო!


წერა მინდა და ვერ ვწერ...
რითმებს დავუძახებდი მაგრამ ეგეც მეზარება...
უამრავი...
ოდესღაც უამრავი განცდები თავს მაბეზრებდნენ...
ახლა...
ახლა სულ ცარიელი ვარ...
ვმოძრაობ სივრცეში... ალბათ მიხვდით რომ უმიზნოდ...

მიყვარს? მიყვარს მაგრამ სიყვარულის გარეშე...
ველოოდები? ველოდები მაგრამ ლოდინის განცდა არ მაქვს...
მენატრება? შეიძლება მენატრება კიდეც მაგრამ ვერ ვგრძნობ..
ტკივილი? სწორედ ეგ მინდა,საოცარმა მაზოხიზმმა შემიპყრო...
მაგრამ აღარ მტკინს...

ტირილი? კიი ...
მინდა ტირილი
უამრავი ცრემლი მინდა...
ცრემლის მდინარე
ცრემლის ზღვა მინდა,
ცრემლები მჭირდება...

მოცარტის ნოტები? ვუსმენ მაგრამ სხეული ვერ გრძნობს,
მხოლოდ მექანიკური აღფრთოვანების შეგრძნებაღა დარჩა...

და მე უნდა გთხოვოთ...არა კი არ გთხოვოთ გიბრძანოთ...
წართმეული განცდები დამიბრუნეთ!!!


თბილი ზამთარია, მაგრამ სულზე მცივა, მამაო,
მოყინულია და არც მახსოვს, რამდენჯერ დავეცი,
ვცდილობ წამოდგომას, უმწეო ბავშვივით ვქანაობ,
ხდება არსებობა ზოგჯერ უსაშველოდ დამრეცი.

აივნის რიკულებს სტუმრობს ყოველ დილით ბეღურა
და ჰაერს პაწია სუნთქვის ნამცეცებით აპურებს,
არც კი მინატრია არასდროს ცხოვრება მეფურად,
მხოლოდ ვოცნებობდი მეპოვა სიმშვიდის ნაპირი

და ბედნიერების ნაპერწკლით თვალებსაც ვინთებდი,
რაც არ უნდა იყოს, შემომრჩა ღიმილის მარაგიც,
ოღონდ ეს ცოდვები, კისერზე რომ მაწევს ტვირთივით,
უნდა მოვიშორო, ფუჭი სინანულიც არა ღირს.

ხშირად ამიტომაც ხდება ნაბიჯები ამაო,
ყველაფერთან ერთად, მთრგუნავს ნებისყოფის სიმყიფე,
ვცდილობ წამოდგომას, ხელი შემაშველე, მამაო,
რომ უფლის მზერიდან ამოზრდილ მადლმოსილ სხივს მივყვე... p.s(avtori ar vici)


ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნიამ
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს,
არ შემეჩვიო,
სანამ დროა,
ნუ შემეჩვევი!


იცით, მომწონხართ

და რატომღაც მეუცხოებით,
არადა ჩემი ხელებიც კი თქვენი მგონია,
დაგმგვანებივართ არეული ჩემი ცხოვრებით,უკიდეგანოს თურმე ორი კიდე მქონია.
თქვენც დაიბენით.?
მე შეგატყეთ – თმა გაისწორეთ. მერე რა მოხდა თუ ეს გული თქვენი მგონია
.რა გაიფიქრეთ.? მეც მითხარით… ის არის სწორედ.ჩემი ფიქრებიც, ახლა მივხვდი, თქვენი ტოლია
.არა, გაჩერდით. სად მიდიხართ.? ფეხებს დაიღლით. აი, ხომ ხედავთ ეგენიც კი სხვისი გქონიათდა ასე ნაწილ-ნაწილობით როდემდე ივლით.?ჩემი სხეულით დააბიჯებთ… თქვენ რა გგონიათ.
ვეღარ გავიგე ეს სხეული თქვენ ხართ თუ მე ვარ, ჩემი ჰაერით თქვენ სუნთქავთ თუ სწორედ მე გსუნთქავთ… ჩემი ტუჩებიც დროდადრო მკოცნის…
არა, ეს თქვენ ხართ.
რა დაგემართათ?! ასწიეთ…


6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.


6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა…


უაზრობაა მთელი ცხოვრება,


წვიმა როგორ მოვა,
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება...
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად,
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა...

თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი...
თუნდაც გამებუტე...

მოდი,
ჩამეხუტე.


ბავშვი ვარ და ყველაფერი მაპატიე,
ან შეშლილი ფოთოლცვენის აჩრდილი,
წუხელ ღამე სამრეკლოზე გავათიე,
ცისკენ მქონდა მკვდარი ხელი გაწვდილი...
ბავშვი ვარ და მაწანწალას დავემსგავსე,
ო, რამდენჯერ მოვიარე თბილისი,
ცივ ნოემბერს შევეფეთე მთაწმინდაზე,
მერე უცებ მომენატრა ივნისი.
ბავშვი ვარ და ყველა გრძნობა ამიხდინე,
გააქანე შორს, შორს ლურჯა ცხენები,
გევედრები ყველა წყენა დაითმინე
და დრო გადის ისევ ციებ-ცხელებით.
ბავშვი ვარ და შენც ბავშვობა გამიწიე,
დამანახე უკვდავების აჩრდილი,
სამრეკლოდან სხვა სივრცისკენ გამიწვიე,
რა ხანია ხელები მაქვს გაწვდილი.


← önceki 1 2 3 4 5 6 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor