tako0tako0's blog

tako0tako0
31, Tbilisi, Gürcistan


მიხარიხარ !!!!..

მებედნიერები..

მაგრამ მტკივიხარ კიდეც..

მეშინია, რომ ხვალ გაცილებით შორს არ ვიყოთ ერთმანეთისგან, ვიდრე დღესა ვართ..
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან თავს ვიტყუებ ჯერ მესმის მეთქი..




ხოო.. ხოო ჩვენ ხო უსაშველოდ
და ვარსკვლავებზე უფრო მეტათაც კი ვართ მოწყვეტილი ერთმანეთისგან..

მაგრამ მჯერა.. ვიცი, როდისღაც ამოივსება ეს გამთოშავი სიცარიელე..
არ შეიძლება ეს არ მჯეროდეს..

მე .. მე შენი ჩემნაირობა მიყვარს..

შენი ნათქვამი "მიყვარხარ " მიყვარს..

შენი ყოველი მოსული მესიჯი მიყვარს..

შენი ყოველი სიტყვა.. ყოველი ამოსუნთქვა..

შენზე ოცნება.. ფიქრი მიყვარს..

შენი კვირაში ერთხელ მოწერილი "როგორ ხარ," სხვის ათასს "მიყვარხარ"-ზე მეტად მიყვარს..

შენი ხუმრობები.. შენი სითბო მიყვარს..

ის ტკივილიც, ის ცრემლიც მიყვარს ამას რომ მოყვება..

შენი სიყვარული მიყვარს..

ის ემოციები მიყვარს.. ის მოგონებები მიყვარს..


არ ვიცი რატომ ამეკვიატე??.. რატომ მეფიქრები??..…


önceki 1 2 3 4 5 6 sonraki →
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor